პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ხუთ პროფესიულ სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ხუთ პროფესიულ სასწავლებელთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიზანი დევნილებისთვის განათლების ხელმისაწვდომობისა და დასაქმების ხელშეწყობაა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ხუთ პროფესიულ სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რუსთავი 2

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ, ხუთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ სამინისტროსა და მეორე მხრივ, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, კოლეჯ "ახალ ტალღას", კოლეჯ "ფაზისს", "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯსა" და კოლეჯ "მერმისს" შორის შედგა.

"პროფესიული განათლება პრაქტიკული უნარების განვითარებისა და მოთხოვნადი პროფესიების დაუფლების ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ჩვენი მიზანია, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის გავზარდოთ პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, შევუქმნათ მეტი შესაძლებლობა, განივითარონ პროფესიული უნარები და მაქსიმალურად შეძლონ თვითრეალიზება, რაც მათ დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა გიორგი ძაძამიამ.

თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი პირებისთვის გაიზრდება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე წვდომა. სამინისტრო კი უზრუნველყოფს თემატური შეხვედრების ორგანიზებას, არსებული პროგრამებისა და ინიციატივების გაცნობის მიზნით.

შეთანხმება მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხელშეწყობას, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის ხარისხიანი განათლების მიღებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას, რაც დაეხმარება მათ კვალიფიკაციის ამაღლებასა და კარიერულ განვითარებაში.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს, პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას, პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, სტუდენტთა დასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელებასა და საგანმანათლებლო რესურსების ერთობლივ გამოყენებას.

მხარეები თანამშრომლობას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებით გააგრძელებენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძე: ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოში ეკონომიკური წინსვლა რეალობაა, ვხედავთ მორიგ აღიარებას საქართველოში პროფესიული განათლების სფეროს წინსვლისა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდის კუთხითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები