ბერა ივანიშვილის სარჩელის ადრესატი რამდენიმე მედია და კონკრეტული პირები იქნებიან – ადვოკატი
ბერა ივანიშვილის ადვოკატი, დავით ასათიანი აცხადებს, რომ მედიასაშუალებებისა და კონკრეტული პირების წინააღმდეგ ცილისწამების საქმეზე სამართლებრივი სარჩელი მზადდება. სარჩელი პასუხი იქნება იმ ბრალდებებზე, რომლებიც ბერა ივანიშვილს კრიმინალურ საქმიანობასთან და დანაშაულებთან აკავშირებს.

„ოცნების“ დამფუძნებლის შვილის, ბერა ივანიშვილის ადვოკატი, დავით ასათიანი ამბობს, რომ ცილისწამებაზე მათი სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედია და კონკრეტული პირები იქნებიან. ეს კომენტარი ადვოკატმა „იმედთან“ გააკეთა.
ასათიანს არ დაუკონკრეტებია ვინ არიან ადამიანები, რომლებიც „ცილისწამებას“ ავრცელებენ და არც ის უთქვამს, როდის იქნება სარჩელი მზად:
„ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში იმ ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია და არის ყალბი და მტკნარი სიცრუე.
ამ ეტაპზე ჩვენ მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები, მონიტორინგს ვუკეთებთ ყველა განცხადებას, რომელიც მასთან დაკავშირებით არის ცილისმწამებლური და გაკეთებულია ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებში თუ სხვადასხვა პირის მხრიდან. როდესაც დავასრულებთ აღნიშნულს, ჩვენ აუცილებლად წარვდგებით სასამართლოს წინაშე და დარწმუნებული ვარ, ბერა დაამტკიცებს, რომ ყოველივე ეს – მისი დაკავშირება გარკვეულ კრიმინალურ საქმიანობასთან, ან და პირდაპირ რომ ვთქვათ, დანაშაულის დაბრალება ადამიანზე, არის სიცრუე, სიყალბე და ცილისწამება“, – თქვა ადვოკატმა დავით ასათიანმა.
დავით ასათიანი 2017-2025 წლებში, 8 წლის განმავლობაში, იკავებდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას.
29 სექტემბერს ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მის მიმართ გაჟღერებულ „თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს“ მოითხოვდა. მისივე თქმით, აღნიშნულში ასათიანი დაეხმარება.
ბერა ივანიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებები და პირები აქტიურად ტირაჟირებენ, თითქოს ე.წ. „ქოლცენტრებს“ მფარველობს, რიგ ადამიანებს მისი მითითებებით აპატიმრებენ, შედის უკანონო გარიგებებში და ა.შ.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ალია„მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს“ – ბერა ივანიშვილი მიმართვას ავრცელებს
- იმედინიუსიბერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი
- რუსთავი 2ბერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი
- TV პირველიბერა ივანიშვილი ჩივილით იმუქრება
- POSTVბერა ივანიშვილი: "სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები,
- ნეტგაზეთიბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ცილისმწამებლებს უჩივლებს
- რადიო თავისუფლებაბერა ივანიშვილი: ცილისწამების გამო სასამართლოს მივმართავ
- ტაბულაჩემ მიმართ გაჟღერებულ ყველა ცილისმწამებლურ ბრალდებაზე სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ - ბერა
- ფორმულაბერა ივანიშვილი მწვავე კრიტიკასა და ბრალდებებს ადვოკატის მეშვეობით პასუხობს
- იმედინიუსიბერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია
- რუსთავი 2ბერა დაამტკიცებს სასამართლოში, რომ ფაქტები, რომელიც გავრცელდა, არის სრული ცილისწამება, მტკნარი სიცრუე. ჩვენ უკვე მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები, რითაც მივმართავთ სასამართლოს - ადვოკატი დავით ასათიანი
- ტაბულასარჩელის ადრესატი იქნება რამდენიმე მედია, კონკრეტული პირები – ბერა ივანიშვილის ადვოკატი
- POSTVბერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: “ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური
ციტატები სტატიიდან
„ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში იმ ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია და არის ყალბი და მტკნარი სიცრუე. ამ ეტაპზე ჩვენ მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები, მონიტორინგს ვუკეთებთ ყველა განცხადებას, რომელიც მასთან დაკავშირებით არის ცილისმწამებლური და გაკეთებულია ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებში თუ სხვადასხვა პირის მხრიდან. როდესაც დავასრულებთ აღნიშნულს, ჩვენ აუცილებლად წარვდგებით სასამართლოს წინაშე და დარწმუნებული ვარ, ბერა დაამტკიცებს, რომ ყოველივე ეს – მისი დაკავშირება გარკვეულ კრიმინალურ საქმიანობასთან, ან და პირდაპირ რომ ვთქვათ, დანაშაულის დაბრალება ადამიანზე, არის სიცრუე, სიყალბე და ცილისწამება“
„თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…