პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურორი ადასტურებს, რომ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას საპროცესო უფორმდებათ

საქართველოს პროკურატურათბილისის საქალაქო სასამართლო

პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ: მათ ერთი წლითა და ერთი თვით რეალური სასჯელი განესაზღვრებათ და ციხეს ნოემბერში დატოვებენ.

პროკურორი ადასტურებს, რომ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას საპროცესო უფორმდებათ
TV პირველი

4 ოქტომბრის საქმე - პროკურორი ვაჟა თოდუა ადასტურებს, რომ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას დღეს საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ.

პროკურატურის პირობებია ასეთია - ერთი წელი და ერთი თვე რეალური სასჯელი, ხოლო ორი წელი პირობითი მსჯავრი.

შეთანხმების თანახმად, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები ციხეს ნოემბრის დასაწყისში დატოვებენ.

მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკიამ და გური ჟვანიამ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და მოგვმართეს განცხადებით შეთანხმების დადების თხოვნით. თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრებათ ერთი წლით და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე დროს პირობითი მსჯავრი.

რაც შეეხება სხვა მსჯავრდებულებს, მათ მიმართ ამ ეტაპზე გაგრძელდება საქმის არსებითი განხილვა. (კითხვა - შეტავაზება ძალაში რჩება და მათაც შეიძლება მსგავსი პირობით გაუფორმდეთ საპროცესო?) განხილავს აღნიშნულ განცხადებას ბრალდებსი მხარე და შემდგომში მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ვაჟა თოდუამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

რაც შეეხებათ ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას, მათ, 5-5 წლით აქვთ თავისუფლება აღკვეთილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურირა პირობით დატოვებენ ციხეს მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე - "პირველებმა" დეტალები გაარკვია
  2. პირველი არხისამთავრობომურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება ორი კვირის ვადაში გაუფორმდებათ
  3. იმედინიუსისამთავრობომურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზოდელავას და ბერიძის გარდა, 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ორ მონაწილეს უფორმდება საპროცესო
  5. რუსთავი 2სამთავრობომურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება ორი კვირის ვადაში გაუფორმდებათ
  6. ალიაოპოზიციურიმურთაზ ზოდელავას და კიდევ 4 პირს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო გაუფორმდება
  7. რუსთავი 2სამთავრობო4 ოქტომბრის საქმე და საპროცესო შეთანხმება - მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე ციხეს მალე დატოვებენ, მათთან ერთად დაკავებული პაატა ბურჭულაძე და პაატა მანჯგალაძე კი ისევ პატიმრობაში რჩებიან
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
4 ოქტომბრის საქმე - მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები