პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსამართლე ნადარაია: მე არ ვიცი, რა არის რუსული კანონი

საკონსტიტუციო სასამართლოლელოქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვაზე მოსამართლე რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ არ იცის, რა არის „რუსული კანონი“ და მხარეებს მოუწოდა, კანონები ოფიციალური სახელწოდებით მოიხსენიონ.

მოსამართლე ნადარაია: მე არ ვიცი, რა არის რუსული კანონი
TV პირველი

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვაზე ხმაურია.

მოპასუხემ, "ლელო -ძლიერი საქართველოს" ლიდერმა გიორგი სიორიძემ აქციის კონტექსტში "რუსული კანონის" გასაპროტესტებელი აქცია ახსენა, რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა გააპროტესტა. ამის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს სწორი შენიშვნა იყო, რადგან ასეთ კანონს "რუსულ კანონს" არ იცნობს და მას "გამჭვირვალობის კანონი" ჰქვია.

რევაზ ნადარაია: რაც შეეხება მოსარჩელე მხარის პოზიციას, ასეთ კანონს მეც არ ვიცნობ. ასე რომ კანონები მოიხსენიეთ იმ სახელით, რა სახელითაც არის. გამჭვირვალობის კანონს თუ გულისხმობთ, გამჭვირვალობას თუ გულისხმობთ გამჭვირვალობით მოიხსენიეთ. კანონი მოიხსენიეთ ისე, როგორც არის. სწორი შენიშვნაა, ვფიქრობ მე უნდა მიმეცა ამაზე შენიშვნა, სანამ მხარე ამაზე პროტესტს დააყენებდა. მე არ ვიცნობ, მე არ ვიცი, რა არის რუსული კანონი, ამიტომ სასამართლოსთვისაც გასაგები უნდა იყოს. მოიხსენიეთ ყველა კანონი ისე, როგროც არის ეს ოფიციალურ ენაზე, თქვენი შეფასებები გააკეთეთ გარეთ. სწორი შენოშვნა იყო და სწორი პროტესტი იყოს მხარის.

გიორგი სიორიძე: ბატონი არჩილ გორდულაძე როდესაც გამოვიდა და ტქვა, გამჭვირვალობის ქართული კანონიო, მაშინ მეც ვიტყვი, გამჭვირვალობის რუსული კანონი.

რევაზ ნადარაია: ბატონო გიორგი გამჭვირვალობის კანონი თუ არის, მოიხსენიეთ როგორც გამჭვირვალობის კანონი, თუ სხვა კანონი არის, მოიხსენიეთ ისე, როგორც ეს მას ჰქვია. რას დაუძახებთ გარეთ, ეს თვენი გადასაწყვეტია.

გიორგი სიორიძე: ბატონო მოსამართლევ, ქართული კანონიო თქვეს...

რევაზ ნადარაია: ჯერ ერთი ყველა კანონი არის ქართული.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„რატომ გეცინებათ, წინასწარ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული?!“ – ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვის მე-10 დღეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები