ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა დავით ასათიანმა ტელეკომპანიების, „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოსარჩელე მხარე მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად გამოცხადებასა და უარყოფას ითხოვს.

ბერა ივანიშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე ითხოვს „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ უარყონ დეზინფორმაცია და სამართლებრივი გზით აგონ პასუხი გავრცელებულ ბრალდებებზე, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს.
ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა დავით ასათიანმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.
როგორც უფლებადამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პირს დანაშაულს აბრალებენ, მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი დავა დაიწყოს.
„სარჩელის მოპასუხენი არიან ტელეკომპანიები, შპს „TVპირველი“ და შპს „ფორმულა“. სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომელიც არის სიცრუეზე დაფუძნებული, არანაირი კავშირი რეალობასთან არ გააჩნია და მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმებით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რომელიც გავრცელებულია ყოველგვარი გადამოწმების გარეშე და პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის [ბერას] კრიმინალურ დაჯგუფებასთან ჰიპოთეტურ კავშირს და ა.შ. სარჩელის დეტალებს მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას. ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია სინქრონულად ვრცელდება სხვადასხვა ტელევიზიის, საჯარო ფიგურების, პოლიტიკოსების მხრიდან და ამას არ აქვს გამართლება. მოსარჩელე არის მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს“, - აღნიშნა ადვოკატმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ცნობილია რას (არ) ითხოვს ბერა “ფორმულას” და “ტვ პირველს” წინააღმდეგ შეტანილი სარჩელით
ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ბერა ივანიშვილის ადვოკატი: არანაირი გამართლება არ აქვს ამ ხმაშეწყობილ კამპანიას - ერთადერთი სწორი გზაა, ამასთან სამართლებრივად დაპირისპირება, რათა ცილისმწამებლური განცხადებების გამავრცელებელმა ადამიანებმა პასუხი აგონ სამოქალაქო სამართლებრივი წესით
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა
ბერა ივანიშვილმა უჩივლა ტელეკომპანიებს "პირველსა" და "ფორმულას"
ციტატები სტატიიდან
„სარჩელის მოპასუხენი არიან ტელეკომპანიები, შპს „TVპირველი“ და შპს „ფორმულა“. სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომელიც არის სიცრუეზე დაფუძნებული, არანაირი კავშირი რეალობასთან არ გააჩნია და მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმებით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რომელიც გავრცელებულია ყოველგვარი გადამოწმების გარეშე და პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის [ბერას] კრიმინალურ დაჯგუფებასთან ჰიპოთეტურ კავშირს და ა.შ. სარჩელის დეტალებს მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას. ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია სინქრონულად ვრცელდება სხვადასხვა ტელევიზიის, საჯარო ფიგურების, პოლიტიკოსების მხრიდან და ამას არ აქვს გამართლება. მოსარჩელე არის მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…