პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება ორი კვირის ვადაში გაუფორმდებათ

საქართველოს პროკურატურა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა — მურთაზ ზოდელავამ, გური ჟვანიამ, ირაკლი ჩხვირკვიამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართეს, რასაც სასამართლო უახლოეს ორ კვირაში განიხილავს.

მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება ორი კვირის ვადაში გაუფორმდებათ
რუსთავი 2

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების საქმის განხილვა დასრულდა. ცალკე წარმოებად გამოიყო მურთაზ ზოდელავას, გური ჟვანიას, ირაკლი ჩხვირკვიასა და ლაშა ბერიძის საქმეები.

ძალადობრივი აქციისა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის ორგანიზატორებმა დანაშაული აღიარეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართეს.

მომდევნო პროცესზე მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

როგორც ლაშა ბერიძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ აღნიშნა, კანონის თანახმად, საპროცესო შეთანხმების საფუძველი წარდგენილი ბრალის აღიარებაა. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ახალი მოსამართლე შეთანხმების ოქმებს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

"დღიდან არაუგვიანეს ორ კვირაში ახალი მოსამართლე განიხილავს აღნიშნული შეთანხმების ოქმებს და მიიღებს გადაწყვეტილებას.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი კანონის თანახმად, გახლავთ ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარება. შესაბამისად, რაც იყო წარდგენილი ბრალი, მოხდა მისი აღიარება და ფორმდება საპროცესო შეთანხმება," - განაცხადა ლაშა ბერიძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ.

გური ჟვანიას ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ კი განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარეს თავდაპირველად სხვა პოზიცია ჰქონდა, გავრცელებული კადრებით გამოკვეთილი ძალადობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე ხელმოწერა თვითონ გადაწყვიტა.

"მოაწერა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ხელი აღნიშნულთან დაკავშირებით. პირველ დისტანციაში კი ჰქონდა სხვა პოზიცია, მაგრამ ის კადრები, რაც გამოქვეყნდა მერე ტელევიზიებით, რომ ერთ-ერთს არ ვიცი პოლიციელი იყო თუ მოქალაქე იყო, წიხლს ურტყამდა, ანუ ძალადობის ეპიზოდი გამოიკვეთა, ამდენად ჯანმრთელობის მდგომარეობაც ვერ აქვს კარგად და ეს ძალადობაც იყო გამოკვეთილი, აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა თვითონ, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ხელი მოეწერა," - აღნიშნა გური ჟვანიას ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ.

პროკურატურასთან შეთანხმებით ამავე საქმეზე დაკავებული 60 პირიდან ნახევარზე მეტმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 4
  1. TV პირველიოპოზიციურირა პირობით დატოვებენ ციხეს მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე - "პირველებმა" დეტალები გაარკვია
  2. პირველი არხისამთავრობომურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება ორი კვირის ვადაში გაუფორმდებათ
  3. TV პირველიოპოზიციურიპროკურორი ადასტურებს, რომ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას საპროცესო უფორმდებათ
  4. იმედინიუსისამთავრობომურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზოდელავას და ბერიძის გარდა, 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ორ მონაწილეს უფორმდება საპროცესო
  6. ალიაოპოზიციურიმურთაზ ზოდელავას და კიდევ 4 პირს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო გაუფორმდება
  7. რუსთავი 2სამთავრობო4 ოქტომბრის საქმე და საპროცესო შეთანხმება - მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე ციხეს მალე დატოვებენ, მათთან ერთად დაკავებული პაატა ბურჭულაძე და პაატა მანჯგალაძე კი ისევ პატიმრობაში რჩებიან
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღიდან არაუგვიანეს ორ კვირაში ახალი მოსამართლე განიხილავს აღნიშნული შეთანხმების ოქმებს და მიიღებს გადაწყვეტილებას. საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი კანონის თანახმად, გახლავთ ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარება. შესაბამისად, რაც იყო წარდგენილი ბრალი, მოხდა მისი აღიარება და ფორმდება საპროცესო შეთანხმება,“
რამაზ ჩინჩალაძე
„მოაწერა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ხელი აღნიშნულთან დაკავშირებით. პირველ დისტანციაში კი ჰქონდა სხვა პოზიცია, მაგრამ ის კადრები, რაც გამოქვეყნდა მერე ტელევიზიებით, რომ ერთ-ერთს არ ვიცი პოლიციელი იყო თუ მოქალაქე იყო, წიხლს ურტყამდა, ანუ ძალადობის ეპიზოდი გამოიკვეთა, ამდენად ჯანმრთელობის მდგომარეობაც ვერ აქვს კარგად და ეს ძალადობაც იყო გამოკვეთილი, აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა თვითონ, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ხელი მოეწერა,“
ნათია კორკოტაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩადენილი დანაშაულის აღიარების და მონანიების გათვალისწინებით, ოთხი ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე ციხეს სავარაუდოდ ოთხ ნოემბერს დატოვებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები