პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ

საქართველოს პროკურატურა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა — მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკიამ და გური ჟვანიამ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, მათ სასჯელად 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა და პირობითი მსჯავრი განესაზღვრებათ.

მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
იმედინიუსი

მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ, მათ დანაშაულის აღიარეს და მოინანიეს. სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე საპროცესო შეთანხმების დეტალებზე იმსჯელებენ.

ზოდელავას და ბერიძეს 4 ოქტომბრის საქმეზე 7-7- წლიანი სასჯელი აქვთ შეფარდებული. მათ სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებას და ხელში ჩაგდებას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებოდა ბრალდების მხარე.

ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები - გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკია.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ხელი მოეწერება საპროცესო შეთანხმების ოქმებს, რომლის თანახმადაც ლაშა ბერიძე მალე დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. კერძოდ, საპროცესო შეთანხმების თანახმად 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება მას. აქედან 1 წელზე მეტი უკვე მოხდილი აქვს და რამდენიმე კვირაში ლაშა ბერიძე თავისუფალი იქნება.

შეთანხმების გაფორმების წინაპირობა სამართლებრივად არის ბრალდებულის თუმსჯავრდებულისაღიარება. ჩვენ დაახლოებით ერთი თვის წინ წერილობით მივმართეთ პროკურატურას, რომ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო“, - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

მედიასთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა ვაჟა თოდუამაც.

„მსჯავრდებულებმა - მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკიამ და გურიჟვანიამ აღიარეს დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და მოგვმართეს განცხადებით - შეთანხმების დადების თხოვნით. ბრალდების მხარემ განიხილა აღნიშნული განცხადება, დააკმაყოფილა დადღევანდელ სხდომაზე წარმოადგენს შუამდგომლობას მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავდროულად პირობითი მსჯავრი. რაც შეეხება სხვამსჯავრდებულებს, მათ მიმართ ამ ეტაპზე გაგრძელდება საქმის არსებითი განხილვა. თუ ეს ბრალდებულები მოგვმართავენ შეთანხმების დადების თხოვნით, ბუნებრივია, ბრალდების მხარეგანცხადებას განიხილავს“, - განაცხადა პროკურორმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 4
  1. TV პირველიოპოზიციურირა პირობით დატოვებენ ციხეს მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე - "პირველებმა" დეტალები გაარკვია
  2. პირველი არხისამთავრობომურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება ორი კვირის ვადაში გაუფორმდებათ
  3. TV პირველიოპოზიციურიპროკურორი ადასტურებს, რომ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას საპროცესო უფორმდებათ
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზოდელავას და ბერიძის გარდა, 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ორ მონაწილეს უფორმდება საპროცესო
  5. რუსთავი 2სამთავრობომურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება ორი კვირის ვადაში გაუფორმდებათ
  6. ალიაოპოზიციურიმურთაზ ზოდელავას და კიდევ 4 პირს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო გაუფორმდება
  7. რუსთავი 2სამთავრობო4 ოქტომბრის საქმე და საპროცესო შეთანხმება - მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე ციხეს მალე დატოვებენ, მათთან ერთად დაკავებული პაატა ბურჭულაძე და პაატა მანჯგალაძე კი ისევ პატიმრობაში რჩებიან
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ხელი მოეწერება საპროცესო შეთანხმების ოქმებს, რომლის თანახმადაც ლაშა ბერიძე მალე დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. კერძოდ, საპროცესო შეთანხმების თანახმად 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება მას. აქედან 1 წელზე მეტი უკვე მოხდილი აქვს და რამდენიმე კვირაში ლაშა ბერიძე თავისუფალი იქნება. შეთანხმების გაფორმების წინაპირობა სამართლებრივად არის ბრალდებულის თუმსჯავრდებულისაღიარება. ჩვენ დაახლოებით ერთი თვის წინ წერილობით მივმართეთ პროკურატურას, რომ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო“
რამაზ ჩინჩალაძე
„მსჯავრდებულებმა - მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკიამ და გურიჟვანიამ აღიარეს დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და მოგვმართეს განცხადებით - შეთანხმების დადების თხოვნით. ბრალდების მხარემ განიხილა აღნიშნული განცხადება, დააკმაყოფილა დადღევანდელ სხდომაზე წარმოადგენს შუამდგომლობას მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავდროულად პირობითი მსჯავრი. რაც შეეხება სხვამსჯავრდებულებს, მათ მიმართ ამ ეტაპზე გაგრძელდება საქმის არსებითი განხილვა. თუ ეს ბრალდებულები მოგვმართავენ შეთანხმების დადების თხოვნით, ბუნებრივია, ბრალდების მხარეგანცხადებას განიხილავს“
ვაჟა თოდუა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია - კალაძის პასუხი ცხოველთა უფლებადამცველებსწაიკითხე

უახლესი ამბები