ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

,, გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი“ – რა განცხადებას აქვეუნებს პენიტენციური სამსახური

იუსტიციის სამინისტრო

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიდეოკამერის წინ გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა. უწყების ცნობით, მას კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა და მის ჯანმრთელობას მედპერსონალი აკვირდება.

,, გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი“ – რა განცხადებას აქვეუნებს პენიტენციური სამსახური
,, გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი“ – რა განცხადებას აქვეუნებს პენიტენციური სამსახურიალია

პენიტენციური სამსახური გიორგი დავითაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

,,2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 სთ-ზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.