"როცა ადამიანს ცილს სწამებ და ასეთ სიბინძურეში ბრალს დებ, ბუნებრივია, ვალდებული ხარ, რომ კანონის წინაშე აგო პასუხი" - გიორგი სოსიაშვილი ბერა ივანიშვილის სარჩელის შესახებ
ბერა ივანიშვილმა მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის შესახებ განაცხადა, რაც დაკავშირებულია მის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან. სახელისუფლებო გუნდში ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ მიზანი ოჯახის დისკრედიტაციაა.

ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილი აცხადებს, რომ აღარ აპირებს უპასუხოდ დატოვოს მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და დეზინფორმაცია, რომელსაც სხვადასხვა მედიით თუ სოციალური ქსელებით ავრცელებენ.
ბერა ივანიშვილს სასამართლოში სარჩელი შეაქვს კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ, მის უფლებებს კი დავით ასათიანი დაიცავს.
ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმებიან "ქართულ ოცნებაში." სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გარკვეული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების კოორდინირებული, ცილისმწამებლური კამპანიის მიზანი -"ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დისკრედიტაციაა და ცილისწამებას პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს.
"გადახედეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიერ გაკეთებულ საქველმოქმედო პროექტებს და მიხვდებით, რომ ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, დაგეგმილი ცილისმწამებლური კამპანია, რომ ჩირქი მოსცხონ ამ ყველაფერს, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ. მათ მოუწევთ კანონის წინაშე პასუხისგება, ვინაიდან, როცა ადამიანს ცილსსწამებ და ასეთ სიბინძურეში ბრალს დებ, ბუნებრივია, ვალდებული ხარ, რომ კანონის წინაშე აგო პასუხი," - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, სამართლებრივი შლეიფი მოიძებნოს შეურაცხყოფისთვის, ცილისწამებისთვის, რომელიც ასეა მოზღვავებული ჩვენს სივრცეში - დავით მათიკაშვილი ბერა ივანიშვილის სარჩელზე
- რუსთავი 2სარჩელზე მუშაობა დაწყებულია, კონკრეტული მედიასაშუალებები და პირები იდენტიფიცირებული - ბერა ივანიშვილის სახელით სამართლებრივი დავა უახლოეს პერიოდში დაიწყება
ციტატები სტატიიდან
„გადახედეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიერ გაკეთებულ საქველმოქმედო პროექტებს და მიხვდებით, რომ ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, დაგეგმილი ცილისმწამებლური კამპანია, რომ ჩირქი მოსცხონ ამ ყველაფერს, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ. მათ მოუწევთ კანონის წინაშე პასუხისგება, ვინაიდან, როცა ადამიანს ცილსსწამებ და ასეთ სიბინძურეში ბრალს დებ, ბუნებრივია, ვალდებული ხარ, რომ კანონის წინაშე აგო პასუხი,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…