მსჯავრდებული გიორგი დავითაძე "ვივა-მედში" პროტესტის ნიშნად არ გადადის - რას ითხოვს პატიმარი
მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად უცხო საგანი გადაყლაპა და "ვივა-მედში" გადაყვანაზე უარი განაცხადა. ოჯახი ზეწოლაზე საუბრობს და დეესკალაციის ოთახში მყოფი პატიმრების საკნებში დაბრუნებას ითხოვს, ხოლო პენიტენციური სამსახური ბრალდებებს დეზინფორმაციას უწოდებს.

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე "ვივა-მედში" პროტესტის ნიშნად არ გადადის.
პატიმარი, რომელმაც ღამით ბადრაგების თანდასწრებით ტელევიზორის ანტენის სამი მეტალის ნაწილი გადაყლაპა, ითხოვს დეესკალაციის ოთახში ჩაყვანილი მსჯავრდებულები საკნებში აიყვანონ. საუბარია იმ პატიმრებზე, რომლებმაც ოჯახის ცნობით, სოლიდარობა გამოუცხადეს გიორგი დავითაძეს.
თვითდაზიანების მცდელობის ამბავი პატიმრის მშობლებმა სოციალური ქსელით გაიგეს. ამბის გახმაურებისთანავე დედა, მამა და მსჯავრდებულის მეუღლე რუსთავის მეექვსე ციხესთან წავიდნენ, სადაც დავითაძეების მოთხოვნით სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევიდა.
გიორგი დავითაძის ოჯახი ამბობს, რომ მსჯავრდებულმაუცხო უცხო საგანი "პროტესტის ნიშნად" გაფაყლაპა.
როგორც დავითაძის დედამ ირმა დავითაძემ "ფეისბუქ-ლაივში" განაცხადა, მისმა შვილმა სავარაუდოდ, მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო.
"სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, ჩემს შვილს რამე არ დაემართოს, თუ არა არ ვიცი. ბრძოლას არ შევწყვეტ!", - განაცხადა ირმა დავითაძემ N6 პენიტენციური დაწესებულებასთან.
ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი. და „ვივამედში“, გადაყვანაზეც კატეგორიული უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, მსჯავრდებული გიორგი დავითაძე ამტკიცებს, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგებმა გააუპატიურეს.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ფორმულაპენიტენციური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ დემონსტრაციულად გადაყპალა გაურკვეველი მცირე საგანი
- იმედინიუსისპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი. დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი
- ალია,, გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი“ – რა განცხადებას აქვეუნებს პენიტენციური სამსახური
- TV პირველიპენიტენციური: გიორგი დავითაძემ გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა
- ნეტგაზეთიგიორგი დავითაძემ „გაურკვეველი მცირე საგანი“ გადაყლაპა – პენიტენციური
- რადიო თავისუფლებაპატიმარმა, რომელიც სექსუალურ ძალადობაზე საუბრობდა, გაურკვეველი საგანი გადაყლაპა - პენიტენციური სამსახური
- რუსთავი 2პატიმარ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
- ინტერპრესნიუსიმსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები რუსთავის ციხესთან მივიდნენ
- ინტერპრესნიუსიგიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა - დედის განცხადებით, მსჯავრდებულზე, სავარაუდოდ, ზეწოლა განხორციელდა და უცხო საგანი მან პროტესტის ნიშნად გადაყლაპა
- ტაბულადავითაძემ, რომელიც გაუპატიურებაზე საუბრობდა, "მცირე საგანი" გადაყლაპა – პენიტენციური
- TV პირველიპატიმარი დავითაძე ციხეში რჩება - ოჯახი დახმარებას ითხოვს
- რუსთავი 2"სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას, გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა, ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე" - ომბუდსმენის ოფისი
- ფორმულასახალხო დამცველი: დავითაძე თავს კარგად გრძნობს, პროტესტის ნიშნად უარს ამბობს კლინიკაზე
- ტაბულასახალხო დამცველი: დავითაძე თავს კარგად გრძნობს, პროტესტის ნიშნად უარს ამბობს კლინიკაზე
- ნეტგაზეთიდავითაძის მხარდაჭერისთვის რამდენიმე პატიმარი დეესკალაციის საკანში გადაიყვანეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…