პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სარედაქციო პოლიტიკა

როგორ ვმუშაობთ.
და როგორ ვასწორებთ.

აქ აღწერილია, საიდან მოდის news.ge-ზე გამოქვეყნებული მასალები, რას აკეთებს ხელოვნური ინტელექტი, როგორ აღინიშნება რეკლამა და რა ხდება, თუ შეცდომას შეამჩნევ.

ბოლო განახლება: 11 ოქტომბერი, 2026
01 / გამომცემელი

ვინ ვართ

news.ge-ს მართავს შპს ნიუსჯი მედია (News.ge Media LLC; საიდენტიფიკაციო კოდი 405218731; მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №49, კორპუსი 15, ბინა 25). გამოქვეყნებულ მასალებზე პასუხისმგებელია კომპანია. რედაქციასთან დასაკავშირებლად მოგვწერე: [email protected].

02 / წყაროები

საიდან მოდის ამბები

ქართული მედიის მასალები

news.ge ქართული მედიის ახალ ამბებს ერთ ნაკადში აერთიანებს. თითოეულ მასალასთან ჩანს პირველწყაროს სახელი და ბმული ორიგინალზე. ასეთი მასალის ტექსტი მის ავტორს ეკუთვნის, ამიტომ საძიებო სისტემებში მას არ ვაინდექსებთ — ძიებაში ორიგინალი უნდა ჩანდეს.

ხედვების ბალანსი

წყაროები აღნიშნულია, როგორც სამთავრობო, ოპოზიციური ან ნეიტრალური, რომ ერთი ამბის სხვადასხვა გაშუქება გვერდიგვერდ დაინახო. დღის ქრონიკა აჩვენებს, რომელი მედია აშუქებს თითოეულ ამბავს, ხოლო „ვინ სდუმს?“ — რომელ ამბავს არ აშუქებს ერთ-ერთი ბანაკის მედია. პოლარიზაციის ინდექსი აჩვენებს გაშუქებისა და პოზიციების განსხვავებას; ის არ ადგენს, რომელი მხარეა მართალი. მეთოდოლოგია აღწერილია პროექტის შესახებ გვერდზე.

რეკლამა წყაროს მასალებში

მასალა, რომელსაც წყარო რეკლამად ან სარეკლამო პუბლიკაციად აღნიშნავს, ავტომატურად არ ქვეყნდება — მას ჯერ რედაქცია ამოწმებს.

03 / ჩვენი მასალები

რას ქმნის news.ge

news.ge-ის საკუთარი მასალებია რედაქციის სტატიები (წყარო „NEWS.GE“), დღის თემა ორი ხედვით და ინდექსებით, დღის ქრონიკა, პერსონებისა და ორგანიზაციების გვერდები, ციტატების ანალიზი, AI ინტერვიუები და ვიდეოდებატები. მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი „სახალხო ამბები“ საიტზე მხოლოდ რედაქციის გადაწყვეტილებით ქვეყნდება. „თქვა მაშინ / თქვა ახლა“ წყვილები საჯაროდ მხოლოდ რედაქციის დადასტურების შემდეგ ჩანს. ძველი news.ge-ის არქივი შენახულია ცვლილებების გარეშე, თავდაპირველი თარიღით.

04 / AI

როგორ ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს

რას აკეთებს AI

AI ამზადებს მოკლე შეჯამებებს, ამოიცნობს კატეგორიებს, პერსონებსა და ორგანიზაციებს, ადარებს წყაროების გაშუქებას დღის თემაში და აფასებს საჯარო პირების რიტორიკას. მისი დახმარებით მუშაობს ბოტთან საუბარი, ინტერვიუები და ვიდეოები. AI ფაქტჩეკერი ჩნდება მხოლოდ რედაქციის მიერ შერჩეულ სტატიებზე და დამხმარე შეფასებაა, არა საბოლოო ვერდიქტი.

AI შეიძლება შეცდეს

ამიტომ ყველა ნიუსთან ჩანს პირველწყარო, დღის თემას ახლავს დასაბუთება და შეზღუდვები, ხოლო ინდექსი არ გამოითვლება, თუ მტკიცებულება საკმარისი არ არის. დაწვრილებით — მომსახურების პირობებში.

05 / რეკლამა

როგორ აღინიშნება რეკლამა

სარეკლამო სტატიები აღნიშნულია ნიშნით „რეკლამა“ და მათთან ჩანს დამკვეთი კომპანია. სპონსორის AI ავატარი საუბრის დასაწყისში ამბობს, რომ კომპანიის სარეკლამო ავატარია. სარეკლამო ფორმატები აღწერილია რეკლამის გვერდზე.

06 / შესწორებები

თუ შეცდომას შეამჩნევ

მოგვწერე [email protected]-ზე: მიუთითე გვერდის ბმული და რა არის არასწორი. შეტყობინებას 48 საათში ვპასუხობთ. დადასტურებულ შეცდომას — შეჯამებაში, სათაურში, კატეგორიაში, პერსონის მონიშვნაში ან news.ge-ის საკუთარ მასალაში — ვასწორებთ.

თუ შეცდომა თავად პირველწყაროს ტექსტშია, ის ამ წყაროს გამომცემელმა უნდა გაასწოროს; მასალასთან მითითებული ბმული ორიგინალზე მიგიყვანს.