ირაკლი კობახიძე: დიტო სამხარაძე დაცულია საპარლამენტო იმუნიტეტით... საერთოდ არ ვიცი ვინ ვის ემუქრება (ვიდეო)
ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს თორნიკე რაზმაძეზე, რომელიც რამდენიმე დღეა, პროპაგანდისტული მედიისა და გვერდების თავდასხმის სამიზნეა.
ჟურნალისტი: ის მიმართავს უწყებებს გამოძიების მოთხოვნით, თუმცა არავინ გამოხმაურებია. რას უპასუხებთ, ასეთ მუქარაზე უნდა დაიწყოს გამოძიება?
კობახიძე: თუ არის გამოძიების დაწყების საფუძველი, უნდა დაიწყოს - მარტივი პოზიციაა.
ჟურნალისტი: თუ ეს მუქარები „ქართული ოცნების“ მიერ წახალისებული არ არის, მაშინ რატომ არ იწყებთ გამოძიებას?
კობახიძე: თუ არის სამართლებრივი საფუძველი, გამოძიება დაიწყება.
ჟურნალისტი: მას თქვენი გუნდის წევრი, დიტო სამხარაძე ემუქრება.
კობახიძე: დიტო სამხარაძე დაცულია საპარლამენტო იმუნიტეტით.
ჟურნალისტი: ანუ, მას არაფერი ემუქრება?
კობახიძე: მე საერთოდ არ ვიცი, ვინ ვის ემუქრება
„მითების დეტექტორის“ მიერ გადამოწმებული ცნობებით, ბლოგერისა და სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ვიდეოები ვრცელდება.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…