პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ევროპარლამენტარი ბრანდშტეტერი: ვამბობთ, რომ პაატა ბურჭულაძეს არაფერი ცუდი არ გაუკეთებია - მის გათავისუფლებას ვითხოვთ

ქართული ოცნება

ავსტრიელი ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდშტეტერი პაატა ბურჭულაძისა და სხვა პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა დემოკრატიული გზა არ არის.

ევროპარლამენტარი ბრანდშტეტერი: ვამბობთ, რომ პაატა ბურჭულაძეს არაფერი ცუდი არ გაუკეთებია - მის გათავისუფლებას ვითხოვთ
TV პირველი

ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ჰელმუტ ბრანდშტეტერი პაატა ბურჭულაძის და დანარჩენი პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

ბრანდშტეტერი, რომელიც პოლიტიკურ პატიმრებზე რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორია, "ევროსკოპს" ეუბნება რომ, ის როგორც ქართული ოცნება უძღვება ქვეყანას, არ არის დემოკრატიული გზა.

პარლამენტარის თქმით, დეპუტატები დარდობენ ქართველ ხალხზე, მათთვისაც სურთ დემოკრატია და თავისუფლება ისევე, როგორიც ეს ევროპის ქვეყნებშია.

“პაატა ბურჭულაძე ავსტრიის მოქალაქეა, ძალიან ცნობილი მომღერალი… ჩვენ ვამბობთ რომ, მას არაფერი ცუდი არ გაუკეთებია…” - ამბობს ბრანდშტეტერი.

ხვალ, 25 ნოემბერს, ევროპარლამენტში გაიმართება დებატები თემაზე „პაატა ბურჭულაძისა და პოლიტიკური პატიმრების საქმე „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

ევროპარლამენტი ბურჭულაძის საქმეზე ადამიანის უფლებების დარღვევის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საქმეებზე დებატების ფარგლებში იმსჯელებს.

26 ნოემბერს კი შესაბამის რეზოლუციას უყრის კენჭს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - ევროპარლამენტში 25 ნოემბერს დებატები გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები