მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შესაძლებლობები სრულად ამოწურა, ქვეყანაში კორუფცია ყვავის, ხელისუფლება არაეკლესიურია და ცდილობს ეკლესიის შერწყმასა…
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკელებმა იკითხეს, მზად არის თუ არა უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარების გასაყვანად.
ამერიკელებმა გვკითხეს, მზად არის თუ არა უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, დონბასიდან ჯარების გასაყვანად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„არაერთხელ მითქვამს: უკრაინა უკან არ დაიხევს და საკუთარ მიწებს ტერორისტებს არ დაუთმობს. ამერიკელებმა იკითხეს: „თუ უკრაინა ნატო-ში შევა, გამოვა თუ არა ის დონბასიდან?“. ეს პირველი შემთხვევაა. ჩვენ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების ზომების კომპლექსურ პაკეტს, რომელიც შესაძლოა მოლაპარაკებების ფარგლებში შემოგვთავაზონ: ნატო-სა და ევროკავშირისგან უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებს, ძლიერ უკრაინულ შეიარაღებულ ძალებსა და აღდგენის გეგმას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თუ პარტნიორები მსგავს უსაფრთხოების ზომებს დაადასტურებენ, მაშინ მზად არის, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ აზრი უკრაინის საზოგადოებას ჰკითხოს.
„თუ მსგავსი წინადადება იქნება, მე, როგორც პრეზიდენტი, საზოგადოებასთან ღია დიალოგში შევალ და ვეტყვი: „აი, ახლა აქ ვართ, აი, როგორ გაერთიანდნენ პარტნიორები და როგორ ხედავენ წინსვლის გზას“. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას არ გულისხმობს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„არაერთხელ მითქვამს: უკრაინა უკან არ დაიხევს და საკუთარ მიწებს ტერორისტებს არ დაუთმობს. ამერიკელებმა იკითხეს: „თუ უკრაინა ნატო-ში შევა, გამოვა თუ არა ის დონბასიდან?“. ეს პირველი შემთხვევაა. ჩვენ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების ზომების კომპლექსურ პაკეტს, რომელიც შესაძლოა მოლაპარაკებების ფარგლებში …“
„თუ მსგავსი წინადადება იქნება, მე, როგორც პრეზიდენტი, საზოგადოებასთან ღია დიალოგში შევალ და ვეტყვი: „აი, ახლა აქ ვართ, აი, როგორ გაერთიანდნენ პარტნიორები და როგორ ხედავენ წინსვლის გზას“. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას არ გულისხმობს“
„არაერთხელ მითქვამს, რომ უკრაინა უკან არ იხევს და თავის ტერიტორიებს ტერორისტებს არ აძლევს. ამერიკელებმა დასვეს კითხვა: „თუ უკრაინა შევა ნატოში, დატოვებს, თუ არა ის დონბასს?“. ეს პირველად მოხდა. ჩვენ პარტნიორებთან უსაფრთხოების ზომების კომპლექსურ პაკეტს განვიხილავთ, რომლის შეთავაზებაც მათ მოლაპარაკებების დროს შეუძლიათ: …“
„არ მაქვს უფლება, რომ გადაწყვეტილება ჩემი შეხედულებით მივიღო. საჭიროა კონკრეტულობა, რომელიც ჯერ არ არის და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაზეა“
„ამერიკელებმა დასვეს კითხვა: 'და თუ უკრაინა იქნება ნატოში, გავა უკრაინა დონბასიდან?' ეს პირველად მოხდა“
„მაგრამ აუცილებელია კონკრეტიკა, რომელიც ახლა არ არის, ყველაფერი განხილვის პროცესშია“
19 ნოემბერს დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, სადაც ბირთვული იარაღის კონტროლსა და ირანის თემას განიხილავენ.
დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება, - ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა მომავალ ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმის ფარგლებში, ქალაქ შენჭენში შედგება.
ეს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება.
თეთრი სახლის ცნობით, ტრამპი შეხვედრაზე ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხს განიხილავს.
„ის მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირების საკითხს განიხილავს, რომლის გავრცელებასაც პრეზიდენტი ტრამპი ძალიან საშიშად თვლის“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ოლივია უელსმა.
ამასთან, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დონალდ ტრამპი ირანში ომის საკითხსაც წამოჭრის, თუმცა უკრაინაში ომის საკითხის განხილვა მოსალოდნელი არ არის.
„ის მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირების საკითხს განიხილავს, რომლის გავრცელებასაც პრეზიდენტი ტრამპი ძალიან საშიშად თვლის“
„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირებაზე ისაუბრებს. პრეზიდენტ ტრამპს მიაჩნია, რომ ბირთვული იარაღის გავრცელება ძალიან სახიფათოა“
„თუ ვადა ამოიწურება, ამოიწუროს. ჩვენ უკეთეს შეთანხმებას მივაღწევთ“
„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ის მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირების საკითხსაც განიხილავს. პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ ბირთვული იარაღის გავრცელება უკიდურესად სახიფათოა“
იტვირთება…