ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

პატიმარი დავითაძე ციხეში რჩება - ოჯახი დახმარებას ითხოვს

მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პროტესტის ნიშნად საგანი გადაყლაპა და კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს. მისი ოჯახი ზეწოლაზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს, ხოლო პენიტენციური სამსახური ბრალდებებს დეზინფორმაციას უწოდებს.

პატიმარი დავითაძე ციხეში რჩება - ოჯახი დახმარებას ითხოვს
პატიმარი დავითაძე ციხეში რჩება - ოჯახი დახმარებას ითხოვსTV პირველი

გიორგი დავითაძის ოჯახი ამბობს, რომ მსჯავრდებულმაუცხო უცხო საგანი "პროტესტის ნიშნად" გაფაყლაპა.

როგორც დავითაძის დედამ ირმა დავითაძემ "ფეისბუქ-ლაივში" განაცხადა, მისმა შვილმა სავარაუდოდ, მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო.

"სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, ჩემს შვილს რამე არ დაემართოს, თუ არა არ ვიცი. ბრძოლას არ შევწყვეტ!", - განაცხადა ირმა დავითაძემ N6 პენიტენციური დაწესებულებასთან.

ოჯახი სახალხო დამცველს რეგირებისკენ მოუწოდებს.

გვიან ღამით ომბუდსმენის წარმომადგენელმა ციხეში გიორგი დავითაძის მონახულება შეძლო.

როგორც დედა ამბობს, გიორგი დავითაძემ რკინის საგანი გადაყლაპა პროტესტის ნიშნად. ის კლინიკაში გადასვლაზე უარს აცხადებს მანამ, სანამ პატიმრებს დეესკალაციის საკნიდან არ გამოიყვანენ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი. და „ვივამედში“, გადაყვანაზეც კატეგორიული უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, მსჯავრდებული გიორგი დავითაძე ამტკიცებს, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგებმა გააუპატიურეს.

საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, ჩემს შვილს რამე არ დაემართოს, თუ არა არ ვიცი. ბრძოლას არ შევწყვეტ!“
ირმა დავითაძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.