ამბები, რომლებიც ერთი ბანაკის მინიმუმ სამმა მედიამ გააშუქა, მეორე ბანაკის მედიამ კი 4 საათზე მეტხანს არაფერი დაწერა. ყოველ ასეთ ამბავს AI დამატებით ამოწმებს, რომ სხვა სათაურით დაწერილი სტატია არ გამოგვრჩეს. თუ დუმილი მოგვიანებით დაირღვა, ამბავს „სდუმდა“ აწერია.
ამბავი აქ ხვდება, როცა ერთი ბანაკის მინიმუმ 3 მედიამ გააშუქა, მეორე ბანაკის მედიამ კი 4 საათის განმავლობაში არცერთი სტატია არ გამოაქვეყნა.
სტატიები ავტომატურად ჯგუფდება ამბებად, როგორც „დღის ქრონიკაში“. შემდეგ AI ამოწმებს მეორე ბანაკის ყველა სტატიას, მათ შორის სხვა სათაურით დაწერილს და გამოხმაურებებს. თუ ასეთი იპოვა, ამბავი აქ არ ჩანს.
თუ დუმილი მოგვიანებით დაირღვა, ამას ვაჩვენებთ: რამდენი საათის შემდეგ და რა დაიწერა.
ჩვენს სიაში 7 ოპოზიციური და 4 სამთავრობო მედიაა. ამიტომ რიცხვები ორივე მხრიდან „X/Y“ ფორმით არის ნაჩვენები.
სია ყოველ 30 წუთში ახლდება. საერთაშორისო ამბები და ნაკლებად მნიშვნელოვანი ნიუსები არ შედის.