ნიკა გვარამია სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებაზე - სამარცხვინო და ბოროტი გადაწყვეტილება - საპატრიარქოსთან „დალაგების” მიზნით ათასობით ქალს ართმევენ დედობის შესაძლებლობას!
ნიკა გვარამია სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას „სამარცხვინო და ბოროტ გადაწყვეტილებას“ უწოდებს და აცხადებს, რომ საპატრიარქოსთან „დალაგების“ მიზნით ათასობით ქალს დედობის შესაძლებლობას ართმევენ.

სამარცხვინო და ბოროტი გადაწყვეტილება! საპატრიარქოსთან „დალაგების” მიზნით ათასობით ქალს ართმევენ დედობის შესაძლებლობას! - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ.
როგორც გვარამია წერს, ქვეყანაში, სრული დემოგრაფიული კატასტროფაა.
„სამარცხვინო და ბოროტი გადაწყვეტილება! საპატრიარქოსთან „დალაგების” მიზნით ათასობით ქალს ართმევენ დედობის შესაძლებლობას! იმ ქალებს, ვისაც კი არ ეზარება ბავშვის გაჩენა, არამედ არ შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო! რამდენ ქართულ ოჯახს ართმევენ ბედნიერებას! რამდენი ბავშვი აღარ დაიბადება! და ეს ხდება ქვეყანაში, სადაც სრული დემოგრაფიული კატასტროფაა!“- წერს გვარამია.
ინფორმაციისთვის, საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება.
მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…