პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პატიმარი სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური „კატეგორიულად უარყოფს“

იუსტიციის სამინისტროტვ პირველიქართული ოცნებაშინაგან საქმეთა სამინისტრო

პატიმარმა გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში ბადრაგებმა მასზე სექსუალურად იძალადეს. სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებას „სრულ სიცრუეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, რაც ვიდეოჩანაწერებითაც დასტურდება.

პატიმარი სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური „კატეგორიულად უარყოფს“
რადიო თავისუფლება

უწყების განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში თქვა, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში ბადრაგებმა მასზე სექსუალურად იძალადეს.

„ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება“, - აცხადებს უწყება.

პენიტენციური, „მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით“, მზად არის, „კანონით დადგენილი წესით გაასაჯაროოს დეესკალაციის ოთახში დავითაძის მოთავსებისა და იქ ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები“.

სამსახურის თანახმად, ეს მასალა უკვე ნანახი აქვთ როგორც გამოძიების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და „დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა“.

„არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი“, - წერია განცხადებაში.

რადიო თავისუფლება კომენტარისთვის დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატსაც.

„ჩანს ყველაფერი“ - რას ამბობს გიორგი დავითაძე

36 წლის გიორგი დავითაძემ სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. მისი მონაყოლი „ტვ პირველმა“ გაავრცელა.

დავითაძე ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა. მსჯავრდადებულის მტკიცებით, მომხდარის ნაწილი ვიდეოკამერებზეც არის ასახული.

„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, - თქვა პატიმარმა.

დავითაძე ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

მსჯავრდადებულმა სასამართლოში თქვა, რომ შიმშილობას დაიწყებს, თუ მის მიერ დასახელებული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

სასამართლოს სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დავითაძის მიერ აღწერილ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

რას ამბობდა პენიტენციური სამსახური მანამდე

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო ძალადობის შესახებ განცხადება 21 სექტემბერსაც გაავრცელა.

უწყება მაშინაც უარყოფდა დავითაძის ოჯახის ბრალდებებს და აცხადებდა, რომ მსჯავრდადებული სისტემატურად არღვევს დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს თანამშრომლებს.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დავითაძე 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში მოათავსეს. უწყების თანახმად, სწორედ ამ ეპიზოდს უკავშირებს ოჯახი პატიმრის მიმართ ღირსების შემლახველ მოპყრობას.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, 2026 წლის 3 მარტიდან გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალა უწყვეტად არქივდება.

ოჯახი გამოძიებას რეაგირებისკენ მოუწოდებდა

21 სექტემბერს გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა აქციაც გამართეს. ოჯახი ამტკიცებს, რომ დავითაძეზე №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა იძალადეს და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.

გიორგი დავითაძე თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, ავთანდილ დავითაძის შვილია. ავთანდილ დავითაძე 2014 წელს საკრებულოში კოალიცია „ქართული ოცნების“ სიით შევიდა და ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის“ წევრი იყო.

ოჯახის თქმით, გამოძიებას ამოღებული აქვს შესაბამისი ვიდეოჩანაწერები და გამოკითხული არიან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები, თუმცა სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი მათგანის მიმართ არ დაწყებულა.

დავითაძის დედა ირმა დავითაძე №6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორისა და რამდენიმე თანამშრომლის პასუხისმგებლობასაც ითხოვს.

გიორგი დავითაძე სასჯელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, შალვა ფერაძის დაჭრის საქმეზე იხდის. დავითაძის ოჯახი კი ციხეში მის მიმართ ძალადობას სწორედ ფერაძეს უკავშირებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

16 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 11
  1. ტაბულაოპოზიციურისიცრუეა, რომ თითქოს პატიმარი გიორგი დავითაძე ციხეში გააუპატიურეს - პენიტენციური
  2. რუსთავი 2სამთავრობო"ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება" - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
  3. ალიაოპოზიციურიპენიტენციური პასუხობს პატიმარ დავითაძის განცხადებას, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  4. POSTVსამთავრობოპენიტენციური სამსახური: “პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური
  5. ფორმულაოპოზიციურიპენიტენციური პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელმაც ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა
  6. იმედინიუსისამთავრობოპენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
  7. TV პირველიოპოზიციურისავარაუდო გაუპატიურება ციხეში - პენიტენციური დეესკალაციის ოთახში გადაღებულ კადრებს ავრცელებს
  8. რუსთავი 2სამთავრობოსპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანის ამსახველ კადრებს ასაჯაროებს
  9. ტაბულაოპოზიციურიპენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს
  10. ნეტგაზეთიოპოზიციურიპენიტენციური გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს
  11. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირა მოხდა დეესკალაციის ოთახში? პენიტენციური ვიდეოს ავრცელებს
  12. ალიაოპოზიციური10 ბადრაგი და 1 პატიმარი – პენიტენციური ვიდეოს აქვეყნებს
  13. ტაბულაოპოზიციური"ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი" – პატარიძე მსჯავრდებულ დავითაძეზე
  14. ალიაოპოზიციური“დათვალიერებული კადრებით, პატიმრის მიერ მონათხრობი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა” – სახალხო დამცველი
  15. რუსთავი 2სამთავრობოცრუ ბრალდება, რომელსაც კადრები ამხელს - პენიტენციურმა სამსახურმა, საზოგადოების მაღალ ინტერესს იმ ვიდეო კადრების გასაჯაროებით უპასუხა, სადაც ჩანს თუ როგორ გადაჰყავთ მსჯავრდებული დავითაძე დეესკალაციის საკანში
  16. TV პირველიოპოზიციურისავარაუდო გაუპატიურება დეესკალაციის საკანში - რუსთავის ციხესთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
“ხელისუფლებას “სამი ბუნტი” დაატყდა თავს ერთად” – კოტე კემულარიაწაიკითხე

უახლესი ამბები