პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ და დავითაძეზე ძალადობის ბრალდებით სრული ვიდეოკადრების გასაჯაროებას ითხოვენ.

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ
ინტერპრესნიუსი

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

ისინი დავითაძეზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ და ითხოვენ, სრულად გასაჯაროვდეს კადრები, სადაც მათივე განმარტებით, მსჯავრდებულზე ძალადობაა ასახული.

გიორგი დავითაძის დედის, ირმა დავითაძის განცხადებით, ბადრაგები, რომლებიც, მისივე თქმით, პატიმრებზე ძალადობენ, უნდა დაისაჯონ.

„მოძალადე ტრაპაიძე თავისი არაკაცი, პატარა კაცებით, რომლებიც შეკრებილი ჰყავს, ძალადობენ პატიმრებზე და ამას არ ვაპატიებ. პასუხი უნდა აგონ ამ ყველაფერზე. 9-წლიანი სისხლიანი ჯალათები ჩაანაცვლეს ამათ და მათი სახელი არის ფეკალიებზე მდევარი მოძალადე ჯალათები. ქათმებიც თქვენ ხართ, არაკაცებიც თქვენ ხართ“,- განაცხადა ირმა დავითაძემ.

რაც შეეხება პენიტენციური დაწესებულების მიერ უკვე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, სადაც უწყების განმარტებით, დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის ყოფნაა ასახული, ირმა დავითაძე ამბობს, რომ ეს კადრები მომხდარს სრულად არ ასახავს.

„2-3 წამიანი კადრი აჩვენეს, იქაც, ვისაც უნდა დაინახოს, რა ხდება იქ, მშვენივრად დაინახავს. ეს 10 ჯალათი შემოეხვია წაქცეულ, საწოლზე გადაყუდებულ გიორგის, გადაუგრიხეს ყველაფერი. ჩანს ხელების მოძრაობებიც, რაც ჩაიდინეს, დანარჩენმა ჯალათებმა კედელი აღუმართეს, რომ ეს კარგად ხილვადი არ ყოფილიყო. მაგის გარდა 5 ფაილია, რუსთავის პროკურატურა ვალდებული იყო ეს ჩემთვის ეჩვენებინა. ზოგ ქოცს არ უნდა ამის დაჯერება და თურმე ჩვენ ასეთი რამ მოვიგონეთ ჩვენს თავზე გაასაჯაროონ კადრები ხმოვანი სახით“,- განაცხადა ირმა დავითაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურირუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო
  2. ალიაოპოზიციურირუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"გასაჯაროვდეს კადრები ბოლომდე, გადადგეს ციხის უფროსი" - გიორგი დავითაძის ახლობლებმა რუსთავის მე-6 ციხესთან...
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გადაყენებული იქნას ტრაპაიძე ჯალათი - გიორგი დავითაძის დედა აპირებს, ბრძოლა სტრასბურგში გააგრძელოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები