ვინ ამუშავებს მონაცემებს
news.ge-ს მართავს შპს ნიუსჯი მედია (News.ge Media LLC; საიდენტიფიკაციო კოდი 405218731; მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №49, კორპუსი 15, ბინა 25). კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვისა და მოთხოვნისთვის მოგვწერე: [email protected].
რა მონაცემებს ვამუშავებთ და რისთვის
ვაგროვებთ მხოლოდ იმას, რაც კონკრეტული ფუნქციის მუშაობას სჭირდება. სარეკლამო თვალთვალის სკრიპტები (მაგ. Meta Pixel) საიტზე არ გვაქვს.
საიტის დათვალიერება
პირველი ვიზიტისას ბრაუზერში ინახება ანონიმური იდენტიფიკატორი (cookie __Host-newsge-member, ვადა 1 წელი). მასზე მიბმულია მხოლოდ ვიზიტის დღეები და აქტივობის ქულები; სახელს, ელფოსტას ან ტელეფონს არ ვითხოვთ. ჩვენი ვებსერვერი ტექნიკურ ჟურნალში IP მისამართს დაახლოებით 10 დღე ინახავს, შემდეგ ავტომატურად იშლება. სპამისგან დაცვისთვის IP მისამართი ბაზაში მხოლოდ შეუქცევადი ჰეშის სახით გამოიყენება. საიტი Cloudflare-ის ქსელის გავლით მოგეწოდება: დაცვისა და სისწრაფისთვის Cloudflare ამუშავებს შენს IP მისამართს და მოთხოვნის ტექნიკურ მონაცემებს.
„ახლა კითხულობენ“ სიისთვის ვითვლით, რამდენჯერ გაიხსნა სტატია ყოველ საათში. ინახება მხოლოდ რიცხვი; ვინ წაიკითხა, არ ინახება. ერთ სესიაში ერთი სტატია ერთხელ ითვლება. ნახვასთან ერთად ბრაუზერი ერთ სიტყვას გვიგზავნის იმაზე, საიდან მოხვედი (მაგალითად, „facebook“, „google“ ან „პირდაპირ“), რომ ვიცოდეთ, რომელი არხი მუშაობს; წინა საიტის მისამართი და შენი მონაცემები არ იგზავნება, ვინახავთ მხოლოდ საათობრივ ჯამს.
საიტის გზამკვლევში ვითვლით, რომელი ფუნქცია გაიხსნა; თუ ძიებამ ვერაფერი იპოვა, საძიებო სიტყვას ანონიმურად ვინახავთ გზამკვლევის გასაუმჯობესებლად. ასეთ დროს კითხვა პასუხის მოსამზადებლად Google Gemini-ს გადაეცემა.
Cookie-ები და ბრაუზერის მეხსიერება
ვიყენებთ მხოლოდ საიტის მუშაობისთვის საჭირო cookie-ებს: __Host-newsge-member (1 წელი; ანონიმური მკითხველი, ვიზიტის დღეები, ქულები და მთავრობის არჩევანი), __Host-newsge-reader (1 წელი; სტატიებზე რეაქციები და ჰოროსკოპის შეფასება), __Host-newsge-discussion-reader (24 საათი; საიტის ჩატის კითხვა) , __Host-newsge-debate (30 დღე; დებატების მონაწილის შესვლა) და __Host-newsge-live (30 დღე; პირდაპირი ეთერის ავტორის შესვლა). ძველი __Host-newsge-discussion cookie ავტომატურად იშლება. ბრაუზერის მეხსიერებაში (localStorage, sessionStorage) ვინახავთ მხოლოდ პარამეტრებსა და ნიშნებს: არჩეულ თემას (ღია ან მუქი), ნანახ ბეჯს, მთავრობის შენახულ არჩევანს, დახურულ შეხსენებასა და ბანერს, გზამკვლევის მდგომარეობას, ნანახ ვიდეო სთორიებს, ამ სესიაში გახსნილ სტატიებს (რომ ერთი სტატიის ნახვა ერთხელ ჩაითვალოს) და ვიზიტის წყაროს ერთ სიტყვას. Google Analytics-ის cookie-ები ქვემოთაა აღწერილი.
რეაქციები სტატიებზე
როცა სტატიაზე რეაქციას დასვამ (😡 😂 😮 😢 👍), ვინახავთ რეაქციას და ორ შეუქცევად ჰეშს: შენი რეაქციების cookie-ისა და IP მისამართის. ისინი მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რომ ერთ მკითხველს ერთი რეაქცია ჰქონდეს და ხელოვნური გაბერვა შევზღუდოთ; მათგან ვინაობას ვერ ვადგენთ. რეაქციის მოხსნისას ჩანაწერი იშლება.
ასევე ვინახავთ ჰოროსკოპის გვერდზე პასუხს, გამართლდა თუ არა ნიშნის პროგნოზი: პასუხს და იმავე ორ შეუქცევად ჰეშს, რომ ერთ მკითხველს ერთ დღესა და ნიშანზე ერთი პასუხი ჰქონდეს. საიტზე მხოლოდ პასუხების ჯამი ჩანს. პასუხის მოხსნისას ჩანაწერი იშლება.
თუ საიტის ჩატის პროფილი გაქვს, შენი რეაქცია ჩატში შენი ფსევდონიმით და სტატიის ბმულით გამოჩნდება: ერთ სტატიაზე ერთი ბარათი, რომელიც რეაქციის შეცვლისას განახლდება და მოხსნისას წაიშლება. ეს ნაგულისხმევად ჩართულია; თუ ჩატში, ნიკნეიმის გვერდით გამორთავ „რეაქციები ჩატში“, შენი ყველა ასეთი ბარათი იშლება და ახალი აღარ გამოჩნდება.
ვიზიტების სტატისტიკა (Google Analytics)
იმის გასაგებად, რომელი გვერდები და თემები იკითხება, ვიყენებთ Google Analytics 4-ს. ის ბრაუზერში აყენებს cookie-ებს (_ga, _ga_*, ვადა 2 წლამდე) და Google-ს უგზავნის ნანახ გვერდებს, ანონიმურ ცნობებს იმის შესახებ, თუ საიტის რომელ ფუნქციებს იყენებ (მაგალითად, ხმოვანი საუბრის დაწყება, ვიდეოს ჩართვა, სტატიის გაზიარება), მოწყობილობისა და ბრაუზერის ტიპს და მიახლოებით მდებარეობას (ქალაქის დონეზე). ამ ცნობებში არ შედის სახელი, ტელეფონის ნომერი, შესვლის კოდი ან შენ მიერ დაწერილი თუ ნათქვამი ტექსტი. Google Analytics 4 IP მისამართს არ ინახავს. ამ მონაცემებს რეკლამისთვის ან პროფილირებისთვის არ ვიყენებთ. თუ არ გსურს, შეგიძლია cookie-ები ბრაუზერში დაბლოკო ან დააყენო Google-ის გამორთვის დამატება.
შეტყობინებები (push)
თუ სტატიის ქვეშ შეტყობინებებს ჩართავ, შენი ბრაუზერი ქმნის push-გამოწერას: მისამართს ბრაუზერის კომპანიის (Google, Apple, Mozilla ან Microsoft) სერვისში და დაშიფვრის გასაღებს. ჩვენ ვინახავთ მხოლოდ მას, მოწყობილობის ტიპს (Android, iPhone ან კომპიუტერი) და IP მისამართის შეუქცევად ჰეშს სპამისგან დაცვისთვის; სახელს ან ტელეფონის ნომერს არ ვითხოვთ. თუ ქალაქის გვერდზე „გამოწერას“ დააჭერ, გამოწერასთან ვინახავთ იმ ქალაქების სიას, რომელთა მთავარ ამბავსაც მიიღებ (დღეში მაქსიმუმ ერთს თითო ქალაქზე); ქალაქის გვერდზე „გაუქმებით“ ქალაქი სიიდან იშლება. ასევე, თუ პიროვნების ან ორგანიზაციის გვერდზე „გამოიწერე“-ს, ან მიმდინარე ამბისა თუ „ვინ როგორ აშუქებს“ გვერდზე „მიჰყევი ამბავს“ დააჭერ, გამოწერასთან ვინახავთ მათ სიას და იმას, რომელი ამბავი გამოგიგზავნეთ (ერთი ამბავი ერთხელ, დღეში მაქსიმუმ 5); ღილაკზე ხელახლა დაჭერით გამოწერა უქმდება. კვირის ტესტის გავლისას ვინახავთ მხოლოდ შედეგს და არჩეულ პასუხებს, შენი ვინაობის გარეშე (IP მისამართის შეუქცევადი ჰეში მხოლოდ განმეორებებს ზღუდავს); „შემახსენე“ ისევე მუშაობს, როგორც სხვა გამოწერები. შეტყობინება ამ სერვისით დაშიფრული სახით მოგდის. ვითვლით, რამდენმა გახსნა შეტყობინება; ვინ გახსნა, არ ინახება. გამოწერა წაიშლება, როცა სტატიის ქვეშ „გამორთვას“ დააჭერ ან ბრაუზერში შეტყობინებებს გამორთავ. თუ საიტის ჩატის პროფილი გაქვს, გამოწერა ამ პროფილს მიება, რომ შეტყობინება მიიღო, როცა ჩატში ან სტატიის კომენტარებში გიპასუხებენ (ერთი შეტყობინება მაქსიმუმ 10 წუთში ერთხელ; პასუხის ტექსტს ამ ისტორიაში არ ვინახავთ). თუ დებატების მონაწილე ხარ და საიტზე შესული ხარ, გამოწერა შენს დებატების პროფილს მიება: ასე მიიღებ შეტყობინებას, როცა დებატებში გამოგიწვევენ ან როცა გამოქვეყნდება ამბავი, სადაც ნახსენები ხარ. ამ მოწყობილობაზე მოვა ყველა შეტყობინებაც, რომელსაც news.ge SMS-ით ან ზარით გიგზავნის, შესვლის კოდის ჩათვლით; SMS-ის ტექსტს და კოდს არ ვინახავთ.
„აირჩიე შენი მთავრობა“ და passkey
არჩევანის დასაცავად passkey-ს ვიყენებთ. ვინახავთ მხოლოდ passkey-ის საჯარო გასაღებს და მის ტექნიკურ მონაცემებს; თითის ანაბეჭდი, სახის გამოსახულება ან PIN-კოდი შენს მოწყობილობას არ ტოვებს. ვინახავთ შენს არჩევანს და მისი ცვლილებების ჟურნალს. დაუსრულებელ ბიულეტენს (არჩეულ, მაგრამ ჯერ ხმად არ მიცემულ კანდიდატებს) ვინახავთ 30 დღე, რომ დაბრუნებისას დაგხვდეს; ის შედეგებში არ ითვლება და ხმის მიცემისთანავე იშლება. ბოტებისგან დასაცავად გამოიყენება Cloudflare Turnstile.
დისკუსია და გამოკითხვები
ვინახავთ შენ მიერ არჩეულ ფსევდონიმს, შეტყობინებებს, სტატიების კომენტარებს, რეაქციებს, საჩივრებს და გამოკითხვაში ხმას. შეტყობინებები და კომენტარები სხვა მონაწილეებს უჩანთ; სტატიის კომენტარი საიტის ჩატშიც ბარათად ჩანს. მოდერაციისთვის ვინახავთ მოდერატორის ქმედებების ჟურნალს.
საუბარი AI ბოტთან
ხმოვანი საუბრისას მიკროფონის ხმა პირდაპირ გადაეცემა Google-ის Gemini სერვისს, ტექსტური კითხვები კი — ჩვენი სერვერის გავლით. საუბრის ჩანაწერს და ტრანსკრიპტს არ ვინახავთ; ვინახავთ მხოლოდ მოხმარების ტექნიკურ სტატისტიკას (მოდელი, ხანგრძლივობა, ღირებულება). ვიდეოავატარის რეჟიმში საუბარი ჩვენი სერვერის გავლით გადაეცემა Google-ს, რომელიც ავატარის ვიდეოსაც ქმნის. თუ Google-ის ავატარი მიუწვდომელია ან შენი მოწყობილობა მას ვერ აჩვენებს, ავატარის ვიდეოს Simli ქმნის: მას ბრაუზერიდან ბოტის ხმოვანი პასუხები გადაეცემა, შენი მიკროფონის ხმა — არა.
საუბარი სპონსორის ავატართან
ზოგ კატეგორიაში სპონსორის ბანერი AI ავატარია, რომელსაც ხმით შეგიძლია ესაუბრო. საუბარი ჩვენი სერვერის გავლით გადაეცემა Google-ს, რომელიც პასუხსა და ავატარის ვიდეოს ქმნის. საუბრის ჩანაწერს და ტრანსკრიპტს არ ვინახავთ — მხოლოდ მოხმარების ტექნიკურ სტატისტიკას. თუ კომპანიამ საკუთარი სისტემა დააკავშირა (მაგ. პროდუქტის ან ფილიალის შესახებ ცოცხალი ინფორმაციისთვის), ჩვენი სერვერი ამ სისტემას უგზავნის მხოლოდ კონკრეტულ მოთხოვნას, რომელიც შენი კითხვიდან შეიძლება შეიცავდეს სიტყვებს; შენს IP მისამართს, cookie-ს ან სხვა იდენტიფიკატორს კომპანიას არ ვუგზავნით. ავატარს პირადი მონაცემები ნუ უთხარი.
სახალხო ამბები
ვინახავთ შენ მიერ გამოგზავნილ ხმოვან ჩანაწერს, სათაურს, ადგილს და სურვილისამებრ — სახელს. ტექსტად გადასაყვანად ჩანაწერი Google Gemini-ს გადაეცემა. გამოქვეყნების შემთხვევაში სახელი და ადგილი საჯაროდ ჩანს; ჩანაწერი საჯაროდ მხოლოდ მაშინ ქვეყნდება, თუ ჩაწერისას ამაზე თანხმობას მონიშნავ და რედაქციაც ასე გადაწყვეტს. გამოქვეყნებული ამბავი საერთო ნიუსებშიც ჩნდება (კატეგორია „სხვადასხვა“, წყარო „სახალხო“), RSS-ში და საძიებო სისტემებისთვის. სხვა ნიუსების მსგავსად მას AI აანალიზებს: გამოყოფს საკვანძო სიტყვებს, ნახსენებ პირებს და ციტატებს.
პირდაპირი ეთერი
რედაქციის გადაწყვეტილებით ეთერის დასაწყებად შეიძლება ტელეფონის ნომრის დადასტურება მოგთხოვოთ: ნომერზე 4-ნიშნა კოდს SMS-ით გიგზავნით, უცხოურ ნომერზე ან SMS-ის ჩავარდნისას კი გირეკავთ და ხმოვანი ასისტენტი კოდს გიკარნახებს (კოდს ღია სახით არ ვინახავთ). ვინახავთ სახელს, ეთერის სათაურს, ადგილს და, დადასტურების შემთხვევაში, ნომერს. შენს ბრაუზერს ვანიჭებთ სესიას (cookie), ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად კი ვინახავთ შენი IP მისამართის შეუქცევად ჰეშს; ნომრის დადასტურების გარეშე დაბლოკვაც მათზე ვრცელდება. თუ მდებარეობაზე წვდომას დაუშვებ, ბრაუზერი გვაწვდის ზუსტ წერტილს: ის ეთერთან ერთად ინახება და ეთერის გამოქვეყნებისას საიტზე რუკაზე ჩანს, ადგილის სახელის დასადგენად კი კოორდინატები OpenStreetMap-ის სერვისს (Nominatim) გადაეცემა, სხვა მონაცემის გარეშე. ეთერის ვიდეო და ხმა რედაქტორს პირდაპირ მიეწოდება ჩვენ მიერ მართული ვიდეოსერვერის (LiveKit) გავლით. რედაქციის გადაწყვეტილებით ეთერის ვიდეო და ხმა შეიძლება გადაეცეს Meta-ს და პირდაპირ გავიდეს News.Ge-ს ფეისბუკ გვერდზე (თუ ეს ეთერის დაწყებისთანავე ხდება, ამას თანხმობის ტექსტში ნახავ), ეთერის სათაურითა და ადგილით (შენი სახელისა და რუკის წერტილის გარეშე); დასრულების შემდეგ ვიდეო ამ გვერდზე რჩება, სანამ რედაქცია მას არ წაშლის. news.ge-ზე ეთერი, ჩანაწერი და შენი სახელი მხოლოდ რედაქტორის გადაწყვეტილებით ჩნდება; ნომერი საჯაროდ არასდროს ჩანს; მდებარეობის დაშვების შემთხვევაში ეთერის გვერდზე, რუკაზე, ჩანს წერტილი, საიდანაც ეთერი დაიწყო. რუკის გახსნისას შენი ბრაუზერი რუკის ფრაგმენტებს OpenStreetMap-ის სერვერიდან ტვირთავს. საიტზე ჩვენებისას ან ჩაწერისას ვიდეოს ნაწილები დროებით ინახება ჩვენს საცავში და ეთერის დასრულებიდან დაახლოებით 1 საათში იშლება. გამოუქვეყნებელი ჩანაწერი 30 დღეში იშლება, გამოქვეყნებული კი ჩანს ეთერის გვერდზე და სიახლეებში (წყარო „პირდაპირი ეთერი“), RSS-ში და საძიებო სისტემებისთვის, სანამ რედაქცია მას არ მოხსნის ან შენ არ მოითხოვ მის წაშლას. წესების დარღვევისას ავტორი შეიძლება დაიბლოკოს.
საჯარო პირების ციტატების ანალიზი
ქართული მედიის სტატიებიდან ამოღებულ საჯარო პირების ციტატებს Google Gemini აფასებს რიტორიკის პოლარიზაციის მიხედვით („დღის ციტატა“) და ეძებს ერთი და იმავე ადამიანის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს („თქვა მაშინ / თქვა ახლა“). ძველი განცხადებების მოსაძებნად ვიყენებთ SerpApi-ს (Google-ის ძიება) და ვკითხულობთ მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომ გვერდებს. „თქვა მაშინ / თქვა ახლა“ წყვილი საჯაროდ მხოლოდ რედაქტორის შემოწმების შემდეგ ჩნდება. თუ ციტატა შეცდომით არის მიწერილი, მოგვწერე და წავშლით.
რეკლამის მოთხოვნის ფორმა
ვინახავთ სახელს, კომპანიას, საკონტაქტო ტელეფონს, ელფოსტას (თუ მიუთითებ) და შეტყობინებას, რათა რედაქციამ დაგიკავშირდეს.
დებატები, ინტერვიუები და ზარები
ეს ფუნქციები ეხება საჯარო პირებს — რედაქციის მოწვევით ან დებატებში საკუთარი რეგისტრაციით. ვამუშავებთ მათ სახელს, თანამდებობას, საკონტაქტო მონაცემებს, თანხმობას, ხმის და ვიდეოს ჩანაწერს და ტრანსკრიპტს. ტელეფონით ინტერვიუს, დებატზე მოწვევის, დებატის სხვა დროის შეთავაზების, დებატამდე შეხსენების, დებატების მონაწილის რეგისტრაციისა და შესვლის კოდისა და რედაქციის შეტყობინების ზარები ქართული ოპერატორის (MyPhone) გავლით ხორციელდება; ზარს შეიძლება ხმოვანი AI ასისტენტი ატარებდეს, რაც ზარის დასაწყისშივე გეცნობება. შეტყობინების ზარი არ იწერება — ვინახავთ მხოლოდ მის სტატუსს და დასმულ კითხვებს მოკლე პასუხებით. შესვლისა და რეგისტრაციის კოდი ჯერ SMS-ით იგზავნება (MyPhone, გამგზავნი NEWS.GE), ზარით კი მაშინ, თუ SMS ვერ გაიგზავნა ან ზარს თავად ითხოვ. კოდის SMS-იდან და ზარიდან ვინახავთ მხოლოდ ნომერს და სტატუსს; თავად კოდს ღია სახით არ ვინახავთ. დებატებში რეგისტრაციის განაცხადში მითითებულ ნომერსა და შენიშვნას ვინახავთ განაცხადის განსახილველად; დადასტურებისას ნომერი პერსონის ჩანაწერში ინახება. დებატების მონაწილისთვის ვინახავთ მის მოწვევებს, პასუხებს და შეტყობინებებს; ეს შეტყობინებები (მოწვევა, პასუხი, შეხსენება) SMS-ითაც იგზავნება, 09:00-დან 22:00-მდე. AI ინტერვიუს ზარამდე, შეთანხმებული ახალი დროისა და ინტერვიუს გამოქვეყნების შესახებ SMS-ს ვგზავნით; თუ რედაქციის შეტყობინების ზარი ვერ შედგა, შეტყობინების ტექსტი SMS-ით იგზავნება. რედაქციამ მოწვევის ან შესვლის ბმულიც შეიძლება SMS-ით გამოგიგზავნოს. SMS-იდან ვინახავთ მხოლოდ ნომერს, სტატუსსა და ღირებულებას, ტექსტს — არა. შეხსენების ზარი, SMS შეტყობინებები და სხვა მონაწილეების გამოწვევის შესაძლებლობა „ჩემს სივრცეში“ ირთვება და ითიშება; ზარებზე უარის თქმა ნებისმიერ დროს შეგიძლია (ამის შემდეგ ინტერვიუსა და რედაქციის შეტყობინების SMS-ებიც აღარ იგზავნება).
Facebook პოსტები პერსონის გვერდზე
პერსონის გვერდზე შეიძლება გამოჩნდეს საჯარო პირის საჯარო Facebook პოსტები — მხოლოდ მისივე თანხმობით.
როცა Facebook პოსტებს ათვალიერებ
პოსტები Facebook-ის ოფიციალური ჩაშენებით (embed) ჩანს. Facebook-ის სკრიპტი იტვირთება მხოლოდ მაშინ, როცა „Facebook პოსტები“ ღილაკს დააჭერ. ამის შემდეგ Facebook-მა შეიძლება მიიღოს შენი ბრაუზერის მონაცემები და დააყენოს cookie Meta-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიხედვით.
როცა საჯარო პირი თავის Facebook ანგარიშს აკავშირებს
დაკავშირებას თავად ანგარიშის მფლობელი იწყებს და Facebook-ში ადასტურებს. ვიღებთ მის Facebook იდენტიფიკატორს, სახელს და საკუთარ პოსტებს (გვერდის შემთხვევაში — გვერდის პოსტებს). ვინახავთ მხოლოდ იმ პოსტების ბმულს, იდენტიფიკატორსა და თარიღს, რომლებიც Facebook-ზე „Public“-ად არის გამოქვეყნებული, და დაშიფრულ წვდომის ტოკენს. მეგობრების სიას, შეტყობინებებს, კომენტარებს და დახურულ პოსტებს არ ვკითხულობთ და არ ვინახავთ. მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ პოსტების პერსონის გვერდზე საჩვენებლად — არა რეკლამისთვის ან პროფილირებისთვის.
