პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბერა დაამტკიცებს სასამართლოში, რომ ფაქტები, რომელიც გავრცელდა, არის სრული ცილისწამება, მტკნარი სიცრუე. ჩვენ უკვე მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები, რითაც მივმართავთ სასამართლოს - ადვოკატი დავით ასათიანი

ქართული ოცნება

ბერა ივანიშვილი სასამართლო დავას იწყებს მედიასაშუალებებისა და ცალკეული პირების წინააღმდეგ, რომლებიც ავრცელებენ ბრალდებებს მის მიერ ე.წ. ქოლცენტრების მფარველობისა და უკანონო გარიგებების შესახებ. მისი უფლებების დასაცავად ადვოკატმა დავით ასათიანმა უკვე დაიწყო სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება.

ბერა დაამტკიცებს სასამართლოში, რომ ფაქტები, რომელიც გავრცელდა, არის სრული ცილისწამება, მტკნარი სიცრუე. ჩვენ უკვე მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები, რითაც მივმართავთ სასამართლოს - ადვოკატი დავით ასათიანი
რუსთავი 2

ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ უპასუხოდ აღარ დატოვებს მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას და დეზინფორმაციას, რომელსაც სხვადასხვა მედიით და სოციალური ქსელებით ავრცელებენ.

ბერა ივანიშვილს სასამართლოში სარჩელი შეაქვს კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ. როგორც თავად წერს, ავრცელებენ ცილისმწამებლურ ბრალდებებს თითქოს ის ე.წ. ქოლცენტრებს მფარველობს, უკანონო გარიგებებში შედის და მისი მითითებით ადამიანებს აპატიმრებენ.

ბერა ივანიშვილი აცხადებს, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარის უპასუხოდ დატოვება წამახალისებელ ფაქტორად იქცა და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა შესაბამისი ზომებისთვის მიემართა.

ივანიშვილის თქმით, მისი ოჯახის მიმართ წლებია კოორდინირებული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს. იმის გამო რომ არც მას და არც სხვას აღარ მოუწიოს მსგავსი უსამართლობის ატანა მან უკვე მიმართა ადვოკატს. ბერა ივანიშვილის უფლებებს დავით ასათიანი დაიცავს.

"ადამიანის პირადი ღირსება, მისი საქმიანი რეპუტაცია, მისი კარგი რეპუტაცია ისეთი ხელშეუვალი უფლებებია, რომელსაც ნამდვილად სჭირდება სამართლებრივი დაცვა, როცა ადგილი აქვს ზღვარგადასულ ცილისწამებას და ცრუ, ყალბი ფაქტების გავრცელებას კონკრეტული ადამიანის მიმართ. ბერა დაამტკიცებს სასამართლოში, რომ ის ფაქტები, რომელიც გავრცელდა, არის სრული ცილისწამება, აბსოლუტურად მტკნარი სიცრუე, ყალბი ფაქტები და შესაბამისად, ჩვენ უკვე მომზადების ეტაპზე გვაქვს ის სამართლებრივი დოკუმენტები, რითაც მივმართავთ სასამართლოს, შესაბამისი მედიასაშუალებების და იმ პირების მიმართ, რომელთაც გავრცელეს აღნიშნული ცილისწამება. ცილისწამების წინააღმდეგ სარჩელების ვადა საქართველოს კანონმდებლობით 90 დღეა განსაზღვრული. ჩვენ ნამდვილად არ დაველოდებით ამ ვადის ამოწურვას", - განაცხადა ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

13 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 8
  1. ალიაოპოზიციური„მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს“ – ბერა ივანიშვილი მიმართვას ავრცელებს
  2. იმედინიუსისამთავრობობერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი
  3. რუსთავი 2სამთავრობობერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი
  4. TV პირველიოპოზიციურიბერა ივანიშვილი ჩივილით იმუქრება
  5. POSTVსამთავრობობერა ივანიშვილი: "სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები,
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურიბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ცილისმწამებლებს უჩივლებს
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბერა ივანიშვილი: ცილისწამების გამო სასამართლოს მივმართავ
  8. ტაბულაოპოზიციურიჩემ მიმართ გაჟღერებულ ყველა ცილისმწამებლურ ბრალდებაზე სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ - ბერა
  9. ფორმულაოპოზიციურიბერა ივანიშვილი მწვავე კრიტიკასა და ბრალდებებს ადვოკატის მეშვეობით პასუხობს
  10. იმედინიუსისამთავრობობერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია
  11. ტაბულაოპოზიციურისარჩელის ადრესატი იქნება რამდენიმე მედია, კონკრეტული პირები – ბერა ივანიშვილის ადვოკატი
  12. POSTVსამთავრობობერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: “ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური
  13. ნეტგაზეთიოპოზიციურიბერა ივანიშვილის სარჩელის ადრესატი რამდენიმე მედია და კონკრეტული პირები იქნებიან – ადვოკატი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ცნობილია რას (არ) ითხოვს ბერა “ფორმულას” და “ტვ პირველს” წინააღმდეგ შეტანილი სარჩელითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები