Tik-Tok-ში დაგეგმილი პაემანი მკვლელობით დასრულდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
„შაბათის ეთერმა“ თბილისში, შარტავას ქუჩაზე დავით წოწკოლაურის მკვლელობის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაავრცელა: საქმის მასალების თანახმად, 38 წლის კაცი პაემნის საბაბით მიიტყუეს, რის შემდეგაც მეგობრებმა, ლუკა პაპკიაურმა და რომან კალერჯიანმა სასტიკად სცემეს და გულში დანა ჩაარტყეს.