ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სახალხო · მოქალაქის ამბავი

მოგვიყევი შენი ამბავი

ჩაწერე ხმით, რაც შენ გარშემო ხდება. ეს ისეთივე მარტივია, როგორც მეგობრისთვის ხმოვანი შეტყობინების გაგზავნა. საუკეთესო ამბებს რედაქცია ნიუსად აქცევს.

ჩაწერე ახლავებრაუზერი მიკროფონის ნებართვას მოგთხოვს. დააჭირე „დაშვებას“.
მზად ხარ მოსაყოლად?

მაქსიმუმ 5 წუთი · ჩაწერა იწყება მხოლოდ ღილაკზე დაჭერით

„დასრულება და გაგზავნა“-ზე დაჭერით ჩანაწერი ინახება news.ge-ზე. რედაქციამ შეიძლება აუდიო ტრანსკრიფციისთვის Google-ის AI სერვისს გადასცეს და შემოწმების შემდეგ ამბავი ტექსტით გამოაქვეყნოს; აუდიოს მხოლოდ მაშინ, თუ ზემოთ მონიშნავ, რომ შეიძლება შენი ხმაც გამოქვეყნდეს. ჩაწერა 5 წუთში ავტომატურად დასრულდება და გაიგზავნება.

რაზე შეგიძლია მოგვიყვე

რაც შენ თვითონ ნახე ან გადაგხდა: პრობლემა შენს ქუჩაზე ან უბანში, მოვლენა ქალაქში თუ სოფელში, უსამართლობა, რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას, ან კარგი ამბავი, რომელიც სხვებმაც უნდა გაიგონ.

როგორ ჩაწერო კარგად

მოძებნე ჩუმი ადგილი და ტელეფონი პირთან ახლოს დაიჭირე. მშვიდად თქვი, რა მოხდა, სად და როდის. თუ შეგიძლია, ახსენი, ვის ეხება ეს ამბავი. ჩანაწერი 5 წუთამდე შეიძლება იყოს. ერთი-ორი წუთიც საკმარისია.

რა ხდება ჩანაწერის მერე

ჩანაწერს რედაქტორი მოუსმენს და AI ტექსტად გადაიყვანს. რედაქტორი ტექსტს გადახედავს და, თუ ამბავი საინტერესო და სანდოა, news.ge-ის ნიუსებში გამოაქვეყნებს, წყაროდ „სახალხო“. თუ ჩაწერისას მონიშნავ, შეიძლება შენი ხმაც გამოქვეყნდეს, რომ მკითხველმა ამბავი შენგანვე მოისმინოს.

რას ვერ გამოვაქვეყნებთ

შეურაცხყოფას და სიძულვილის ენას, სხვა ადამიანის პირად მონაცემებს (ტელეფონს, მისამართს), კონკრეტული ადამიანის მიმართ გადაუმოწმებელ ბრალდებებს და რეკლამას. ყველა ჩანაწერი არ ქვეყნდება: ამას რედაქცია წყვეტს.

შენი მონაცემები

სახელი არასავალდებულოა: შეგიძლია ანონიმურად მოგვიყვე. ხმა კი მხოლოდ შენი თანხმობით ქვეყნდება, რადგან მისით შეიძლება გიცნონ. ჩანაწერი ინახება news.ge-ზე. ტექსტად გადასაყვანად რედაქცია მას Google-ის AI სერვისს გადასცემს. ჩაწერა მხოლოდ ღილაკზე დაჭერით იწყება.