პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბერა ივანიშვილი ჩივილით იმუქრება

ქართული ოცნება

ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში მედიასა და სოციალურ ქსელებში მის წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას ეხმიანება და სასამართლოში ჩივილით იმუქრება. მისი თქმით, მის ინტერესებს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე დავით ასათიანი დაიცავს.

ბერა ივანიშვილი ჩივილით იმუქრება
TV პირველი

ბერა ივანიშვილი ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც მის მიმართ "ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებას" გააჟღერებს - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში წერს.

როგოც ბერა აცხადებს, მის უფლებებს სასამართლოში ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, დავით ასათიანი დაიცავს.

"მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი" - წერს "ოცნების" დამფუძნებლის შვილი.

მოგესალმებით,

საზოგადოება უკვე წლებია თვალს ადევნებს კონკრეტული ძალების მხრიდან მადისკრედიტებელ და ცილისმწამებლურ კამპანიას ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, პერიოდულად მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს, თუმცა, ბოლო პერიოდში, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მიმაჩნდა, რომ ასეთ აბსურდზე დროის დახარჯვა და რაიმე სერიოზული პასუხის გაცემა არ ღირდა, თუმცა, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები, რომლებიც კარგად დაგეგმილი, კოორდინირებული კამპანიის ნაწილია, ჩემი მხრიდან რეაგირების გარეშე ვეღარ დარჩება. დავრწმუნდი, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარის უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა.

სწორედ ამიტომ მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივმართე ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს, საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალს, დავით ასათიანს, რომლის დახმარებითაც, ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ.

მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებები და ასევე კონკრეტული პირები აქტიურად ტირაჟირებენ, თითქოს ე.წ. “ქოლცენტრებს” ვმფარველობ, რიგ ადამიანებს ჩემი მითითებებით აპატიმრებენ, შევდივარ უკანონო გარიგებებში და ა.შ. მსგავს საკითხებზე მხოლოდ კითხვის დასმაც კი საკმარისია, რომ ცილისწამების მცდელობის აშკარა ნიშნები გამოიკვეთოს, თუმცა, ზემოთ აღნიშნული სუბიექტები უფრო შორს მიდიან და ინფორმაციას ჩემი ვითომდა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ ისე, რომ ამ აბსურდის დასადასტურებლად ერთი ფაქტიც არავის წარმოუდგენია.

ამის ნაცვლად, მყვირალა სათაურებითა და დამაინტრიგებელი ტექსტებით გაჯერებულ სიუჟეტებში, დამაჯერებლობის ელფერის შესაქმნელად იყენებენ ე.წ. ინკოგნიტო რესპონდენტებს, ბნელ ოთახში ზურგით მსხდომ გაურკვეველი ვინაობის ადამიანებს, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნიათ და გაუგებარ ხმოვან მესიჯებს, რომელთა შინაარსის ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია.

მიმაჩნია, რომ ამ პირობებში სასამართლოსთვის მიმართვა არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიება, არამედ ჩემი ღირსებისა და უფლებების დაცვის გზაა. მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი.

მე მხოლოდ სამართლიანობას და სიმართლის დადგენას ვითხოვ, მათ შორის იმისთვის, რომ მომავალში არც მე და არც სხვას აღარ მოუწიოს მსგავსი უსამართლობის ატანა", - წერს ბერა ივანიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

13 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 7
  1. ალიაოპოზიციური„მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს“ – ბერა ივანიშვილი მიმართვას ავრცელებს
  2. იმედინიუსისამთავრობობერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი
  3. რუსთავი 2სამთავრობობერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი
  4. POSTVსამთავრობობერა ივანიშვილი: "სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები,
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ცილისმწამებლებს უჩივლებს
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბერა ივანიშვილი: ცილისწამების გამო სასამართლოს მივმართავ
  7. ტაბულაოპოზიციურიჩემ მიმართ გაჟღერებულ ყველა ცილისმწამებლურ ბრალდებაზე სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ - ბერა
  8. ფორმულაოპოზიციურიბერა ივანიშვილი მწვავე კრიტიკასა და ბრალდებებს ადვოკატის მეშვეობით პასუხობს
  9. იმედინიუსისამთავრობობერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია
  10. რუსთავი 2სამთავრობობერა დაამტკიცებს სასამართლოში, რომ ფაქტები, რომელიც გავრცელდა, არის სრული ცილისწამება, მტკნარი სიცრუე. ჩვენ უკვე მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები, რითაც მივმართავთ სასამართლოს - ადვოკატი დავით ასათიანი
  11. ტაბულაოპოზიციურისარჩელის ადრესატი იქნება რამდენიმე მედია, კონკრეტული პირები – ბერა ივანიშვილის ადვოკატი
  12. POSTVსამთავრობობერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: “ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური
  13. ნეტგაზეთიოპოზიციურიბერა ივანიშვილის სარჩელის ადრესატი რამდენიმე მედია და კონკრეტული პირები იქნებიან – ადვოკატი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ასათიანი ბერა ივანიშვილის სარჩელში მოყვანილ ფაქტებზე: ეს არის პირდაპირ მტკიცებით ფორმაში ფაქტების გავრცელება, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა და ეს არის ცილისმწამებლური ფაქტები - მათი უარყოფა არის მოსარჩელის სამართლებრივი მიზანი და ინტერესიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები