დავითაძის მხარდაჭერისთვის რამდენიმე პატიმარი დეესკალაციის საკანში გადაიყვანეს
რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პროტესტის ნიშნად საგნები გადაყლაპა და საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს, სანამ მისი მხარდამჭერი პატიმრები დეესკალაციის საკნებიდან არ დაბრუნდებიან. დავითაძე ბადრაგს ძალადობაში ადანაშაულებს, ხოლო პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს.

რუსთავის ციხის პატიმრებმა გიორგი დავითაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს, რის შემდეგაც რამდენიმე მათგანი დეესკალაციის საკანში ჩაიყვანეს.
დავითაძე, რომელმაც რამდენიმე მცირე ზომის საგანი გადაყლაპა, საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს მანამ, სანამ მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ.
ამის შესახებ ცნობილი გახდა გუშინ ღამით, სახალხო დამცველის წარმომადგენლის ციხეში შესვლის შემდეგ.
„საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ. გიორგი დავითაძემ რამდენიმე გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე. დავითაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროტესტის ფორმას წარმოადგენს და იგი კლინიკაში გადაყვანას არ დასთანხმდება, ვიდრე მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ“, — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, მათი რწმუნებულები ასევე გაესაუბრნენ იმ პატიმრებს, რომლებმაც გიორგი დავითაძის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
„მათ პროტესტის მიზეზებსა და დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრეს. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი დავითაძის უფლებების დაცვის საკითხის მონიტორინგს“, — აცხადებს ომბუდსმენი.
გიორგი დავითაძის დედამ, ირმა დავითაძემ მადლობა გადაუხადა ყველა პატიმარს, ვინც მის შვილს „გვერდში დაუდგა“.
„პატიმრებმა გიორგის მხარდასაჭერად ხმაური ატეხეს და ამის გამო ისინი დასაჯეს და გადაიყვანეს დეესკალაციაში. ამას აპროტესტებს გიორგი — მანამ არ გადავალ „ვივამედში“, სანამ ისინი არ არ იქნებიან ამოყვანილი თავიანთ კამერებშიო.
მე მინდა მადლობა მოვუხადო ყველა პატიმარს ვინც ესე გვერდში დაუდგა გიორგის. გიორგიც არის ის პიროვნება, რომელიც თავგანწირვით იბრძოლებს თქვენთვის და არაფრით არ გადადის საავადმყოფოში მანამ, სანამ თქვენ არ ამოგიყვანენ დეესკალაციიდან“, — განაცხადა დავითაძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ დღეს, 4 ოქტომბერს 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ, რომელიც ბადრაგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, „გაურკვეველი მცირე საგანი“ გადაყლაპა.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მან ეს გააკეთა ციხის თანამშრომლის თვალწინ, „დემონსტრაციულად“. უწყება აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით მას „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა.
პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.
უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.
დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა 3 ოქტომბერს რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები. ოჯახი ასევე ითხოვს ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომასა და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას. საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ფორმულაპენიტენციური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ დემონსტრაციულად გადაყპალა გაურკვეველი მცირე საგანი
- იმედინიუსისპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი. დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი
- ალია,, გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი“ – რა განცხადებას აქვეუნებს პენიტენციური სამსახური
- TV პირველიპენიტენციური: გიორგი დავითაძემ გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა
- ნეტგაზეთიგიორგი დავითაძემ „გაურკვეველი მცირე საგანი“ გადაყლაპა – პენიტენციური
- რადიო თავისუფლებაპატიმარმა, რომელიც სექსუალურ ძალადობაზე საუბრობდა, გაურკვეველი საგანი გადაყლაპა - პენიტენციური სამსახური
- რუსთავი 2პატიმარ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
- ინტერპრესნიუსიმსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები რუსთავის ციხესთან მივიდნენ
- ინტერპრესნიუსიგიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა - დედის განცხადებით, მსჯავრდებულზე, სავარაუდოდ, ზეწოლა განხორციელდა და უცხო საგანი მან პროტესტის ნიშნად გადაყლაპა
- ტაბულადავითაძემ, რომელიც გაუპატიურებაზე საუბრობდა, "მცირე საგანი" გადაყლაპა – პენიტენციური
- TV პირველიპატიმარი დავითაძე ციხეში რჩება - ოჯახი დახმარებას ითხოვს
- TV პირველიმსჯავრდებული გიორგი დავითაძე "ვივა-მედში" პროტესტის ნიშნად არ გადადის - რას ითხოვს პატიმარი
- რუსთავი 2"სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას, გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა, ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე" - ომბუდსმენის ოფისი
- ფორმულასახალხო დამცველი: დავითაძე თავს კარგად გრძნობს, პროტესტის ნიშნად უარს ამბობს კლინიკაზე
- ტაბულასახალხო დამცველი: დავითაძე თავს კარგად გრძნობს, პროტესტის ნიშნად უარს ამბობს კლინიკაზე
ციტატები სტატიიდან
„პატიმრებმა გიორგის მხარდასაჭერად ხმაური ატეხეს და ამის გამო ისინი დასაჯეს და გადაიყვანეს დეესკალაციაში. ამას აპროტესტებს გიორგი — მანამ არ გადავალ „ვივამედში“, სანამ ისინი არ არ იქნებიან ამოყვანილი თავიანთ კამერებშიო. მე მინდა მადლობა მოვუხადო ყველა პატიმარს ვინც ესე გვერდში დაუდგა გიორგის. გიორგიც არის ის პიროვნება, რომელიც თავგანწირვით იბრძოლებს თქვენთვის და არაფრით არ გადადის საავადმყოფოში მანამ, სანამ თქვენ არ ამოგიყვანენ დეესკალაციიდან“
„საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ. გიორგი დავითაძემ რამდენიმე გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე. დავითაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროტესტის ფორმას წარმოადგენს და იგი კლინიკაში გადაყვანას არ დასთანხმდება, ვიდრე მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ“
„მათ პროტესტის მიზეზებსა და დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრეს. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი დავითაძის უფლებების დაცვის საკითხის მონიტორინგს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…