პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე1052 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეთენგო თევზაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ომთან დაკავშირებით უკან დაიხია, რაც მისასალმებელია, ახლა ვიდავოთ იმაზე, ხუთ გადატრიალებას აწყობდა ოპოზიცია, თუ ექვსს - კონსტიტუციური სარჩელის ჩამოშლის მკაფიო მაგალითს ვუყურებთ1052 ჩანაწერი · 13 მედია

არჩილ გორდულაძე: მსოფლიოში არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს შემთხვევა, როცა სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ამდენ არჩევნებზე ცდილობდნენ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას

საკონსტიტუციო სასამართლო

არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი მათ მიერ არჩევნებზე კონსტიტუციის უგულებელყოფა და სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმის მცდელობებია.

არჩილ გორდულაძე: მსოფლიოში არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს შემთხვევა, როცა სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ამდენ არჩევნებზე ცდილობდნენ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას
რუსთავი 2

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში არ არსებობს პრაქტიკა, როდესაც სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ამდენ არჩევნებზე ცდილობენ კონსტიტუციური განაწესის უგულებელყოფას.

მისი თქმით, მმართველი გუნდის სარჩელში სწორედ ეს არის ერთ-ერთი საფუძველი აღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.

"მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყნებზე მაქვს საუბარი, სადაც 2016-ის, 2017-ის, 2018-ის, 2020 წლის, 2021 წლის, 2024 წლის, 2025 წლის, ამდენ საერთო საყოველთაო არჩევნებზე, მუნიციპალური იქნება თუ საპარლამენტო არჩევნები, ამდენჯერ სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ცდილობდნენ კონსტიტუციური მთავარი განაწესის, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ამ ყველაფრის უგულებელყოფას, მათ შორის ხალხის არჩევანთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას და ამ გზით ისეთი მოცემულობის შექმნას, რომლითაც შემდეგ გაამართლებდნენ ძალადობრივი გზით სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებას და ადმინისტრაციული შენობების დაკავებას. ამდენჯერ ასეთი რამ რომ მომხდარიყო, არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს. შესაბამისად, მათ შორის, ესეც არის ერთ-ერთი საფუძველი, რაც არის წარმოდგენილი ამ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის თაობაზე“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის უფრო მიზანშეწონილია, ისეთი ოპონენტი გყავდეს, რომელზეც ყველამ ყველაფერი იცის და ჩვენი მხარდაჭერა გაცილებით დიდია, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არ შემოგვაქვს სარჩელი, არამედ იმ ვალდებულებიდან, რომელსაც კონსტიტუცია გვავალდებულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები