ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებელთან ინაცვლებს - პატიმრის ოჯახი ეთერს ითხოვს

იუსტიციის სამინისტრო

პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერები და ოჯახი პენიტენციური შენობიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ მსვლელობით მიემართებიან და პირდაპირ ეთერს ითხოვენ. პატიმარმა განაცხადა, რომ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე ბადრაგმა იძალადა, ხოლო პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეომასალა გაავრცელა და ბრალდება უარყო. ოჯახი ციხის უფროსის გადადგომას და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებელთან ინაცვლებს - პატიმრის ოჯახი ეთერს ითხოვს
პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებელთან ინაცვლებს - პატიმრის ოჯახი ეთერს ითხოვსTV პირველი

პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერები პენიტენციურის შენობიდან მსვლელობით საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ მიემართებიან.

პატიმრის ოჯახი ითხოვს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მათ პირდაპირი ეთერი დაუთმოს.

36 წლის გიორგი დავითაძემ პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. კაცმა სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა.

პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.

პატიმრის ოჯახი ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომას და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.