პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება ორი კვირის ვადაში გაუფორმდებათ

თბილისის საქალაქო სასამართლო

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ, რომლის მიხედვითაც ისინი საპატიმროს 5 ნოემბერს დატოვებენ. საპროცესო შეთანხმება ასევე გაუფორმდება კიდევ ორ მსჯავრდებულს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას.

მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება ორი კვირის ვადაში გაუფორმდებათ
პირველი არხი

სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ.

მათი საქმე სასამართლომ ცალკე წარმოებად გამოყო.

მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება ხელმოწერილია და ორი კვირის ვადაში გაფორმდება.

საპროცესო შეთანხმების პირობების მიხედვით, მათ ერთი წელი და ერთი თვე – პატიმრობა, ხოლო ორი წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდებათ.

შესაბამისად, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპატიმრო დაწესებულებას რამენიმე კვირაში, 5 ნოემბერს დატოვებენ.

მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილი თავად გამოთქვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ამასთან, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ორ მსჯავრდებულს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას.

გური ჟვანიას სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი ბრალი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

რაც შეეხება ირაკლი ჩხვირკიას, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა ბრალდება წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 4
  1. TV პირველიოპოზიციურირა პირობით დატოვებენ ციხეს მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე - "პირველებმა" დეტალები გაარკვია
  2. TV პირველიოპოზიციურიპროკურორი ადასტურებს, რომ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას საპროცესო უფორმდებათ
  3. იმედინიუსისამთავრობომურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზოდელავას და ბერიძის გარდა, 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ორ მონაწილეს უფორმდება საპროცესო
  5. რუსთავი 2სამთავრობომურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება ორი კვირის ვადაში გაუფორმდებათ
  6. ალიაოპოზიციურიმურთაზ ზოდელავას და კიდევ 4 პირს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო გაუფორმდება
  7. რუსთავი 2სამთავრობო4 ოქტომბრის საქმე და საპროცესო შეთანხმება - მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე ციხეს მალე დატოვებენ, მათთან ერთად დაკავებული პაატა ბურჭულაძე და პაატა მანჯგალაძე კი ისევ პატიმრობაში რჩებიან
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
4 ოქტომბრის საქმე - ცნობილია კიდევ ვინ მოითხოვს საპროცესო შეთანხმებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები