პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა

ქართული ოცნებატვ პირველითბილისის საქალაქო სასამართლო

ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანიების, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ სასამართლოში ცილისწამების გამო სარჩელი შეიტანა. მისი ადვოკატის, დავით ასათიანის მტკიცებით, სიუჟეტებში გაჟღერებული ცნობები სიცრუეა და ივანიშვილს დანაშაულს გადამოწმების გარეშე აბრალებს.

ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა
ალია

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის სარჩელი ტელეკომპანიების „ტვ პირველი“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა დავით ასათიანმა განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, ტელეკომპანიების სიუჟეტებში გაჟღერებული ინფორმაცია ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით, სიცრუეზეა დაფუძნებული, შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს, აღნიშნული ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას.

„ბერა ივანიშვილის სარჩელი შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ცილისმწამებლური, დიფამაციური ფაქტების წინააღმდეგ. სარჩელის მოპასუხენი არიან ტელეკომპანია შპს „ტვ პირველი“ და შპს „ფორმულა“. სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომელიც არის სიცრუეზე დაფუძნებული, არანაირი კავშირი მას რეალობასთან არ აქვს და მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. მთლიანად სიუჟეტი ვრცელია, მაგრამ ჩვენ, ამ შემთხვევაში, გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რომელიც გავრცელებულია ყველანაირი გადამოწმების, ჟურნალისტური გულისხმიერებისა და მსგავსი საფუძვლების გარეშე და პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის კრიმინალურ გარჩევებთან რაღაც ჰიპოთეტურ კავშირს და ა.შ. კამპანია, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბოლო პერიოდის განმავლობაში, გარკვეულწილად სინქრონულად, ხმაშეწყობილად ვრცელდება სხვადასხვა ტელევიზიების, პოლიტიკოსების, საჯარო ფიგურების მხრიდან და ამას არანაირად არ აქვს გამართლება, იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს, პირველ რიგში, პატივი, ღირსება და მისი რეპუტაცია. მოგეხსენებათ, რომ მოსარჩელე არის მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს, მაგრამ მის წინააღმდეგ მაინც სამწუხაროდ ადგილი აქვს ასეთ დიფამაციურ განცხადებებს და მისი უფლებაა, ყველას უფლებაა და ერთადერთი სწორი გზაა მას დაუპირისპირდეს სამოქალაქო სამართლებრივად და იმ ადამიანებმა, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად გაავრცელეს ასეთი ტიპის ცილისმწამებლური განცხადებები, აგონ პასუხი სამოქალაქო სამართლებრივი წესით“, – განაცხადა დავით ასათიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობობერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
  2. ფორმულაოპოზიციურიბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიცნობილია რას (არ) ითხოვს ბერა “ფორმულას” და “ტვ პირველს” წინააღმდეგ შეტანილი სარჩელით
  4. POSTVსამთავრობობერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
  5. რუსთავი 2სამთავრობობერა ივანიშვილის ადვოკატი: არანაირი გამართლება არ აქვს ამ ხმაშეწყობილ კამპანიას - ერთადერთი სწორი გზაა, ამასთან სამართლებრივად დაპირისპირება, რათა ცილისმწამებლური განცხადებების გამავრცელებელმა ადამიანებმა პასუხი აგონ სამოქალაქო სამართლებრივი წესით
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბერა ივანიშვილმა უჩივლა ტელეკომპანიებს "პირველსა" და "ფორმულას"
  8. რუსთავი 2სამთავრობო"დიფ სთეითის" დაკვეთით, ეს მედიასაშუალებები ბერა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელის შესალახად მუშაობდნენ, თუმცა საქართველო სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაა და საჭიროა, ყველამ აგოს სამართლებრივი პასუხი - ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის სარჩელზე
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები