პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ინ ვიტრო განაყოფიერება რჩება, თუმცა სერვისით სარგებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ – კირცხალია

ქართული ოცნებასაპატრიარქო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, სუროგაცია სრულად იკრძალება, ხოლო ინ ვიტრო განაყოფიერებით სარგებლობას მკაცრი რეგულაციებით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ.

ინ ვიტრო განაყოფიერება რჩება, თუმცა სერვისით სარგებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ – კირცხალია
BM.GE

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ინ ვიტრო განაყოფიერება საქართველოში არ აიკრძალება, თუმცა მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება და ამ სერვისით სარგებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ.

"ოცნება" სუროგაციის აკრძალვას კიდევ ერთხელ გეგმავს – კირცხალიას თქმით, საპატრიარქოსთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ

როგორც კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, ხელისუფლებამ სუროგაციის სრულად აკრძალვა გადაწყვიტა, რის გამოც საზოგადოებაში შესაძლოა გაჩნდეს კითხვები ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებითაც.

„აქ შეიძლება საზოგადოებას წინასწარ გაუჩნდეს კითხვა, ერთი არის ე.წ. ინვიტრო განაყოფიერება, ეს რჩება ისევ, როგორც არის, ბევრი ფაქტორისა და მიზეზის გამო. საკმაოდ ობიექტური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება. მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ამ სერვისით სარგებლობას“, - განაცხადა კირცხალიამ.

მისივე განმარტებით, ინვიტრო განაყოფიერებისგან განსხვავებით, სუროგაცია სრულად იკრძალება. უმრავლესობის ლიდერი ამ გადაწყვეტილებას სფეროს კომერციალიზაციით, 2023 წლის შემდეგ ბაზრის „კოლოსალური ზრდითა“ და ტრეფიკინგისა და ქალთა ექსპლუატაციის რისკებით ხსნის.

კირცხალიას თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს და ისინი არ შეეხებათ მათ, ვინც აღნიშნული სერვისებით აქამდე ისარგებლა. მან ასევე აღნიშნა, რომ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან სფეროს კონტროლი „ორმაგად და სამმაგად“ გამკაცრდება.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე“- კირცხალიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები