პენიტენციური: გიორგი დავითაძემ გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა. უწყების თქმით, მას შესთავაზეს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა, რაზეც უარი განაცხადა, ხოლო მის ჯანმრთელობას მედპერსონალი აკვირდება.

სპეციალური პენოტენციური სამსახური წერს, რომ დღეს მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა.
უწყების მტკიცებით, დავითაძეს შეეთავაზეს სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა, რაზეც პენიტენციურის განცხადებით მან კატეგორიული უარი განაცხადა.
"2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 სთ-ზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები"- წერია განცხადებაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.