რა პირობით დატოვებენ ციხეს მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე - "პირველებმა" დეტალები გაარკვია
"ტვ პირველის" ცნობით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმებით ციხეს ნოემბერში დატოვებენ. პროკურატურა მათთვის 1 წლითა და 1 თვით რეალურ და 3 წლით პირობით სასჯელზე შეთანხმებას დასთანხმდა, რასაც ბრალის აღიარება უდევს საფუძვლად.

"პირველების" ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები, მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე ციხეს საპროცესო შეთანხმებით ნოემბრის დასაწყისში დატოვებენ.
ერთი წელი და ერთი თვე რეალური სასჯელი, სამი წელი კი პირობითი მსჯავრი - "ტვ პირველის" ინფორმაციით, ეს არის ის პირობა, რაზეც პროკურატურა 4 ოქტომბრის შეკრების ორგანიოზატორებს დასთანხმდა.
სხდომა, სადაც საპროცესო გარიგების პირობებზე უნდა შეთანხმდნენ, სააპელაციო სასამართლოში დღეს, 17:00 საათზეა დაანონსებული.
ლაშა ბერიძის ადვოკატის თქმით, სააპელაციო შეთანხმება ბრალდებულს ვინმეზე ხელსიდ ადებით ან რაიმე წინაპირობით არ მოუპოვებია.
სააპელაციო სასამართლოში ლაშა ბერიძის მიმართ და ასევე რამდენიმე მსჯავრდებულის მიმართ გამოეყოფა საქმე და გადაეცემა სხვა მოსამართლეს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების მოტივით. რაც შეეხება კონკეტულ პირობებს, ჯერ-ჯერობით ისევ მიმდინარეობს ბრალდების მხარესთან ზეპირისიტყვიერად მოლაპარაკებებიდ ა ოქმები საპროცესო შეთანხმების თაობაზე ჯერ ხელმოწერილი არ არის. ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ძალიან მალე უნდა დატოვოს ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება.
არანაირი წინაპირობა, არანაირი ხელისდადება სხვა ე.წ. მონაწილეზე, ორგანიზატორზე თუ რიგით წევრზე, მსგავსი არც თეორიულად არც პრაქტიკულად არ ყოფილა, არცერთი სიტყვა არ თქმულა, რომ რაიმეს სანაცვლოდ კეთდება აღნიშნული საპროცესო შეთანხმება. ერთადერთი, სამართლებრივად, საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველია ბრალად წარდგენილი ქმედებსი აღიარება. ყველა საპროცესო შეთანხმება, რაც კი გაორმებულა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ითვალისწინებს პირობით მსჯავრსაც", - აცხადებს ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე.
საპროცესო შეთანხმების თაობაზე ასევე მიმართული აქვთ აქციის კიდევ ორ მონაწილეს - ირაკლი ჩხვირკვიად და გური ჟვანიად. "პირველების" ინფორმაციით, მთავარი საგამოძიებო უწყება მათაც დასთანხმდა საპროცესოზე.
არ არის გამორიცხული, რომ აქციის სხვა მონაწილეებსაც სურდეთ საპროცესო შეთანხმება და ამის შესახებ დღეს სააპელაციო სასამართლოში გააჟღერონ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
რაც შეეხებათ ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას, მათ, 5-5 წლით აქვთ თავისუფლება აღკვეთილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.