სარჩელის ადრესატი იქნება რამდენიმე მედია, კონკრეტული პირები – ბერა ივანიშვილის ადვოკატი
ბერა ივანიშვილის ადვოკატის, დავით ასათიანის განცხადებით, მზადდება სარჩელი ცილისწამების გამო, რომლის ადრესატებიც რამდენიმე მედიასაშუალება და კონკრეტული პირები იქნებიან. თავად ბერა ივანიშვილმაც გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სამართლებრივ პასუხს მოითხოვს მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებზე.

ბერა ივანიშვილის ადვოკატის, დავით ასათიანის განცხადებით, ცილისწამებაზე მათი სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედია და კონკრეტული პირები იქნებიან.
როგორც ასათიანი ამბობს, სარჩელი მომზადების პროცესშია. ის დარწმუნებულია, რომ სასამართლოში "ბერა დაამტკიცებს, რომ ყოველივე არის სიცრუე".
"ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში იმ ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია და არის ყალბი და მტკნარი სიცრუე.
ამ ეტაპზე ჩვენ მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები, მონიტორინგს ვუკეთებთ ყველა განცხადებას, რომელიც მასთან დაკავშირებით არის ცილისმწამებლური და ბოლო პერიოდში გაკეთებულია მედიასაშუალებებში თუ სხვადასხვა პირის მხრიდან. როდესაც დავასრულებთ აღნიშნულს, ჩვენ აუცილებლად წარვდგებით სასამართლოს წინაშე და დარწმუნებული ვარ, ბერა დაამტკიცებს, რომ ყოველივე ეს - მისი დაკავშირება გარკვეულ კრიმინალურ საქმიანობასთან, პირდაპირ რომ ვთქვათ, ადამიანისთვის დანაშაულის დაბრალება, არის სიცრუე, სიყალბე და ცილისწამება" - აცხადებს ასათიანი TV იმედთან.
ჩემ მიმართ გაჟღერებულ ყველა ცილისმწამებლურ ბრალდებაზე სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ - ბერა
30 სექტემბერს ბერა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს: "მივმართე ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს, საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალს, დავით ასათიანს, რომლის დახმარებითაც, ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ.
მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებები და ასევე კონკრეტული პირები აქტიურად ტირაჟირებენ, თითქოს ე.წ. "ქოლცენტრებს" ვმფარველობ, რიგ ადამიანებს ჩემი მითითებებით აპატიმრებენ, შევდივარ უკანონო გარიგებებში და ა.შ. მსგავს საკითხებზე მხოლოდ კითხვის დასმაც კი საკმარისია, რომ ცილისწამების მცდელობის აშკარა ნიშნები გამოიკვეთოს, თუმცა, ზემოთ აღნიშნული სუბიექტები უფრო შორს მიდიან და ინფორმაციას ჩემი ვითომდა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ ისე, რომ ამ აბსურდის დასადასტურებლად ერთი ფაქტიც არავის წარმოუდგენია".
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ალია„მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს“ – ბერა ივანიშვილი მიმართვას ავრცელებს
- იმედინიუსიბერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი
- რუსთავი 2ბერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი
- TV პირველიბერა ივანიშვილი ჩივილით იმუქრება
- POSTVბერა ივანიშვილი: "სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები,
- ნეტგაზეთიბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ცილისმწამებლებს უჩივლებს
- რადიო თავისუფლებაბერა ივანიშვილი: ცილისწამების გამო სასამართლოს მივმართავ
- ტაბულაჩემ მიმართ გაჟღერებულ ყველა ცილისმწამებლურ ბრალდებაზე სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ - ბერა
- ფორმულაბერა ივანიშვილი მწვავე კრიტიკასა და ბრალდებებს ადვოკატის მეშვეობით პასუხობს
- იმედინიუსიბერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია
- რუსთავი 2ბერა დაამტკიცებს სასამართლოში, რომ ფაქტები, რომელიც გავრცელდა, არის სრული ცილისწამება, მტკნარი სიცრუე. ჩვენ უკვე მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები, რითაც მივმართავთ სასამართლოს - ადვოკატი დავით ასათიანი
- POSTVბერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: “ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური
- ნეტგაზეთიბერა ივანიშვილის სარჩელის ადრესატი რამდენიმე მედია და კონკრეტული პირები იქნებიან – ადვოკატი
ციტატები სტატიიდან
„ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში იმ ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია და არის ყალბი და მტკნარი სიცრუე. ამ ეტაპზე ჩვენ მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები, მონიტორინგს ვუკეთებთ ყველა განცხადებას, რომელიც მასთან დაკავშირებით არის ცილისმწამებლური და ბოლო პერიოდში გაკეთებულია მედიასაშუალებებში თუ სხვადასხვა პირის მხრიდან. როდესაც დავასრულებთ აღნიშნულს, ჩვენ აუცილებლად წარვდგებით სასამართლოს წინაშე და დარწმუნებული ვარ, ბერა დაამტკიცებს, რომ ყოველივე ეს - მისი დაკავშირება გარკვეულ კრიმინალურ საქმიანობასთან, პირდაპირ რომ ვთქვათ, ადამიანისთვის დანაშაულის დაბრალება, არის სიცრუე, სიყალბე და ცილისწამება“
„მივმართე ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს, საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალს, დავით ასათიანს, რომლის დახმარებითაც, ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ. მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებები და ასევე კონკრეტული პირები აქტიურად ტირაჟირებენ, თითქოს ე.წ. "ქოლცენტრებს" ვმფარველობ, რიგ ადამიანებს ჩემი მითითებებით აპატიმრებენ, შევდივარ უკანონო გარიგებებში და ა.შ. მსგავს საკითხებზე მხოლოდ კითხვის დასმაც კი საკმარისია, რომ ცილისწამების მცდელობის აშკარა ნიშნები გამოიკვეთოს, თუმცა, ზემოთ აღნიშნული სუბიექტები უფრო შორს მიდიან და ინფორმაციას ჩემი ვითომდა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ ისე, რომ ამ აბსურდის დასადასტურებლად ერთი ფაქტიც არავის წარმოუდგენია“
„მივმართე ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს, საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალს, დავით ასათიანს, რომლის დახმარებითაც, ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ. მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებები და ასევე კონკრეტული პირები აქტიურად ტირაჟირებენ, თითქოს ე.წ.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…