ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ცილისმწამებლებს უჩივლებს

ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი აცხადებს, რომ მედიასივრცეში მის წინააღმდეგ მიმდინარე მადისკრედიტებელი კამპანიისა და ბრალდებების გამო სასამართლოს მიმართავს. მას ინტერესებს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე დავით ასათიანი დაიცავს.

ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ცილისმწამებლებს უჩივლებს
ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ცილისმწამებლებს უჩივლებსნეტგაზეთი

ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც, მისი თქმით, ცილს სწამებს.

ამ საქმეში ბერა ივანიშვილს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავჯდომარე დავით ასათიანი დაეხმარება.

„საზოგადოება უკვე წლებია თვალს ადევნებს კონკრეტული ძალების მხრიდან მადისკრედიტებელ და ცილისმწამებლურ კამპანიას ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, პერიოდულად მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს, თუმცა, ბოლო პერიოდში, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მიმაჩნდა, რომ ასეთ აბსურდზე დროის დახარჯვა და რაიმე სერიოზული პასუხის გაცემა არ ღირდა, თუმცა, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები, რომლებიც კარგად დაგეგმილი, კოორდინირებული კამპანიის ნაწილია, ჩემი მხრიდან რეაგირების გარეშე ვეღარ დარჩება.

დავრწმუნდი, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარის უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა.

სწორედ ამიტომ მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივმართე ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს, საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალს, დავით ასათიანს, რომლის დახმარებითაც, ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ“, — ნათქვამია ბერა ივანიშვილის განცხადებაში.

ბერა ივანიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებები და პირები აქტიურად ტირაჟირებენ, თითქოს ე.წ. „ქოლცენტრებს” მფარველობს, რიგ ადამიანებს ჩემი მითითებებით აპატიმრებენ, შედის უკანონო გარიგებებში და ა.შ.

„მსგავს საკითხებზე მხოლოდ კითხვის დასმაც კი საკმარისია, რომ ცილისწამების მცდელობის აშკარა ნიშნები გამოიკვეთოს, თუმცა, ზემოთ აღნიშნული სუბიექტები უფრო შორს მიდიან და ინფორმაციას ჩემი ვითომდა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ ისე, რომ ამ აბსურდის დასადასტურებლად ერთი ფაქტიც არავის წარმოუდგენია. ამის ნაცვლად, მყვირალა სათაურებითა და დამაინტრიგებელი ტექსტებით გაჯერებულ სიუჟეტებში, დამაჯერებლობის ელფერის შესაქმნელად იყენებენ ე.წ. ინკოგნიტო რესპონდენტებს, ბნელ ოთახში ზურგით მსხდომ გაურკვეველი ვინაობის ადამიანებს, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნიათ და გაუგებარ ხმოვან მესიჯებს, რომელთა შინაარსის ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია“, — აცხადებს ბერა ივანიშვილი.

მისი თქმით, ამ პირობებში სასამართლოსთვის მიმართვა არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიება, არამედ „ღირსებისა და უფლებების დაცვის გზაა“.

„მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი. მე მხოლოდ სამართლიანობას და სიმართლის დადგენას ვითხოვ, მათ შორის იმისთვის, რომ მომავალში არც მე და არც სხვას აღარ მოუწიოს მსგავსი უსამართლობის ატანა“, — ნათქვამია ბერა ივანიშვილის განცხადებაში.

დავით ასათიანი, რომელსაც ბერა ივანიშვილის ადვოკატი იქნება, 2017-2025 წლებში, 8 წლის განმავლობაში იკავებდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მსგავს საკითხებზე მხოლოდ კითხვის დასმაც კი საკმარისია, რომ ცილისწამების მცდელობის აშკარა ნიშნები გამოიკვეთოს, თუმცა, ზემოთ აღნიშნული სუბიექტები უფრო შორს მიდიან და ინფორმაციას ჩემი ვითომდა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ ისე, რომ ამ აბსურდის დასადასტურებლად ერთი ფაქტიც არავის წარმოუდგენია. ამის ნაცვლად, მყვირალა სათაურებითა და დამაინტრიგებელი ტექსტებით გაჯერებულ სიუჟეტებში, დამაჯერებლობის ელფერის შესაქმნელად იყენებენ ე.წ. ინკოგნიტო რესპონდენტებს, ბნელ ოთახში ზურგით მსხდომ გაურკვეველი ვინაობის ადამიანებს, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნიათ და გაუგებარ ხმოვან მესიჯებს, რომელთა შინაარსის ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია“
ბერა ივანიშვილი
„მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი. მე მხოლოდ სამართლიანობას და სიმართლის დადგენას ვითხოვ, მათ შორის იმისთვის, რომ მომავალში არც მე და არც სხვას აღარ მოუწიოს მსგავსი უსამართლობის ატანა“
ბერა ივანიშვილი
„საზოგადოება უკვე წლებია თვალს ადევნებს კონკრეტული ძალების მხრიდან მადისკრედიტებელ და ცილისმწამებლურ კამპანიას ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, პერიოდულად მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს, თუმცა, ბოლო პერიოდში, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მიმაჩნდა, რომ ასეთ აბსურდზე დროის დახარჯვა და რაიმე სერიოზული პასუხის გაცემა არ ღირდა, თუმცა, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები, რომლებიც კარგად დაგეგმილი, კოორდინირებული კამპანიის ნაწილია, ჩემი მხრიდან რეაგირების გარეშე ვეღარ დარჩება. დავრწმუნდი, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარის უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა. სწორედ ამიტომ მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივმართე ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს, საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალს, დავით ასათიანს, რომლის დახმარებითაც, ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ“
ბერა ივანიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.