პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მომსახურების პირობები

წესები, რომლითაც
news.ge მუშაობს.

ეს პირობები ვრცელდება news.ge-ის ვებსაიტზე, მის ყველა ფუნქციასა და news.ge-ის ოფიციალურ ანგარიშებზე სოციალურ ქსელებში. საიტით სარგებლობით ეთანხმები ამ პირობებს. პერსონალური მონაცემების დამუშავებას ცალკე აღწერს კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

ბოლო განახლება: 25 ოქტომბერი, 2026 · English version
01 / ზოგადი

ვინ ვართ და ვისზე ვრცელდება პირობები

news.ge-ს მართავს შპს ნიუსჯი მედია (News.ge Media LLC) — შემდგომში „ჩვენ“. საიდენტიფიკაციო კოდი: 405218731; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №49, კორპუსი 15, ბინა 25. კითხვებისა და მოთხოვნებისთვის მოგვწერე: [email protected].

ახალი ამბების კითხვას რეგისტრაცია არ სჭირდება. ფუნქციები, სადაც შენ მიერ შექმნილი შინაარსი ან არჩევანი ინახება — დისკუსია, გამოკითხვები, „სახალხო ამბები“, პირდაპირი ეთერი, „აირჩიე შენი მთავრობა“ — განკუთვნილია 16 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის; უმცროსებს მათი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

02 / მომსახურება

რას გთავაზობს news.ge

news.ge არის ინტერნეტმედია პლატფორმა, რომელიც აერთიანებს:

  • ქართული მედიის ახალ ამბებს — სათაურს, მოკლე ამონარიდს ან AI-ით მომზადებულ შეჯამებას და ბმულს პირველწყაროზე — და რედაქციის საკუთარ მასალებს, დღის ქრონიკას და ძველი news.ge-ის არქივს;
  • „დღის თემას“ ორი ხედვით და პოლარიზაციის ინდექსით, AI ფაქტჩეკერს, პერსონებისა და ორგანიზაციების გვერდებს, მათი განცხადებების ანალიზს, „დღის ციტატას“ და „თქვა მაშინ / თქვა ახლა“-ს, ასევე „ვინ სდუმს?“ გვერდს, რომელიც აჩვენებს, რომელ ამბავს არ აშუქებს ერთ-ერთი ბანაკის მედია;
  • AI ბოტთან ტექსტურ და ხმოვან საუბარს (მათ შორის ავატარის რეჟიმში), AI ინტერვიუებსა და ვიდეოდებატებს;
  • მოქალაქეების ხმოვან ამბებს (გამოქვეყნების შემდეგ საერთო ნიუსებში, წყარო „სახალხო“), მკითხველების პირდაპირ ეთერს ტელეფონიდან (რედაქტორის გადაწყვეტილებით მთავარ გვერდზე და News.Ge-ს ფეისბუკ გვერდზე და, ჩაწერის შემთხვევაში, სიახლეებში, წყარო „პირდაპირი ეთერი“), რეაქციებს ნიუსებზე, საიტის ჩატს, გამოკითხვებს, „აირჩიე შენი მთავრობის“ სიმულაციას და მკითხველის პროფილს;
  • „სერვისებს“ — ეროვნული ბანკის ოფიციალურ კურსს, საწვავის ფასებს, ამინდს და წყლისა და დენის გათიშვებს — და დღის ჰოროსკოპს მკითხველების შეფასებით;
  • სარეკლამო და სპონსორობის ფორმატებს, მათ შორის სპონსორის AI ავატარს, და news.ge-ის ვიდეოებსა და პოსტებს სოციალურ ქსელებში.

ფუნქციები შეიძლება ეტაპობრივად დაემატოს, შეიცვალოს ან შეწყდეს. ზოგი მათგანი საცდელ რეჟიმშია და ასე აღინიშნება.

03 / AI

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი შინაარსი

AI შეიძლება შეცდეს

შეჯამებები, ბოტის პასუხები, ფაქტების შემოწმება, პოლარიზაციის ინდექსი, ციტატების რიტორიკის ქულა, „თქვა მაშინ / თქვა ახლა“ წყვილები, „ვინ სდუმს?“ გვერდის შეფასებები, ინტერვიუს კითხვები, AI ვიდეოები, ასევე უცხოენოვანი ნიუსებისა და ჰოროსკოპის თარგმანი მზადდება ხელოვნური ინტელექტის მონაწილეობით და შეიძლება შეიცავდეს უზუსტობას ან შეცდომას. ასეთი შინაარსი აღინიშნება. მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადაამოწმე პირველწყაროში, რომლის ბმულსაც ყოველთვის ვუთითებთ.

შეფასება და არა განაჩენი

პოლარიზაციის ინდექსი და ფაქტების შემოწმება ზომავს, რამდენად განსხვავებულად აშუქებენ მედიები და მხარეები მოვლენას, და რამდენად დასტურდება კონკრეტული მტკიცება ხელმისაწვდომ წყაროებში. ისინი არ ადგენს, რომელი მხარეა მართალი, და არ არის იურიდიული, სამედიცინო, ფინანსური ან სხვა პროფესიული რჩევა. ციტატის რიტორიკის ქულა აფასებს კონკრეტულ ციტატაში გამოყენებულ ენას და არა ადამიანს. თუ ციტატა შეცდომით არის მიწერილი, მოგვწერე: [email protected].

AI-ით შექმნილ ვიდეოებში რეალური ადამიანები არ ანიმირდება; საჯარო პირების ფოტოები გამოიყენება უცვლელად, ხოლო გენერირებული კადრები ინიშნება წარწერით „AI ილუსტრაცია“. ბოტთან საუბარში ნუ გაამჟღავნებ სხვის პერსონალურ მონაცემებს და ნუ გამოიყენებ მას უკანონო შინაარსის შესაქმნელად.

04 / წყაროები

სხვა მედიის მასალები

პირველწყარო ყოველთვის ჩანს

სხვა მედიიდან მიღებულ მასალას ვაქვეყნებთ წყაროს სახელითა და ბმულით. სრული ტექსტის კითხვისთვის გადადიხარ პირველწყაროს საიტზე. ამ მასალების შინაარსსა და სიზუსტეზე პასუხისმგებელია მათი გამომცემელი; ჩვენ ვპასუხობთ შერჩევასა და საკუთარ შეჯამებაზე.

ძველი news.ge-ის არქივი

ძველი საიტის მასალები არქივში ქვეყნდება ისე, როგორც თავდაპირველად გამოქვეყნდა, ორიგინალი თარიღით. ისინი ასახავს გამოქვეყნების დროის მდგომარეობას, არ განახლდება და მათ AI არ ამუშავებს. თუ არქივის მასალა შენს უფლებებს ეხება, მოგვწერე [email protected]-ზე და მიუთითე ბმული.

თუ მედია ან ავტორი თვლის, რომ მისი მასალა არასწორად ან უფლების დარღვევით არის გამოყენებული, მოგვწერე [email protected]-ზე სათაურით „საავტორო უფლება“ და მიუთითე მასალის ბმული. მოთხოვნას განვიხილავთ გონივრულ ვადაში და საჭიროების შემთხვევაში შევცვლით ან მოვხსნით მასალას.

ჰოროსკოპი და „სერვისები“

დღის ჰოროსკოპი ქვეყნდება საიტ ignio.com-ის მასალით, წყაროს ბმულით. ტექსტს რუსულიდან ქართულად AI თარგმნის და რედაქცია მას არ ამოწმებს. ჰოროსკოპი გასართობი მასალაა და არ არის რჩევა. „გამართლდა?“ ღილაკით მკითხველები საკუთარ შეფასებას ტოვებენ; ინფოგრაფიკა მხოლოდ მათ პასუხებს აჯამებს და პროგნოზის სიზუსტეს არ ამოწმებს. „სერვისების“ მონაცემები — ვალუტის კურსი, საწვავის ფასები, ამინდი, ჰაერის ხარისხი, გათიშვები, გზები, მიწისძვრები, ფრენები და პარლამენტის კენჭისყრა — ოფიციალური წყაროებიდან ავტომატურად მოდის; წყარო თითოეულ ბლოკთან არის მითითებული. გადაწყვეტილების მიღებამდე ზუსტი მონაცემი წყაროში გადაამოწმე. აფიშის კინოსეანსები ავტომატურად მოდის Cavea-ს საიტიდან; ბილეთი იქ იყიდება.

06 / მონაწილეობა

შენ მიერ შექმნილი შინაარსი

დისკუსია, გამოკითხვები, სახალხო ამბები

შენ პასუხისმგებელი ხარ იმაზე, რასაც წერ, ამბობ ან ატვირთავ. გამოიყენე ფსევდონიმი, რომელიც სხვას არ ბაძავს; ნუ გამოაქვეყნებ სხვის პერსონალურ მონაცემებს მისი თანხმობის გარეშე.

დაუშვებელია: სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია, მუქარა, შევიწროება, ძალადობისკენ მოწოდება, ცილისწამება, განზრახ ყალბი ინფორმაცია, სპამი, რეკლამა ნებართვის გარეშე, სხვა პირად წარდგენა და ნებისმიერი უკანონო შინაარსი.

„სახალხო ამბებში“ გამოგზავნილი მასალა ავტომატურად არ ქვეყნდება — რედაქცია ამოწმებს და წყვეტს, გამოაქვეყნოს თუ არა. მასალის გამოგზავნით ადასტურებ, რომ გაქვს მისი გაზიარების უფლება, და ანიჭებ news.ge-ს არაექსკლუზიურ, უსასყიდლო უფლებას, გამოაქვეყნოს იგი საიტსა და news.ge-ის სოციალურ ქსელებში, შეამოკლოს, გაშიფროს ტექსტად, თარგმნოს და შეინახოს არქივში. ავტორის სახელი ქვეყნდება მხოლოდ შენი სურვილით.

პირდაპირი ეთერი

რედაქციამ შეიძლება ეთერისთვის ნომრის ზარით დადასტურება მოითხოვოს. გადაეცი მხოლოდ ის, რისი გადაღების უფლებაც გაქვს. ნუ გადაიღებ ადამიანებს მათ საცხოვრებელში ან სხვა პირად სივრცეში თანხმობის გარეშე, დაშავებულებს ახლო ხედით, ბავშვებს მშობლის თანხმობის გარეშე და სხვის პირად მონაცემებს. ნუ ჩაიგდებ თავს საფრთხეში და ნუ გადასცემ ეთერს მანქანის მართვისას. ეთერი საიტზე და News.Ge-ს ფეისბუკ გვერდზე რედაქტორის გადაწყვეტილებით ჩნდება; თუ რედაქციას ფეისბუკზე ავტომატური გაშვება ჩართული აქვს, ეთერი იქ დაწყებისთანავე გადის (ამას ეთერის დაწყებისას თანხმობის ტექსტში ნახავ). რედაქტორს შეუძლია ის საიტზე არ აჩვენოს, ნებისმიერ დროს საიტიდან ან ფეისბუკიდან მოხსნას ან შეწყვიტოს, ხოლო წესების დარღვევისას ავტორი დაბლოკოს. ეთერის დაწყებით ადასტურებ, რომ ეთანხმები ვიდეოსა და შენი სახელის ჩვენებას, და ანიჭებ news.ge-ს არაექსკლუზიურ, უსასყიდლო უფლებას, აჩვენოს ეთერი პირდაპირ, მათ შორის News.Ge-ს ფეისბუკ გვერდზე, ჩაწეროს იგი, გამოაქვეყნოს ჩანაწერი საიტსა და news.ge-ის სოციალურ ქსელებში, შეამოკლოს და შეინახოს არქივში. ავტორად შენი სახელი მიეთითება.

უფლება გვაქვს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე წავშალოთ ან დავმალოთ წესების დამრღვევი შინაარსი და შევზღუდოთ ან შევაჩეროთ მონაწილეობა. მოდერაციის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეგიძლია [email protected]-ზე.

07 / მთავრობა

„აირჩიე შენი მთავრობა“, გამოკითხვები და პროფილი

ეს სიმულაციაა

„აირჩიე შენი მთავრობა“ და გამოკითხვები ასახავს მხოლოდ მონაწილეთა არჩევანს. ისინი არ არის ოფიციალური არჩევნები, რეფერენდუმი ან საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითი კვლევა და მათ იურიდიული ძალა არ აქვს.

ერთ ადამიანს ხმის მიცემა მხოლოდ საკუთარი passkey-ით შეუძლია. აკრძალულია ხმების ავტომატიზაცია, რამდენიმე ანგარიშის შექმნა ან შედეგების სხვაგვარი მანიპულირება. ასეთ შემთხვევაში ხმებს ვაუქმებთ და პროფილის მონაწილეობას ვაჩერებთ. მკითხველის ქულები და ბეჯი ასახავს მხოლოდ აქტივობას; ისინი არ ადასტურებს ვინაობას და არ აქვს ფულადი ღირებულება.

08 / საჯარო პირები

დებატები, ინტერვიუები, ზარები და Facebook

მონაწილეობა მოწვევითა და თანხმობით

AI ინტერვიუებში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის მოწვევით. ვიდეოდებატებში რეგისტრაცია შეუძლიათ news.ge-ის პერსონების ბაზაში არსებულ პირებს: ნომერი SMS-ით ან ზარით მიღებული კოდით დასტურდება, ხოლო თუ ის ბაზაში შენახულს არ ემთხვევა, განაცხადს რედაქცია ამოწმებს. რეგისტრაციით ადასტურებ, რომ პროფილი შენია. სხვის სახელით რეგისტრაცია აკრძალულია. მონაწილე წინასწარ ეცნობა ფორმატს და ადასტურებს თანხმობას ჩაწერასა და გამოქვეყნებაზე. ჩანაწერი, ტრანსკრიპტი და მათი მონტაჟირებული ვერსია შეიძლება გამოქვეყნდეს news.ge-სა და მის სოციალურ ქსელებში ამ თანხმობის ფარგლებში. დებატს შეიძლება წარმართავდეს AI მოდერატორი, რომელიც იცავს რეგლამენტს.

დებატის მონაწილეს შეუძლია სხვა მონაწილის გამოწვევა თემითა და თავისუფალი დროით. გამოწვეულს პასუხისთვის განსაზღვრული ვადა აქვს: შეუძლია დათანხმდეს, უარი თქვას ან სხვა დრო შესთავაზოს; დებატი მხოლოდ ორივე მხარის თანხმობით იგეგმება. გამოწვევის მიღება შეგიძლია „ჩემს სივრცეში“ გამორთო. რედაქციას შეუძლია დებატი გადადოს ან გააუქმოს.

შესვლის პირადი ბმული და SMS-ით მიღებული ან ზარით ნაკარნახევი კოდი მხოლოდ შენთვისაა — ნუ გადასცემ სხვას; news.ge კოდს არასდროს გკითხავს. რედაქციამ შეიძლება დაგირეკოს ან მოგწეროს მოწვევის, შეხსენების ან შეტყობინების მიზნით; ზარი შეიძლება ხორციელდებოდეს ხმოვანი AI ასისტენტით, რაც ზარის დასაწყისშივე გეცნობება. შეხსენების ზარს დებატების „ჩემს სივრცეში“ გამორთავ, ნებისმიერი სხვა კომუნიკაციის შეწყვეტა კი შეგიძლია [email protected]-ზე მოთხოვნით.

თუ საჯარო პირი თავის Facebook ანგარიშს ან გვერდს აკავშირებს, ეს ნებაყოფლობითია და ნებისმიერ დროს შეიძლება გაითიშოს. ვაჩვენებთ მხოლოდ საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტებს — დეტალები კონფიდენციალურობის პოლიტიკაშია.

09 / რეკლამა

რეკლამა და სპონსორობა

სარეკლამო მასალა ყოველთვის მოინიშნება

სპონსორობით ან ანაზღაურებით მომზადებული მასალა მკაფიოდ აღინიშნება და რედაქციული მასალისგან განირჩევა. რეკლამა არ მოქმედებს სარედაქციო გადაწყვეტილებებზე, დღის თემის შერჩევაზე და ინდექსებზე.

სპონსორის AI ავატარი რეკლამაა: ის მკითხველს ესაუბრება დამკვეთის მიერ მოწოდებული ინფორმაციით და, თუ დამკვეთმა საკუთარი სისტემა დააკავშირა, იქიდან მიღებული მონაცემებით. ავატარი news.ge-ის რედაქციის სახელით არ საუბრობს და მისი პასუხი სარედაქციო შეფასება არ არის; ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია დამკვეთი. AI შეიძლება შეცდეს, ამიტომ ფასი, პირობები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები კომპანიასთან გადაამოწმე.

სარეკლამო განთავსების პირობები, ფასი და ვადები განისაზღვრება ცალკე შეთანხმებით. რეკლამის შინაარსის კანონიერებაზე პასუხისმგებელია დამკვეთი. უფლება გვაქვს, უარი ვთქვათ განთავსებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, ამ პირობებს ან სარედაქციო პრინციპებს.

10 / აკრძალულია

რას ვერ გააკეთებ საიტზე

ტექნიკური წესები

აკრძალულია: საიტის ან მისი სერვისების გატეხვის, გადატვირთვის ან დაცვის მექანიზმების (მათ შორის Cloudflare Turnstile-ის) გვერდის ავლის მცდელობა; ბოტებით ან სკრიპტებით შინაარსის მასობრივი შეგროვება; ხმის მიცემის, რეაქციების ან საჩივრების ავტომატიზაცია; სხვისი ანგარიშის, passkey-ის, შესვლის ბმულის ან კოდის გამოყენება; ზარების განზრახ ბოროტად გამოწვევა; მავნე კოდის გავრცელება.

11 / გარე სერვისები

გარე საიტები და პლატფორმები

news.ge შეიცავს ბმულებს სხვა საიტებზე და ჩაშენებულ შინაარსს (მაგ. Facebook პოსტები, ვიდეოები). news.ge-ის ვიდეოები და პოსტები ქვეყნდება Facebook-ზე, TikTok-ზე და სხვა პლატფორმებზე. ამ პლატფორმებზე მოქმედებს მათი წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა; მათ შინაარსსა და მუშაობაზე ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ.

12 / პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ვცდილობთ, საიტი იყოს ზუსტი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი, თუმცა ვერ გპირდებით მის უწყვეტ, უშეცდომო მუშაობას. მომსახურება მოწოდებულია „როგორც არის“. კანონით დაშვებულ ფარგლებში არ ვაგებთ პასუხს ზიანზე, რომელიც გამოწვეულია საიტის შინაარსზე — მათ შორის სხვა მედიის მასალებსა და AI-ის მიერ შექმნილ შინაარსზე — დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებით, ან საიტის დროებითი მიუწვდომლობით.

ეს შეზღუდვა არ ვრცელდება განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებულ ზიანზე და იმ შემთხვევებზე, სადაც საქართველოს კანონმდებლობა პასუხისმგებლობის შეზღუდვას არ უშვებს.

13 / ცვლილებები

ცვლილებები და მარეგულირებელი სამართალი

პირობები შეიძლება განახლდეს. ცვლილებას ამ გვერდზე გამოვაქვეყნებთ და შევცვლით განახლების თარიღს; მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ საიტზე წინასწარ გაცნობებთ. განახლების შემდეგ საიტით სარგებლობა ნიშნავს, რომ ეთანხმები ახალ რედაქციას.

პირობებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. დავას ჯერ მოლაპარაკებით შევეცდებით მოგვარებას; შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ქართულ და ინგლისურ ვერსიებს შორის შეუსაბამობისას უპირატესობა აქვს ქართულ ტექსტს.

14 / ENGLISH

Terms of Service (English)

news.ge is operated by News.ge Media LLC (შპს ნიუსჯი მედია), “we”, identification code 405218731, registered address: 49 Vazha-Pshavela Avenue, Building 15, Apt. 25, Saburtalo District, Tbilisi, Georgia. Contact: [email protected]. Last updated: 25 October 2026. These terms cover the news.ge website, all of its features and news.ge’s official social media accounts. By using the site you agree to them. How we process personal data is described in our privacy policy. If the Georgian and English versions differ, the Georgian text prevails.

The service

Reading news requires no account. news.ge brings together news from Georgian media (headline, short excerpt or AI-generated summary and a link to the original source) and our own editorial content; the daily news timeline; the archive of the old news.ge site; the “topic of the day” with two perspectives and a polarisation index; an AI fact-checker; pages for people and organisations and analysis of their statements; the “quote of the day” and “said then / says now”; the “who is silent?” page showing stories one camp’s media did not cover; text and voice conversations with an AI assistant (including an avatar mode); AI interviews and video debates; citizen voice stories (once published, part of the general news feed under the source “სახალხო”), readers’ live broadcasts from a phone (live on the News.Ge Facebook Page if the editors decide so; shown on the homepage and, if recorded, in the news feed under the source “პირდაპირი ეთერი” only if an editor decides so), reactions to news, the site chat, polls, the “choose your government” simulation and a reader profile; the “services” page (the National Bank’s official exchange rates, fuel prices, weather and water and power outages) and a daily horoscope with readers’ ratings; advertising and sponsorship formats, including the sponsor AI avatar; and news.ge videos and posts on social media. Features may be added, changed or discontinued; experimental features are labelled. Features that store your content or choices (discussion, polls, citizen news, live broadcasts, “choose your government”) are for people aged 16 or over, or younger with a parent’s or guardian’s consent.

AI-generated content

Summaries, assistant answers, fact-checks, the polarisation index, quote rhetoric scores, “said then / says now” pairs, “who is silent?” verdicts, interview questions, AI videos and the translations of foreign-language news and of the horoscope are produced with artificial intelligence and may contain inaccuracies or errors; such content is labelled. Verify important information in the original source, which we always link. The index and fact-checks measure how differently media and parties cover an event and how far a claim is supported by available sources; they do not decide who is right and are not legal, medical, financial or other professional advice. A quote’s rhetoric score rates the language of that quote, not the person; report a misattributed quote to [email protected]. Our AI videos never animate real people; photos of public figures are shown unaltered and generated footage is labelled “AI ილუსტრაცია” (AI illustration). Do not share other people’s personal data with the assistant or use it to create unlawful content.

Other media and copyright

Material from other media is always shown with the source’s name and a link; its publisher is responsible for its content, and we are responsible for our selection and our own summaries. The archive of the old news.ge site is published as originally released, with its original dates; it reflects the time of publication, is not updated and is never processed by AI. Rights holders can report a concern to [email protected] with the subject “Copyright” and the link; we review requests within a reasonable time and change or remove material where appropriate. The daily horoscope comes from ignio.com, credited and linked; it is translated from Russian by AI and is not reviewed by the editors. It is entertainment, not advice; readers’ “did it come true?” answers only sum up their own ratings and do not test the forecasts. Data on the services page (exchange rates, fuel prices, weather, outages) come automatically from the official sources named next to each block; check the source before relying on them. Our editorial content, summaries, indices, videos, design and logo belong to News.ge Media LLC or its partners. You may read, save for personal use and share links, and quote briefly with attribution and a link to news.ge. Systematic copying, scraping, commercial republication or use for training AI models requires our written permission.

Your contributions

You are responsible for what you write, say or upload. Use a nickname that does not impersonate anyone, and do not publish other people’s personal data without their consent. Hate speech and discrimination, threats, harassment, incitement to violence, defamation, knowingly false information, spam, unauthorised advertising, impersonation and any unlawful content are not allowed. Citizen news submissions are not published automatically: the editors review them and decide. By submitting, you confirm you have the right to share the material and grant news.ge a non-exclusive, royalty-free licence to publish it on the site and news.ge social media, shorten, transcribe, translate and archive it; your name is published only if you choose. The editors may require you to verify your phone number by a call before broadcasting. Broadcast only what you have the right to film; do not film people in their homes or other private spaces without consent, injured people in close-up, children without a parent’s consent or other people’s personal data; do not put yourself at risk or broadcast while driving. An editor decides whether a broadcast is shown and may take it off, end it or block the broadcaster. By starting a broadcast you agree that your video and name are shown and grant news.ge a non-exclusive, royalty-free licence to show it live, record it, publish the recording on the site and news.ge social media, shorten and archive it; you are credited by name. We may remove or hide content that breaks these rules and restrict or suspend participation without prior notice; you can appeal a moderation decision at [email protected].

“Choose your government”, polls and the reader profile

These reflect only the choices of participants. They are not an official election, a referendum or a representative survey of Georgia’s population and have no legal effect. Each person may vote only with their own passkey; automating votes, creating multiple accounts or otherwise manipulating results is prohibited, and we may void such votes and suspend the profile. Reader points and badges reflect activity only; they do not verify identity and have no monetary value.

Public figures: debates, interviews, calls and Facebook

AI interviews are by editorial invitation only. People in the news.ge persons database can register for video debates: the phone number is confirmed with a code sent by SMS or dictated in a phone call, and if it does not match the stored number the editors review the application. By registering you confirm the profile is yours; registering as someone else is prohibited. Participants may challenge each other with a topic and a free time slot; the invited person has a set time to accept, decline or propose another time, and a debate is scheduled only when both agree. You can stop receiving challenges in “My space”. The editors may postpone or cancel a debate. Participants are told the format in advance and confirm their consent to recording and publication; recordings, transcripts and edited versions may be published on news.ge and its social media within that consent. A debate may be run by an AI moderator that enforces the rules. Personal login links and codes sent by SMS or dictated by phone are for you only; news.ge never asks you for the code. The editors may call or message participants for invitations, reminders or notifications; a call may be made by a voice AI assistant, which is stated at the start of the call. Debate reminder calls can be switched off in “My space”; you can ask us to stop any other communication at [email protected]. Connecting a Facebook account or Page is voluntary and can be revoked at any time; we show only publicly published posts (see the privacy policy).

Advertising

Sponsored and paid content is clearly labelled and kept separate from editorial content. Advertising does not influence editorial decisions, the choice of the topic of the day or the indices. The sponsor AI avatar is advertising: it talks to readers using information supplied by the advertiser and, if connected, data from the advertiser’s own system. It does not speak for the news.ge editors and its answers are not editorial assessments; the advertiser is responsible for their accuracy. AI can make mistakes, so check prices, terms and other important details with the company. Terms, prices and schedules of placements are set in a separate agreement; the advertiser is responsible for the lawfulness of its content. We may refuse placements that conflict with the law, these terms or our editorial principles.

Prohibited use

Do not attempt to hack or overload the site or bypass its protections (including Cloudflare Turnstile), harvest content with bots or scripts, automate votes, reactions or reports, use someone else’s account, passkey, login link or code, deliberately trigger calls to abuse the service, or distribute malicious code.

Third-party services

news.ge links to other sites and embeds third-party content (for example Facebook posts and videos), and publishes its videos and posts on Facebook, TikTok and other platforms. Those platforms’ own terms and privacy policies apply, and we are not responsible for their content or operation.

Liability

We aim to keep the site accurate, secure and available, but cannot guarantee uninterrupted or error-free operation; the service is provided “as is”. To the extent permitted by law we are not liable for loss arising from decisions based on the site’s content, including other media’s material and AI-generated content, or from temporary unavailability. This does not limit liability for intentional or grossly negligent harm or where Georgian law does not allow a limitation.

Changes and governing law

We may update these terms; changes are published on this page with a new date, and significant changes are announced on the site in advance. Continuing to use the site after an update means you accept the new version. These terms are governed by the laws of Georgia. We will first try to resolve any dispute by negotiation; otherwise it will be heard by Tbilisi City Court.