მურთაზ ზოდელავას და კიდევ 4 პირს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო გაუფორმდება
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს 1 წლითა და 1 თვით რეალურ პატიმრობას და ისინი საპატიმროს 5 ნოემბერს დატოვებენ.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ 4 პირს: მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. მათი საქმე ძირითად საქმეს გამოეყო და საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად სასამართლო მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გაიმართება.
საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას თქმით, საპროცესო შეთანხმება გულისხმობს რეალურ სასჯელს 1 წლისა და 1 თვის ვადით, ხოლო 2 წლით კი პირობით მსჯავრს. საპროცესოს დამტკიცების შემდეგ, მსჯავრდებულები საპატიმროს 5 ნოემბერს დატოვებენ – ოთხივე მათგანი 2025 წლის 5 ოქტომბერს დააკავეს.
მსჯავრდებულებმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურას განცხადებით თავად მიმართეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიარა პირობით დატოვებენ ციხეს მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე - "პირველებმა" დეტალები გაარკვია
მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება ორი კვირის ვადაში გაუფორმდებათ
პროკურორი ადასტურებს, რომ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას საპროცესო უფორმდებათ
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
ზოდელავას და ბერიძის გარდა, 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ორ მონაწილეს უფორმდება საპროცესო
მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება ორი კვირის ვადაში გაუფორმდებათ
4 ოქტომბრის საქმე და საპროცესო შეთანხმება - მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე ციხეს მალე დატოვებენ, მათთან ერთად დაკავებული პაატა ბურჭულაძე და პაატა მანჯგალაძე კი ისევ პატიმრობაში რჩებიან
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…