პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

4 ოქტომბრის საქმე და საპროცესო შეთანხმება - მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე ციხეს მალე დატოვებენ, მათთან ერთად დაკავებული პაატა ბურჭულაძე და პაატა მანჯგალაძე კი ისევ პატიმრობაში რჩებიან

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც ციხეს ნოემბერში დატოვებენ. პაატა ბურჭულაძე და პაატა მანჯგალაძე კი პატიმრობაში რჩებიან.

4 ოქტომბრის საქმე და საპროცესო შეთანხმება - მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე ციხეს მალე დატოვებენ, მათთან ერთად დაკავებული პაატა ბურჭულაძე და პაატა მანჯგალაძე კი ისევ პატიმრობაში რჩებიან
რუსთავი 2

აღიარეს, მოინანიეს და საპროცესო შეთანხმების ოქმსაც ხელი მოაწერეს. სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებული მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკვია საპატიმრო დაწესებულების დატოვებისთვის ემზადებიან. საკუთარი სურვილით სახელმწიფო ბრალდებას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თავად მიმართეს. მათი საქმეები ცალკე წარმოებად გამოიყო, დაახლოებით 2 კვირის ვადაში მოსამართლე

იმსჯელებს და საპროცესოს გაფორმების შემთხვევაში პირობითი მსჯავრი 2 წლის ვადით შეეფარდებათ, რეალური სასჯელი კი 1 წლით და ერთი თვით, რაც იმას ნიშნავს, რომ 4-ვე მათგანი პენიტენციურ დაწესებულებას ნოემბრის დასაწყისში დატოვებს.

სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულების მხრიდან დანაშაულის აღიარებამ მმართველი გუნდისთვის კითხვის ნიშნები მოხსნა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების მხრიდან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები მათივე მხრიდან დადასტურებულია.

საპარლამენტო ოპოზიცია მსჯავრდებულების მორალურ პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს. "ნაციონალური მოძრაობა" კი რომელიც 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი და პროტესტის მთავარი ინიციატორი იყო საკუთარი თანაგუნდელების და თანამოაზრეების პოზიციის გამართლებას ცდილობს.

მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე ციხეს მალე დატოვებენ, მათთან ერთად დაკავებული პაატა ბურჭულაძე და პაატა მანჯგალაძე კი ისევ პატიმრობაში რჩებიან. ციხიდან გამოგზავნილ წერილში მანჯგალაძე წერს, რომ აღიარებას არ აპირებს. პაატა ბურჭულაძე კი ჯერ კიდევ სხვა მსჯავრდებულების მხრიდან დანაშაულის მონანიებას ელოდება.

სტრატეგიულ ობიექტზე თავდასხმისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით გასული წლის 4 ოქტომბერს 60 ზე მეტი პირი დააკავეს. 25-მა მათგანმა აღიარებისა და საპროცესო გარიგების მოთხოვნის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 4
  1. TV პირველიოპოზიციურირა პირობით დატოვებენ ციხეს მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე - "პირველებმა" დეტალები გაარკვია
  2. პირველი არხისამთავრობომურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება ორი კვირის ვადაში გაუფორმდებათ
  3. TV პირველიოპოზიციურიპროკურორი ადასტურებს, რომ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას საპროცესო უფორმდებათ
  4. იმედინიუსისამთავრობომურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზოდელავას და ბერიძის გარდა, 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ორ მონაწილეს უფორმდება საპროცესო
  6. რუსთავი 2სამთავრობომურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება ორი კვირის ვადაში გაუფორმდებათ
  7. ალიაოპოზიციურიმურთაზ ზოდელავას და კიდევ 4 პირს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო გაუფორმდება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია - კალაძის პასუხი ცხოველთა უფლებადამცველებსწაიკითხე

უახლესი ამბები