Facebook მონაცემების წაშლა
Facebook-თან დაკავშირებული მონაცემების წასაშლელად აირჩიე ნებისმიერი გზა:
- Facebook-ში გახსენი Settings & privacy → Settings → Apps and websites, იპოვე news.ge და დააჭირე Remove. Facebook ამას მაშინვე გვატყობინებს და ჩვენ ავტომატურად ვშლით ტოკენს და ყველა ავტომატურად წამოღებულ პოსტს.
- მოგვწერე [email protected] სათაურით „Facebook data deletion“ და მიუთითე შენი სახელი ან Facebook პროფილის ბმული.
ელფოსტით მოთხოვნისას ვშლით ტოკენს და ყველა შენახულ პოსტს; პოსტები საიტიდან მაშინვე ქრება. მოთხოვნას არაუგვიანეს 30 დღისა ვასრულებთ და დასტურს გიგზავნით.
ვის გადაეცემა მონაცემები
მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამო მიზნით არ ვუზიარებთ. ქვემოთ ჩამოთვლილი სერვისები მონაცემებს მხოლოდ შესაბამისი ფუნქციის შესასრულებლად იღებენ:
- Google (Gemini API, Vertex AI) — AI ბოტი და მისი ვიდეოავატარი, სპონსორის ავატარი, საიტის გზამკვლევის AI დახმარება, ხმის ტექსტად გადაყვანა, ანალიზი და სატელეფონო AI ასისტენტი.
- Simli — ბოტის ვიდეოავატარი, როცა Google-ის ავატარი მიუწვდომელია.
- Google Analytics — საიტის ვიზიტების სტატისტიკა.
- Google, Apple, Mozilla, Microsoft (push სერვისები) — შეტყობინებების მიწოდება, თუ მათ ჩართავ: დაშიფრული შეტყობინება და გამოწერის მისამართი.
- SerpApi — ვებძიება ფაქტჩეკერისთვის, პერსონების ფოტოებისთვის და საჯარო პირების ადრინდელი განცხადებების მოსაძებნად (საძიებო ფრაზა: სახელი და თემა).
- Cloudflare — საიტის მიწოდება და დაცვა (IP მისამართი და მოთხოვნის ტექნიკური მონაცემები); Turnstile — ბოტებისგან დაცვა მთავრობის არჩევისას.
- Meta (Facebook) — პოსტების ჩაშენება, დაკავშირების შემთხვევაში ანგარიშის ავტორიზაცია და მკითხველების პირდაპირი ეთერის ტრანსლაცია News.Ge-ს ფეისბუკ გვერდზე.
- MyPhone — სატელეფონო ზარები ინტერვიუების, დებატებზე მოწვევის, შეხსენებისა და შესვლის კოდის (დებატებისა და პირდაპირი ეთერისთვის), ასევე შეტყობინებებისთვის; SMS: შესვლის კოდები, დებატების შეტყობინებები, AI ინტერვიუს შეტყობინებები, რედაქციის შეტყობინებები და მოწვევის ბმულები (ნომერი და SMS-ის ტექსტი).
- OpenStreetMap — პირდაპირი ეთერის ადგილის სახელის დადგენა (Nominatim), თუ მდებარეობაზე წვდომას დაუშვებ: მხოლოდ კოორდინატები, სხვა მონაცემის გარეშე; ასევე რუკა ეთერის გვერდზე: მისი გახსნისას შენი ბრაუზერი რუკის ფრაგმენტებს OpenStreetMap-ის სერვერიდან ტვირთავს.
- Google Maps — თბილისის საცობების რუკა გზების გვერდზე: მხოლოდ მაშინ, როცა რუკას ჩართავ, შენი ბრაუზერი მას Google-ის სერვერიდან ტვირთავს (IP მისამართი და ბრაუზერის ტექნიკური მონაცემები).
- სპონსორი კომპანია — მხოლოდ მაშინ, როცა მის ავატარს ესაუბრები და კომპანიას საკუთარი სისტემა აქვს დაკავშირებული: კონკრეტული მოთხოვნა შენი კითხვიდან, იდენტიფიკატორების გარეშე.
საიტი, მონაცემთა ბაზა და ჩანაწერების საცავი ჩვენ მიერ მართულ სერვერებზეა განთავსებული.
რამდენ ხანს ვინახავთ
ვებსერვერის ჟურნალი — დაახლოებით 10 დღე. ანონიმური იდენტიფიკატორი — ბოლო ვიზიტიდან 1 წელი. Google Analytics-ის cookie — 2 წლამდე. Push-გამოწერა — სანამ შეტყობინებებს არ გამორთავ. პირდაპირი ეთერის ვიდეოს ნაწილები — ეთერის დასრულებიდან დაახლოებით 1 საათი; გამოუქვეყნებელი ეთერის ჩანაწერი — 30 დღე. დანარჩენ მონაცემებს ვინახავთ, სანამ შესაბამისი ფუნქციისთვის ან რედაქციული არქივისთვის არის საჭირო, ან სანამ წაშლას არ მოითხოვ. ბრაუზერში შენახული მონაცემების წაშლა შეგიძლია ბრაუზერის პარამეტრებიდან.
შენი უფლებები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ნახვა, გასწორება ან წაშლა და დამუშავების შეწყვეტა. მოგვწერე [email protected] — გიპასუხებთ არაუგვიანეს 30 დღისა. თუ ფიქრობ, რომ შენი უფლებები დაირღვა, შეგიძლია მიმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
ცვლილებები
პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას ამ გვერდზე გამოვაქვეყნებთ და განახლების თარიღს შევცვლით.
Privacy policy (English)
news.ge is operated by News.ge Media LLC (შპს ნიუსჯი მედია), identification code 405218731, registered address: 49 Vazha-Pshavela Avenue, Building 15, Apt. 25, Saburtalo District, Tbilisi, Georgia. Contact: [email protected]. Last updated: 25 October 2026.
What we collect
Reading news requires no account. We collect only what each feature needs: an anonymous visitor identifier cookie (__Host-newsge-member, 1 year) with visit days and activity points; a reactions cookie (__Host-newsge-reader, 1 year) and irreversible hashes of it and of your IP when you react to an article or answer whether a horoscope came true (one reaction per article and one answer per day and sign, abuse limits; only totals are shown; removing it deletes it); the chat reader cookie (__Host-newsge-discussion-reader, 24 hours) the debate participant session (__Host-newsge-debate, 30 days) and the live broadcaster session (__Host-newsge-live, 30 days); in browser storage only preferences and markers (theme, seen badge, saved cabinet, dismissed reminder and banner, guide state, watched video stories, the articles opened in this session so each is counted once, and one word for where this visit came from); a count of article page views per hour for the “most read” lists, with no record of who read what, plus hourly totals by visit source (one word such as “facebook” or “direct”; never the referring address); passkey public keys and choices for the “choose your government” feature, plus an unfinished ballot kept for up to 30 days and never counted (no biometrics leave your device; protected by Cloudflare Turnstile); nickname, messages, reactions and poll votes in the discussion; voice reports with title, place and optional name for citizen news; for live broadcasts, your name, title, place, a session cookie, a one-way hash of your IP address and, when the editors require phone verification, your phone number (verified by a code call); if you allow it, your device location; plus the video and sound of the broadcast; name, company, contact and message from the advertising form; and, for public figures invited by the editors or registered for debates, contact details, consent, recordings and transcripts of debates and interviews, plus debate invitations, replies and notifications. Web server logs keep IP addresses for about 10 days; in our database IP addresses are used only as one-way hashes for abuse protection. The site is delivered through Cloudflare, which processes your IP address and request data for security and performance. The site guide counts which features are opened and stores search terms that found nothing, anonymously, to improve the guide. We use no advertising trackers.
Analytics
We use Google Analytics 4 to understand which pages and topics are read. It sets cookies (_ga, _ga_*, up to 2 years) and sends Google the pages you view, anonymous events about which site features you use (for example starting a voice chat, playing a video or sharing an article), device and browser type and approximate (city-level) location. These events never include your name, phone number, login code or anything you type or say. Google Analytics 4 does not store IP addresses. We do not use this data for advertising or profiling. You can block these cookies in your browser or install Google’s opt-out add-on.
AI features
Voice conversations stream microphone audio to Google Gemini; text questions are sent to Google through our server. We do not store conversation audio or transcripts, only usage statistics. Citizen voice reports are transcribed with Google Gemini; the recording itself is published only if you tick consent when recording and the editors decide so; published stories also appear in the general news feed (source “სახალხო”), RSS and search engines and are analysed by AI like other news. Quotes of public figures from Georgian media are scored for polarising rhetoric and checked for contradictions with Google Gemini; older statements may be searched with SerpApi on public pages, and contradiction pairs are published only after an editor checks them. Write to us to remove a misattributed quote. In video avatar mode the conversation passes through our server to Google, which also generates the avatar video. If the Google avatar is unavailable or your device cannot play it, Simli generates the avatar video from the assistant’s spoken answers (not from your microphone). Questions the site guide cannot answer from its catalogue are sent to Google Gemini.
Live broadcasts
When the editors require it, you verify your phone number before broadcasting (/live) with a one-time code sent by SMS, or dictated in a call for foreign numbers or when the SMS fails (we never store the code in plain form); otherwise your browser gets a session and we keep a one-way hash of your IP address, so that blocks still hold. The video and sound pass through our own video server (LiveKit) to the editors, who decide whether the broadcast is shown on the homepage and recorded; on the site nothing is public without an editor. If the editors decide so, the video and sound also go live on the News.Ge Facebook Page (when this happens from the start, the consent text says so before you start), with its title and place (no name, no map point), and stay there as a video until the editors remove it. Your phone number is never public; if you allow location, the point the broadcast started from is shown on a map on the broadcast page once an editor publishes it (opening that map loads map tiles from OpenStreetMap’s servers); if you allow location, only its coordinates are sent to OpenStreetMap Nominatim to name the place. Video segments are kept about one hour after the broadcast ends; recordings the editors do not publish are deleted after 30 days; published recordings appear on the broadcast page and in the news feed (source “პირდაპირი ეთერი”). Broadcasters (a number or a browser) may be blocked for rule breaches.
Sponsor avatar
In some categories the sponsor banner is an AI avatar you can talk to. The conversation passes through our server to Google, which generates the answer and the avatar video; we keep no audio or transcript, only usage statistics. If the company has connected its own system (for example for live product or branch information), our server sends that system only the specific request, which may contain words from your question — never your IP address, cookies or other identifiers. Please do not tell the avatar personal details.
A person’s profile page may show their public Facebook posts, only with their consent, using Facebook’s official embedded post plugin. The Facebook SDK loads only after you click “Facebook posts”; Facebook may then receive browser data and set cookies under Meta’s privacy policy.
When a public figure connects their own Facebook account (or Page), they start the process and approve it in Facebook. We receive their app-scoped Facebook ID, name and their own posts (or the Page’s posts). We store only the link, ID and date of posts published as “Public”, plus an encrypted access token. We never read or store friends lists, messages, comments or non-public posts, and we use the data only to show those posts on the person’s news.ge profile page — not for advertising or profiling.
Facebook data deletion
To delete your Facebook-related data: (1) in Facebook go to Settings & privacy → Settings → Apps and websites, find news.ge and click Remove — Facebook notifies us at once and we automatically delete your token and every post we fetched; and/or (2) email [email protected] with the subject “Facebook data deletion” and your name or Facebook profile link. On an email request we delete your token and all stored posts, and they disappear from the site immediately; we complete requests within 30 days and confirm by email.
Notifications (push)
If you switch on notifications under an article, your browser creates a push subscription: an address at your browser maker’s push service (Google, Apple, Mozilla or Microsoft) and an encryption key. We keep only that, the device type (Android, iPhone or computer) and an irreversible hash of your IP address for spam protection; we never ask for a name or phone number. Notifications reach you encrypted through that service. We count how many people open a notification, not who. The subscription is kept until you press “turn off” under an article or switch notifications off in your browser. If you are a debate participant and logged in, the subscription is linked to your debate profile, so you are notified when someone challenges you to a debate or a story mentioning you is published. Every message news.ge sends you by SMS or phone call, login codes included, also reaches that device; neither the SMS text nor the code is stored.
Sharing, retention and your rights
We do not sell data. Processors: Google (Gemini API, Vertex AI: the AI assistant and its video avatar, the sponsor avatar, the site guide’s AI help, transcription, analysis and the phone voice assistant; Google Analytics: visit statistics), the push services of Google, Apple, Mozilla and Microsoft (delivering notifications you switched on), SerpApi (web search for the fact-checker, person photos and public figures’ earlier statements), Simli (fallback assistant avatar), Cloudflare (site delivery and protection, and Turnstile), Meta (Facebook: embeds, account login if you connect it, and live broadcasts on the News.Ge Page), MyPhone (phone calls for interviews, debate invitations, reminders and login codes for debates and live broadcasts, and editorial notifications; SMS with login codes, debate notices, AI interview notices, editorial notifications and invite links), OpenStreetMap Nominatim (the place name of a live broadcast from its coordinates, if you allow location) and, only when you talk to its avatar and it has connected its own system, the sponsoring company (the specific request, without identifiers). Calls may be made by an AI voice assistant, which says so at the start of the call; notification calls are not recorded, only their status and any questions with short answers are kept, and you can opt out of calls at any time; debate participants can switch reminder calls, SMS notices and challenges on or off in “My space” (/debates/me). Debate notices are also sent by SMS (09:00–22:00); AI interview subjects get an SMS before the call, for an agreed new time and when the interview is published; an editorial notification call that does not get through is sent as an SMS; we keep the number, status and cost of each SMS, not its text. We keep data while the feature or our editorial archive needs it or until you ask us to delete it. Under Georgia’s Law on Personal Data Protection you may request access, correction or deletion of your data at [email protected]; we reply within 30 days. You may also contact Georgia’s Personal Data Protection Service.