ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
პირდაპირი ეთერი · მკითხველისგან

ჩაერთე პირდაპირ ეთერში

გადაიღე ტელეფონით, რაც შენს თვალწინ ხდება, და გადაეცი პირდაპირ news.ge-ს. რედაქტორი ნახავს და საუკეთესო ეთერებს მთავარ გვერდზე აჩვენებს.

იტვირთება…

რა გადასცე

რაც ახლა შენს თვალწინ ხდება და სხვებმაც უნდა ნახონ: აქცია, ხანძარი, საცობი, სტიქია, ქალაქის პრობლემა ან მნიშვნელოვანი მოვლენა შენს უბანში.

როგორ გადაიღო კარგად

ტელეფონი ორივე ხელით და მყარად დაიჭირე. ეცადე, სინათლე ზურგიდან გეცემოდეს, და მიკროფონს ხელი არ აფარო. თუ შეგიძლია, ეთერის დასაწყისში თქვი, სად ხარ და რა ხდება.

რა ხდება ეთერის მერე

შენს ეთერს რედაქტორი პირდაპირ ხედავს. თუ ის მნიშვნელოვანია, რედაქტორი მას news.ge-ის მთავარ გვერდზე აჩვენებს და შეიძლება ჩაწეროს. ჩანაწერი შემდეგ სიახლეებში გამოქვეყნდება, ავტორად შენი სახელით.

რას ვერ ვაჩვენებთ

ძალადობის დეტალებს, დაშავებულ ადამიანებს ახლო ხედით, ბავშვებს მშობლის თანხმობის გარეშე, სხვის პირად მონაცემებს, სიძულვილის ენას და რეკლამას. ასეთ ეთერს რედაქტორი შეწყვეტს.

შენი მონაცემები

ნომერსა და მდებარეობის ზუსტ წერტილს (თუ მდებარეობაზე წვდომას დაუშვებ) მხოლოდ რედაქცია ხედავს; საიტზე მხოლოდ ადგილის სახელი ჩანს. ადგილის სახელს OpenStreetMap-ის მეშვეობით ვადგენთ. ეთერის ვიდეო დროებით ინახება news.ge-ის სერვერზე და ეთერის დასრულებიდან დაახლოებით 1 საათში იშლება; ჩაწერილი ეთერი, თუ რედაქცია მას არ გამოაქვეყნებს, 30 დღეში იშლება. წესების დარღვევისას ნომერი შეიძლება დაიბლოკოს.