პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცნობილია რას (არ) ითხოვს ბერა “ფორმულას” და “ტვ პირველს” წინააღმდეგ შეტანილი სარჩელით

ტვ პირველი

ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა. მისი ადვოკატის, დავით ასათიანის განცხადებით, მოსარჩელე გავრცელებული ცნობების უარყოფას მოითხოვს, თუმცა ტელეკომპანიებისგან ფინანსურ კომპენსაციას არ ითხოვს.

ცნობილია რას (არ) ითხოვს ბერა “ფორმულას” და “ტვ პირველს” წინააღმდეგ შეტანილი სარჩელით
ნეტგაზეთი

ბერა ივანიშვილმა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიებს, „ტვ პირველისა“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ უჩივლა.

როგორც “ნეტგაზეთს” ბერას ადვოკატმა დავით ასათიანმა განუცხადა, ივანიშვილი ითხოვს მის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შესაბამისი ფორმით უარყოფას.

ადვოკატის ცნობით, ბერა ივანიშვილი ტელეკომპანიებისაგან ფინანსურ კომპენსაციას არ ითხოვს. ამასთან არ უჩივის კერძო პირებს ანუ ტელეკომპანიების რესპონდენტებს.

“სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომლებიც არის სიცრუეზე დაფუძნებული და არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს. მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. მთლიანად სიუჟეტი არის ვრცელი, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რაც გავრცელებულია ყველანაირი გადამოწმების, ჟურნალისტური გულისხმიერების და მსგავსი საფუძვლების გარეშე, პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის კრიმინალურ გარჩევებთან რაღაც ჰიპოთეზურ კავშირს. სარჩელის დეტალებს უფრო მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას. ბოლო პერიოდია, ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ, გარკვეულწილად სინქრონულად და ხმაშეწყობილად, ვრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაცია სხვადასხვა ტელევიზიის, პოლიტიკოსისა თუ საჯარო ფიგურის მხრიდან. ამას არანაირად არ აქვს გამართლება, რადგან ყველა ადამიანს აქვს პატივი, ღირსება და რეპუტაცია. მოგეხსენებათ, რომ მოსარჩელე არის მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მას არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, მის წინააღმდეგ მაინც ვრცელდება დეფამაციური განცხადებები. მოსარჩელის უფლებაა, ამას დაუპირისპირდეს სამართლებრივად. იმ ადამიანებმა, ვინც ცილისმწამებლური განცხადებები შეგნებულად თუ შეუგნებლად გაავრცელეს, სამოქალაქო სამართლებრივი წესით პასუხი უნდა აგონ“, — განუცხადა ასათიანმა საზმაუს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობობერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
  2. ფორმულაოპოზიციურიბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
  3. POSTVსამთავრობობერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
  4. რუსთავი 2სამთავრობობერა ივანიშვილის ადვოკატი: არანაირი გამართლება არ აქვს ამ ხმაშეწყობილ კამპანიას - ერთადერთი სწორი გზაა, ამასთან სამართლებრივად დაპირისპირება, რათა ცილისმწამებლური განცხადებების გამავრცელებელმა ადამიანებმა პასუხი აგონ სამოქალაქო სამართლებრივი წესით
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა
  6. ალიაოპოზიციურიბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბერა ივანიშვილმა უჩივლა ტელეკომპანიებს "პირველსა" და "ფორმულას"
  8. რუსთავი 2სამთავრობო"დიფ სთეითის" დაკვეთით, ეს მედიასაშუალებები ბერა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელის შესალახად მუშაობდნენ, თუმცა საქართველო სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაა და საჭიროა, ყველამ აგოს სამართლებრივი პასუხი - ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის სარჩელზე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები