პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბერა ივანიშვილის სარჩელი სასამართლოშია - მოსარჩელე მხარე ორი ტელევიზიისგან იმ ინფორმაციის უარყოფას ითხოვს, რომელიც გამოგონილ ამბებს ეფუძნება

თბილისის საქალაქო სასამართლოტვ პირველინაციონალური მოძრაობა

ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და დეზინფორმაციის უარყოფა მოითხოვა. მის ადვოკატ დავით ასათიანის თქმით, ტელევიზიების მიერ გავრცელებული ცნობები გამოგონილ ამბებს ეფუძნება.

ორკესტრირებული, ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ ბერა ივანიშვილის სარჩელი სასამართლოშია. მონიტორინგის შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებათა ნუსხა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ადვოკატმა მიიტანა. დავით ასათიანი ამბობს, რომ სარჩელი ტელეკომპანია "ფორმულასა" და "TV პირველის" მიერ გავრცელებულ ყალბ ცნობებს ეხება.

მოსარჩელე მხარე ორი ტელევიზიისგან იმ ინფორმაციის უარყოფას და დეზინფორმაციად გამოცხადებას ითხოვს, რომელიც ადვოკატის თქმით, არა ფაქტებს, არამედ გამოგონილ ამბებს ეფუძნება.

ადვოკატის თქმით, მადისკრედიტებელი კამპანიის სამიზნე ბერა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები უკვე დიდი ხანია არიან, მთავარი მიზანი კი ყალბი ინფორმაციით მათი რეპუტაციულად დაზიანებაა. ცილისწამებასთან დაპირისპირების საუკეთესო გზა კი მოსარჩელე მხარისთვის სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებაა.

კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან, დეზინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამებას წერტილი, შალვა პაპუაშვილის თქმით, სწორედ სამართლებრივი ბრძოლით უნდა დაესვას.

მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, უაპელაციოდ ადამიანის დადანაშაულება რომ მიუღებელია, ეს დღეს ვერც ოპოზიციაში უარყვეს. თუმცა კონკრეტული მედიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეჭვი ნაციონალურ მოძრაობას მაინც არ შეაქვს.

სამართლებრივ სახელმწიფოში, ცილისწამებას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება- ამბობენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში სარჩელის პრეცედენტულობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მომავალში მაგალითი გახდება, რომ მტკიცების ტვირთი თავად ბრალმდებელზეა.

ბერა ივანიშვილის სარჩელთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას დღეს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა. ირაკლი კობახიძის თქმით, სამართლებრივი ბრძოლის დაწყება ბერა ივანიშვილმა 1 თვის წინ თავად დააანონსა. სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ კოორდინირებულ და დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც მისი და მისი ოჯახის პატივს, ღირსებასა და რეპუტაციას ლახავს, უპასუხოდ აღარ დატოვებდა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობობერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
  2. ფორმულაოპოზიციურიბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიცნობილია რას (არ) ითხოვს ბერა “ფორმულას” და “ტვ პირველს” წინააღმდეგ შეტანილი სარჩელით
  4. POSTVსამთავრობობერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
  5. რუსთავი 2სამთავრობობერა ივანიშვილის ადვოკატი: არანაირი გამართლება არ აქვს ამ ხმაშეწყობილ კამპანიას - ერთადერთი სწორი გზაა, ამასთან სამართლებრივად დაპირისპირება, რათა ცილისმწამებლური განცხადებების გამავრცელებელმა ადამიანებმა პასუხი აგონ სამოქალაქო სამართლებრივი წესით
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა
  7. ალიაოპოზიციურიბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა
  8. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბერა ივანიშვილმა უჩივლა ტელეკომპანიებს "პირველსა" და "ფორმულას"
  9. რუსთავი 2სამთავრობო"დიფ სთეითის" დაკვეთით, ეს მედიასაშუალებები ბერა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელის შესალახად მუშაობდნენ, თუმცა საქართველო სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაა და საჭიროა, ყველამ აგოს სამართლებრივი პასუხი - ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის სარჩელზე
  10. იმედინიუსისამთავრობობერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს - „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილის ადვოკატის სარჩელზე: ასეა კაცობრიობა აწყობილი - ვინც აბრალებს და ცილს სწამებს, პასუხი უნდა აგოს და უნდა ამტკიცოს ცილისწამების მართებულობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები