მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები რუსთავის ციხესთან მივიდნენ
მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა. დედის განცხადებით, მისმა შვილმა საგანი პროტესტის ნიშნად გადაყლაპა. პენიტენციური სამსახურის ცნობით, მსჯავრდებულმა ვიდეოკამერის წინ საგანი დემონსტრაციულად გადაყლაპა და „ვივამედში“ გადაყვანაზე უარი განაცხადა, ოჯახმა კი სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდა.

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა.
როგორც დავითაძის დედამ ირმა დავითაძემ "ფეისბუქ-ლაივში" პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომ მსჯავრდებულმა "დემონსტრაციულად გაურკვეველი ნუვთი" გადაყლაპა, განაცხადა, მისმა შვილმა აღნიშნული "პროტესტის ნიშნად" გააკეთა.
მანამდე ოჯახმა სახალხო დამცველს რეგირებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.
ციტატები სტატიიდან
„პროტესტის ნიშნად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.