თბილისის მერია: სიცრუე და ცილისწამებაა ინფორმაცია, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მისულა
თბილისის მერია „ტვ პირველის“ ცნობას, თითქოს ფონიჭალაში აფეთქებისას დაღუპულთა პანაშვიდს ხელისუფლების წევრები არ დასწრებიან, სიცრუესა და დეზინფორმაციას უწოდებს.

თბილისის მერია ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მისულა.
დედაქალაქის მერია აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუესა და ცილისწამებას უწოდებს.
"გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ სამძიმარი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა გამო. ვუსამძიმრეთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. დღეს მთელი საქართველო გლოვობს ამ ტრაგედიას.
აქვე გვინდა, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მისულა, მათ შორის არავინ ყოფილა დედაქალაქის მერიიდან.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სიცრუე და ცილისწამება. დედაქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრებთან ერთად, დღეს დაესწრო სამოქალაქო პანაშვიდებს და პირადად მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მათ შორის, იმყოფებოდა ზემო ფონიჭალის ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძარში.
აღნიშნული ფაქტის გადამოწმება არათუ მედიის წარმომადგენლებისთვის, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნებოდა ძალიან მარტივი, თუმცა ტელეკომპანიამ, რომელიც გამოირჩევა სიცრუის ტირაჟირებითა და პოლიტიკური სპეკულაციებით, ამ უმძიმეს წუთებშიც სცადა მაყურებლის მოტყუება", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…