დავითაძემ, რომელიც გაუპატიურებაზე საუბრობდა, "მცირე საგანი" გადაყლაპა – პენიტენციური
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რუსთავის N6 დაწესებულების პატიმარმა გიორგი დავითაძემ, რომელიც ბადრაგებს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი და უარი თქვა კლინიკა "ვივამედში" გადაყვანაზე. პენიტენციური სამსახური პატიმრის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ციხის მედპერსონალი ახორციელებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიხედვით, რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ, რომელიც ბადრაგებს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, "გაურკვეველი მცირე საგანი" გადაყლაპა.
განცხადებაში წერია, რომ დავითაძემ საგანი "დემონსტრაციულად" გადაყლაპა და და კლინიკა "ვივამედში" გადაყვანაზე "კატეგორიული უარი" თქვა.
პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის 24-საათიან მონიტორინგს ციხის მედპერსონალი უზრუნველყოფს და შემდეგ ნაბიჯებს მათი რჩევების მიხედვით გადადგამენ.
"2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 სთ-ზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები". - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს.
პატიმრის განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყება წერს, რომ გიორგი დავითაძის განცხადება სიცრუეა.
პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს
პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ - იოსელიანი
შეგახსენებთ, დავითაძეების ოჯახი ბადრაგებს პატიმრის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში აქამდეც ადანაშაულებდა.
პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი ბადრაგებს მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ფორმულაპენიტენციური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ დემონსტრაციულად გადაყპალა გაურკვეველი მცირე საგანი
- იმედინიუსისპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი. დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი
- ალია,, გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი“ – რა განცხადებას აქვეუნებს პენიტენციური სამსახური
- TV პირველიპენიტენციური: გიორგი დავითაძემ გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა
- ნეტგაზეთიგიორგი დავითაძემ „გაურკვეველი მცირე საგანი“ გადაყლაპა – პენიტენციური
- რადიო თავისუფლებაპატიმარმა, რომელიც სექსუალურ ძალადობაზე საუბრობდა, გაურკვეველი საგანი გადაყლაპა - პენიტენციური სამსახური
- რუსთავი 2პატიმარ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
- ინტერპრესნიუსიმსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები რუსთავის ციხესთან მივიდნენ
- ინტერპრესნიუსიგიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა - დედის განცხადებით, მსჯავრდებულზე, სავარაუდოდ, ზეწოლა განხორციელდა და უცხო საგანი მან პროტესტის ნიშნად გადაყლაპა
- TV პირველიპატიმარი დავითაძე ციხეში რჩება - ოჯახი დახმარებას ითხოვს
- TV პირველიმსჯავრდებული გიორგი დავითაძე "ვივა-მედში" პროტესტის ნიშნად არ გადადის - რას ითხოვს პატიმარი
- რუსთავი 2"სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას, გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა, ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე" - ომბუდსმენის ოფისი
- ფორმულასახალხო დამცველი: დავითაძე თავს კარგად გრძნობს, პროტესტის ნიშნად უარს ამბობს კლინიკაზე
- ტაბულასახალხო დამცველი: დავითაძე თავს კარგად გრძნობს, პროტესტის ნიშნად უარს ამბობს კლინიკაზე
- ნეტგაზეთიდავითაძის მხარდაჭერისთვის რამდენიმე პატიმარი დეესკალაციის საკანში გადაიყვანეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…