ბერა ივანიშვილი: ცილისწამების გამო სასამართლოს მივმართავ
ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის და მისი ოჯახის წინააღმდეგ კოორდინირებული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, რის გამოც იგი სასამართლოს მიმართავს და ადვოკატად დავით ასათიანი დაიქირავა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ვაჟი აცხადებს, რომ მის და მისი ოჯახის წინააღმდეგ „კოორდინირებული ცილისმწამებლური კამპანია“ მიმდინარეობს.
„ქოლ-ცენტრების მფარველობაზე“
ივანიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში „კონკრეტული მედიასაშუალებები და პირები“ - რომელთაც ის ამ პოსტში არ ასახელებს, - ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოსდა იგი:
„თაღლითურ ქოლ-ცენტრებს“ მფარველობს;
მისი მითითებით ადამიანები აპატიმრებენ და
მონაწილეობს უკანონო გარიგებებში.
მისი თქმით, „ამ აბსურდის დასადასტურებლად ერთი ფაქტიც არავის წარმოუდგენია“.
ბერამ ადვოკატად დავით ასათიანი დაიქირავა
30 სექტემბერს ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში ბერა ივანიშვილი წერს, რომ მისი ადვოკატი იქნება დავით ასათიანი.
დავით ასათიანი
დავით ასათიანი არის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ამ პოსტს 8 წლის განმავლობაში, 2017-25 წლებში იკავებდა.
ივანიშვილი მას ახასიათებს, როგორც „საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალს“ და ამბობს, რომ მისი დახმარებით „თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებას“ სამართლებრივად უპასუხებს.
„ეს არაა შურისძიება“
ის აცხადებს, რომ „მსგავს საკითხებზე მხოლოდ კითხვის დასმაც კი საკმარისია, რომ ცილისწამების მცდელობის აშკარა ნიშნები გამოიკვეთოს“.
„მიმაჩნია, რომ ამ პირობებში სასამართლოსთვის მიმართვა არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიება, არამედ ჩემი ღირსებისა და უფლებების დაცვის გზაა“, - წერს იგი.
ჯერ უცნობია, კონკრეტულად ვის უჩივის ბერა
სხვადასხვა მედიასა თუ იუტუბ-პოდკასტში არაერთხელ უხსენებიათ ბერა ივანიშვილი და დაუკავშირებიათ იგი კრიმინალურ სამყაროსთან და „თაღლითურ ქოლ-ცენტრებთან“, - თაღლითურ სქემასთან, რომლის გამოც ათობით ადამიანია პასუხისგებაში მიცემული.
ოფიციალური ბრალდებები ამ საკითხზე წაუყენეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს, ბიზნესმენ ძმებ მიქაძეებს;
ასევე, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, ყოფილ გენერალურ პროკურორს, - რომლის შვილიშვილის ნათლიაც არის ბერა ივანიშვილი; ფარცხალაძე ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ რამზ „გეორგიევსკს“ ხელმძღვანელობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ალია„მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს“ – ბერა ივანიშვილი მიმართვას ავრცელებს
- იმედინიუსიბერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი
- რუსთავი 2ბერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი
- TV პირველიბერა ივანიშვილი ჩივილით იმუქრება
- POSTVბერა ივანიშვილი: "სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები,
- ნეტგაზეთიბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ცილისმწამებლებს უჩივლებს
- ტაბულაჩემ მიმართ გაჟღერებულ ყველა ცილისმწამებლურ ბრალდებაზე სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ - ბერა
- ფორმულაბერა ივანიშვილი მწვავე კრიტიკასა და ბრალდებებს ადვოკატის მეშვეობით პასუხობს
- იმედინიუსიბერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია
- რუსთავი 2ბერა დაამტკიცებს სასამართლოში, რომ ფაქტები, რომელიც გავრცელდა, არის სრული ცილისწამება, მტკნარი სიცრუე. ჩვენ უკვე მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები, რითაც მივმართავთ სასამართლოს - ადვოკატი დავით ასათიანი
- ტაბულასარჩელის ადრესატი იქნება რამდენიმე მედია, კონკრეტული პირები – ბერა ივანიშვილის ადვოკატი
- POSTVბერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: “ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური
- ნეტგაზეთიბერა ივანიშვილის სარჩელის ადრესატი რამდენიმე მედია და კონკრეტული პირები იქნებიან – ადვოკატი
ციტატები სტატიიდან
„მიმაჩნია, რომ ამ პირობებში სასამართლოსთვის მიმართვა არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიება, არამედ ჩემი ღირსებისა და უფლებების დაცვის გზაა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…