ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა - დედის განცხადებით, მსჯავრდებულზე, სავარაუდოდ, ზეწოლა განხორციელდა და უცხო საგანი მან პროტესტის ნიშნად გადაყლაპა

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა. დედის, ირმა დავითაძის განცხადებით, მისმა შვილმა პროტესტის ნიშნად უცხო საგანი გადაყლაპა, რაც სავარაუდოდ ზეწოლას უკავშირდება. პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მსჯავრდებულმა საგანი დემონსტრაციულად გადაყლაპა და უარი განაცხადა კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანაზე, ხოლო ბრალდებებს ძალადობაზე უწყებამ დეზინფორმაცია უწოდა.

გიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა - დედის განცხადებით, მსჯავრდებულზე, სავარაუდოდ, ზეწოლა განხორციელდა და უცხო საგანი მან პროტესტის ნიშნად გადაყლაპა
გიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა - დედის განცხადებით, მსჯავრდებულზე, სავარაუდოდ, ზეწოლა განხორციელდა და უცხო საგანი მან პროტესტის ნიშნად გადაყლაპაინტერპრესნიუსი

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა.

როგორც დავითაძის დედამ ირმა დავითაძემ "ფეისბუქ-ლაივში" განაცხადა, მისმა შვილმა უცხო საგანი "პროტესტის ნიშნად" გადაყლაპა, სავარაუდოდ, მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო.

"სავარაუდოდ, მასზე განხორციელდა ზეწოლა ჩვენი აქტივობის გამო. მან პროტესტის ნიშნად გადაყლაპა უცხო საგანი, რის გამოც ჩემი შვილის მდგომარეობა არის ცუდად. სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, ჩემს შვილს რამე არ დაემართოს, თუ არა არ ვიცი.ბრძოლას არ შევწყვეტ!", - განაცხადა ირმა დავითაძემ.

მანამდე "ინტერპრესნიუსთან" ოჯახმა სახალხო დამცველს რეგირებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სავარაუდოდ, მასზე განხორციელდა ზეწოლა ჩვენი აქტივობის გამო. მან პროტესტის ნიშნად გადაყლაპა უცხო საგანი, რის გამოც ჩემი შვილის მდგომარეობა არის ცუდად. სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, ჩემს შვილს რამე არ დაემართოს, თუ არა არ ვიცი.ბრძოლას არ შევწყვეტ!“
ირმა დავითაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.