ბერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: “ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური
ბერა ივანიშვილის ადვოკატის, დავით ასათიანის განცხადებით, ბერა ივანიშვილი მის წინააღმდეგ გავრცელებულ ცილისწამებასა და ბრალდებებს სასამართლოში სამართლებრივი გზით უპასუხებს. სარჩელი შეეხება რამდენიმე მედიასაშუალებასა და კონკრეტულ პირებს.

“ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს”, – განუცხადა ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა „ქრონიკას“.
„ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია და არის ყალბი და მტკნარი სიცრუე.
ამ ეტაპზე ჩვენ მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები; მონიტორინგს ვუკეთებთ ყველა განცხადებას, რომელიც მასთან დაკავშირებით არის ცილისმწამებლური და ბოლო პერიოდში გაკეთებულია მედიასაშუალებებში თუ სხვადასხვა პირის მხრიდან.
როდესაც დავასრულებთ აღნიშნულს, ჩვენ აუცილებლად წარვდგებით სასამართლოს წინაშე და დარწმუნებული ვარ, ბერა დაამტკიცებს, რომ ყოველივე ეს – მისი დაკავშირება გარკვეულ კრიმინალურ საქმიანობასთან, პირდაპირ რომ ვთქვათ, ადამიანისთვის დანაშაულის დაბრალება, არის სიცრუე, სიყალბე და ცილისწამება“, – განაცხადა ბერა ივანიშვილის ადვოკატმა.
ცნოვისთვის: ბერა ივანიშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვრის უპასუხოდ დატოვება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა, შესაბამისი ზომებისთვის მიემართა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ალია„მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს“ – ბერა ივანიშვილი მიმართვას ავრცელებს
- იმედინიუსიბერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი
- რუსთავი 2ბერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი
- TV პირველიბერა ივანიშვილი ჩივილით იმუქრება
- POSTVბერა ივანიშვილი: "სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები,
- ნეტგაზეთიბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ცილისმწამებლებს უჩივლებს
- რადიო თავისუფლებაბერა ივანიშვილი: ცილისწამების გამო სასამართლოს მივმართავ
- ტაბულაჩემ მიმართ გაჟღერებულ ყველა ცილისმწამებლურ ბრალდებაზე სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ - ბერა
- ფორმულაბერა ივანიშვილი მწვავე კრიტიკასა და ბრალდებებს ადვოკატის მეშვეობით პასუხობს
- იმედინიუსიბერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია
- რუსთავი 2ბერა დაამტკიცებს სასამართლოში, რომ ფაქტები, რომელიც გავრცელდა, არის სრული ცილისწამება, მტკნარი სიცრუე. ჩვენ უკვე მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები, რითაც მივმართავთ სასამართლოს - ადვოკატი დავით ასათიანი
- ტაბულასარჩელის ადრესატი იქნება რამდენიმე მედია, კონკრეტული პირები – ბერა ივანიშვილის ადვოკატი
- ნეტგაზეთიბერა ივანიშვილის სარჩელის ადრესატი რამდენიმე მედია და კონკრეტული პირები იქნებიან – ადვოკატი
ციტატები სტატიიდან
„ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს“
„ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია და არის ყალბი და მტკნარი სიცრუე. ამ ეტაპზე ჩვენ მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები; მონიტორინგს ვუკეთებთ ყველა განცხადებას, რომელიც მასთან დაკავშირებით არის ცილისმწამებლური და ბოლო პერიოდში გაკეთებულია მედიასაშუალებებში თუ სხვადასხვა პირის მხრიდან. როდესაც დავასრულებთ აღნიშნულს, ჩვენ აუცილებლად წარვდგებით სასამართლოს წინაშე და დარწმუნებული ვარ, ბერა დაამტკიცებს, რომ ყოველივე ეს – მისი დაკავშირება გარკვეულ კრიმინალურ საქმიანობასთან, პირდაპირ რომ ვთქვათ, ადამიანისთვის დანაშაულის დაბრალება, არის სიცრუე, სიყალბე და ცილისწამება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…