ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნებისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ევროკავშირის მომავალი შვიდწლიანი ბიუჯეტი მიუღებელია
ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნებისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას მიერ წარდგენილი ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტი მიუღებელია. ბრატისლავის შეხვედრაზე გააკრიტიკეს უკრაინის დაფინანსების ბიუჯეტზე მიბმა და ქვეყნებისთვის ვალდებულებად ქცევა.

ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნებისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას მიერ წარდგენილი ევროკავშირის მომავალი შვიდწლიანი ბიუჯეტი მიუღებელია.
ბრატისლავაში გამართულ შეხვედრაზე ბიუჯეტის პროექტი ჩეხეთმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა გააკრიტიკეს.
უნგრეთის პრემიერ მინისტრი არ ეთანხმება უკრაინის დაფინანსების შვიდწლიან ბიუჯეტზე მიბმას და კიევის ფინანსური დახმარების წევრი ქვეყნებისთვის ვალდებულებად განსაზღვრას.
„არ ვეთანხმებით უკრაინის დაფინანსების დაკავშირებას ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტთან. სოლიდარობის წინააღმდეგი არ ვარ. სლოვაკეთის, პოლონეთს, ჩეხეთის და ავსტრიის მსგავსად უნგრეთიც სოლიდარულია უკრაინის მიმართ და ცდილობს დახმარება გაუწიოს მას ყველა შესაძლო გზით, თუმცა საკითხის თავს მოხვევა მიუღებელია, იქნება ეს იძულების, მუქარის თუ სავალდებულო პირობის დაწესების გზით, ევროკავშირის იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რომელიც ისედაც უკიდურესად დატვირთულია“, - განაცხადა მადიარმა.
ჩეხეთის პრემიერ მინისტრმა ანდრეი ბაბიშმაც განაცხადა, რომ დოკუმენტზე ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობა მის მიღებას გაართულებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…