თელავი
თელავისა და კახეთის ახალი ამბები სხვადასხვა წყაროდან, ამინდი, გათიშვები და ქალაქის სხვა სერვისები.
თელავის ამბები
რომა მახარაძე: "სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში" - ეს სიტყვები რომ თქვა, ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ ეგ წყვდიადი ხანმოკლე იქნებოდა
რომა მახარაძე: თელაველი მუსიკოსის, მათე დევიძის დაკავებიდან ორი წელი გავიდა - ის 2024 წლის 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.
ანა იმედაშვილი: კახეთში სრული კატასტროფაა! ეპილეფსიის მქონე პაციენტები კრუნჩხვით შეყავთ კლინიკებში, რადგან აფთიაქებში აღარ შემოდის ფსიქოტროპული წამალი!
საზოგადოების ყველაზე დაუცველი და უსუსური ნაწილი როგორ დატოვეთ ამ დღეში? რა გავაკეთოთ? პასუხი გაქვთ რამეზე?!“, — წერს ანა იმედაშვილი, ექიმ მაია კოხტაშვილის შვილი.
თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - შსს
შსს-ს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთ-ერთის სახლიდან მარიხუანაც ამოიღეს.
საქართველოს პროკურატურამ ქალაქ თელავში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
თელავში დედის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირს ბრალდება წარედგინა, რასაც პროკურატურა ავრცელებს. მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს - ვაკვირდები, როგორ მიგყავთ პროცესი და გული მიკვდება, მიჭირს ყურება, რა სიმსუბუქით იძახით ტყუილებს - ეგებ, რაიმე გამოსავალი იპოვოთ ამ სიტუაციიდან, როგორიც იპოვა მანანა კობახიძემ
პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ტყუილების თქმასა და დავალების შესრულებაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, გამოსავალი მანანა კობახიძის მსგავსად იპოვონ.
შესაძლებლობები ადგილობრივი მეწარმეებისთვის - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ თელავში ბიზნესის წარმომადგენლებს მიმდინარე პროგრამები და სიახლეები გააცნო
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ თელავში ადგილობრივ მეწარმეებს მიმდინარე პროგრამები და სიახლეები გააცნო, რეგიონული გამოწვევებისა და საჭიროებების განსახილველად.
"დაზარალებულთან შერიგებას მიაღწია, ვითხოვთ საპროცესო შეთანხმებას" - სასამართლოში დაიწყო თელავში ქორწილში...
თელავში, ქორწილში მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებულმა გიორგი ჭიღლაძემ დანაშაული აღიარა და დაზარალებულ იულია ნესტერიუკთან მორიგდა; დაცვის მხარე საპროცესო შეთანხმებასა და პირობით სასჯელს ითხოვს.
"ბილდკინგსთან" ხელშეკრულება გაფორმებულია - რა პირობებით ააშენებს სახელმწიფო თელავის აეროპორტს?
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელავის აეროპორტის ტერმინალის მშენებლობაზე 13,7 მლნ ლარის ხელშეკრულება „ბილდკინგსთან“ გააფორმა. სამუშაოები 21 თვეში უნდა შესრულდეს, თუმცა ობიექტი მხოლოდ შიდა რეისებს მოემსახურება.
კახეთის პოლიციამ ქურდობისა და პირადი დოკუმენტების გატაცების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა
შსს-ს ცნობით, გურჯაანში საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობით თანხისა და პირადი დოკუმენტების ქურდობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოავლინა და დაახლოებით 20 კუბური მეტრი საშეშე მერქანი და 30 ერთეული მორი ამოიღო.
GCCA სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებს
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თელავის მე-7 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა, სადაც კონკურენციაზე, ნივთის 14 დღეში დაბრუნების წესსა და საგარანტიო პირობებზე ისაუბრეს.