პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სულხან თამაზაშვილი - თურქ კოლეგასთან საუბარი არ ჩამიწერია და ჩანაწერი რომ მქონოდა, ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი, სადაც მას გავუზიარე ინფორმაცია, რომ ქომაგებმა ღია წყაროებში დადეს ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი, პროვოკაციული შინაარსის ბანერები

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრ სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ბათუმში მომხდარი მოვლენებისას გდდ-ს 4 თანამშრომელი დაშავდა. მისი თქმით, თურქ კოლეგასთან საუბარი არ ჩაუწერია, თუმცა მას აცნობა ქომაგების მხრიდან შეურაცხმყოფელი ბანერების გავრცელებაზე, რომელთა საზღვარზე შემოტანაც პოლიციამ აღკვეთა.

სულხან თამაზაშვილი - თურქ კოლეგასთან საუბარი არ ჩამიწერია და ჩანაწერი რომ მქონოდა, ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი, სადაც მას გავუზიარე ინფორმაცია, რომ ქომაგებმა ღია წყაროებში დადეს ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი, პროვოკაციული შინაარსის ბანერები
ინტერპრესნიუსი

მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც გუშინ აგვარიდა ძალიან დიდ საფრთხეს, მოსალოდნელ საფრთხეს და ღირსეულად გაართვა თავი საპოლიციო ღონისძიებას, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მან თავის თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას რომ ჩანაწერი გაეკეთებინა, ბევრად საინტერესო ნაწილს გაავრცელებდა, სადაც მან თავის კოლეგას თურქი გულშემატკივრების პროვოკაციულ ქმედებებზე მიუთითა.

„ჩვენი ამოცანა იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ვთვლი, რომ ძალიან ღირსეულად გაართვეს თავი ამ ამოცანას ბიჭებმა და მინდა მადლობა გადავუხადო. ამ ღონისძიებების ფარგლებში გდდ-ს 4-მა თანამშრომელმა მიიღო, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის დაზიანებას და ვუსურვებ მათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

ჩანაწერთან დაკავშირებით, ჩემდა გასაკვირად, მეც მოვუსმინე ამ ჩანაწერს. მე ვადასტურებ, ჩემს კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე არ ჩამიწერა ჩვენი საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა, რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი და აქცენტირებას გავაკეთებდი საუბრის უფრო საინტერესო ნაწილზე, როცა ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ინფორმაცია გვქონდა უკვე დღის პირველ ნაწილში, ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, რაც იყო ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი და რაზეც ჰქონდა ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია, საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოსულხან თამაზაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას
  2. რუსთავი 2სამთავრობოსულხან თამაზაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც რეალურად გუშინ ძალიან დიდი მოსალოდნელი საფრთხე აგვარიდეს
  3. პირველი არხისამთავრობოსულხან თამაზაშვილი – მადლობა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეებს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას
  4. იმედინიუსისამთავრობოსულხან თამაზაშვილი: საპოლიციო ღონისძიების დროს მიზანი ქომაგების დაკავება არ ყოფილა, მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ამ ადამიანების იქიდან განრიდება. თუმცა, ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად ყველა წარმოებაზე დადგება შედეგი. მათ შორის, გარკვეული პერიოდი შესაძლებელია აეკრძალოთ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბათუმში არსებული ვითარება და კომუნიკაცია ანკარასთან - რა განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა თურქული მედიის ცნობითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები