პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი დავითაძემ „გაურკვეველი მცირე საგანი“ გადაყლაპა – პენიტენციური

იუსტიციის სამინისტროქართული ოცნება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ, რომელიც ბადრაგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, ციხის თანამშრომლის თვალწინ გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა და „ვივამედში“ გადაყვანაზე უარი განაცხადა. თავად პატიმარი და მისი ოჯახი ბადრაგის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ, ითხოვენ სრულ ვიდეოკადრებს, ციხის უფროსის გადადგომას და მიუკერძოებელ გამოძიებას, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს.

გიორგი დავითაძემ „გაურკვეველი მცირე საგანი“ გადაყლაპა – პენიტენციური
ნეტგაზეთი

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ დღეს, 4 ოქტომბერს 21:12 სთ-ზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ, რომელიც ბადრაგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, „გაურკვეველი მცირე საგანი“ გადაყლაპა.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მან ეს გააკეთა ციხის თანამშრომლის თვალწინ, „დემონსტრაციულად“.

უწყება აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით მას „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა.

„2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 სთ-ზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.

შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები“, – წერია განცხადებაში.

პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.

დავითაძის განცხადებით, ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, მასზე წარმოუდგენელი ზეწოლა დაიწყო. პატიმარი ამბობს, რომ სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.

დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა 3 ოქტომბერს რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები. ოჯახი ასევე ითხოვს ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომასა და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას. საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

15 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 10ნეიტრალური 2
  1. ფორმულაოპოზიციურიპენიტენციური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ დემონსტრაციულად გადაყპალა გაურკვეველი მცირე საგანი
  2. იმედინიუსისამთავრობოსპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი. დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი
  3. ალიაოპოზიციური,, გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი“ – რა განცხადებას აქვეუნებს პენიტენციური სამსახური
  4. TV პირველიოპოზიციურიპენიტენციური: გიორგი დავითაძემ გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპატიმარმა, რომელიც სექსუალურ ძალადობაზე საუბრობდა, გაურკვეველი საგანი გადაყლაპა - პენიტენციური სამსახური
  6. რუსთავი 2სამთავრობოპატიმარ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები რუსთავის ციხესთან მივიდნენ
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა - დედის განცხადებით, მსჯავრდებულზე, სავარაუდოდ, ზეწოლა განხორციელდა და უცხო საგანი მან პროტესტის ნიშნად გადაყლაპა
  9. ტაბულაოპოზიციურიდავითაძემ, რომელიც გაუპატიურებაზე საუბრობდა, "მცირე საგანი" გადაყლაპა – პენიტენციური
  10. TV პირველიოპოზიციურიპატიმარი დავითაძე ციხეში რჩება - ოჯახი დახმარებას ითხოვს
  11. TV პირველიოპოზიციურიმსჯავრდებული გიორგი დავითაძე "ვივა-მედში" პროტესტის ნიშნად არ გადადის - რას ითხოვს პატიმარი
  12. რუსთავი 2სამთავრობო"სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას, გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა, ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე" - ომბუდსმენის ოფისი
  13. ფორმულაოპოზიციურისახალხო დამცველი: დავითაძე თავს კარგად გრძნობს, პროტესტის ნიშნად უარს ამბობს კლინიკაზე
  14. ტაბულაოპოზიციურისახალხო დამცველი: დავითაძე თავს კარგად გრძნობს, პროტესტის ნიშნად უარს ამბობს კლინიკაზე
  15. ნეტგაზეთიოპოზიციურიდავითაძის მხარდაჭერისთვის რამდენიმე პატიმარი დეესკალაციის საკანში გადაიყვანეს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პენიტენციური პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელმაც ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები